“ოცნებას” გამოყოფილი ოთხეული “ოცნების” სადარაჯოზე იდგება, რომ მათზე აშშ-დან “ზეწოლა აღარ განმეორდეს”. როგორც მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, სწორედ ასეთი “ზეწოლის” შედეგად გახდა იძულებული ხელისუფლება ნიკა მელია და გიორგი რურუა გაეთავისუფლებინა:
“გამოყვანა მელიასი, გამოყვანა რურუასი, ეს მათი მხრიდან იყო ზეწოლა, რომ პოლიტიკური კრიზისია ეხლა და კარგი იქნება თუ ამ დათმობას და ასეთი იძულებითი ნაბიჯები გადადგა ქართულმა ოცნებამ. დღესაც მოვუწოდებთ იქ წერილის, ბოლოში ქართულ ოცნებას, რომ მსგავსი ზეწოლები რომ აღარ განმეორდეს, ფრთხილად უნდა იყოს და ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე.” ამბობს ყაველაშვილი
შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილმა ოთხეულმა დღეს მორიგი ანტიამერიკული განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.