დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციიდან 43 წელი გავიდა. 25 დეკემბერი ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
აღსაყდრების 43 წლისთავთან დაკავშირებით, გავრცელებული პანდემიის გამო, დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება.
“მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავიანთ ეპარქიებში.
ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიისა და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და “მოწყალებისა კარი განგვიღე”. – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.