ქართულმა ოცნებამ“ დაიჯერა, რომ 43%-ის ამღები ვერ არის, ვერც გაყალბებული არჩევნების პირობებში, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების დარღვევაში „ქართული ოცნების“ წვლილი განუზომლად დიდია და მის „დანაშაულს“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელის არ მოწერასთან ვერ გავათანაბრებთ.
მე ვვარაუდობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად დაიჯერა, რომ 43%-ის ამღები ვერ არის ვერც გაყალბებული არჩევნების პირობებში. მას თბილისში და ბათუმში 2020 წელს ჰქონდა 42%, 43% 31 ოქტომბერსაც არ ჰქონია. არა თუ 43%-ს ვერ აიღებს თბილისში, ოთხიანით ვერ დაიწყება „ქართული ოცნების“ შედეგი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თვითმმართველ ქალაქებში. აქ გახარიას ფაქტორიც არის, არითმეტიკული ფაქტორია.
„ქართული ოცნება“ ასევე დარწმუნდა, რომ მტრის ხატის შესაძლებლობები მას ამოეწურა. „მიშა მოდის, მიშა მოდის“ დამთავრდა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.