კახიძე: საქართველოს ღია მტრებს ქოცები უწერენ საშვებს და რესტორანში აქეიფებენ

საქართველოს მოქალაქეები 9 საათზე სახლებში არიან. გადაადგილება აკრძალული აქვთ. ჯარიმა – 2000 ლარი. რესტორნები დაკეტილია.

რუსეთიდან ჩამოსულ, საქართველოს ღია მტრებს ქოცები უწერენ საშვებს და რესტორანში აქეიფებენ. ესკორტიც დააცილებს. და ამათ “დაიბრუნეს ღირსება” 2012 წელს.

ნარიშკინის, გავრილოვის და პოზნერის მთავრობა.

წერს ევროპული საქართველოსწევრი, ოთარ კახიძე. რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღის გადახდას საქართველოში აპირებს. მასთან საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: