“ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ასტრა ზენეკასთან დაკავშირებით, შეთქმულებების თეორიის უნებლიე მონაწილე გამხადა.
არა ბატონებო! ეს ასე არ არის!
ეჭვი ნებისმიერ ვაქცინაზე შეიძლება არსებობდეს როგორც უსაფუძვლო, ასევე საფუძვლიანი. როდესაც კომპეტენტური ინსტიტუციები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით კრძალავენ, ან უნდობლობას უცხადებენ ვაქცინას, ვფიქრობ, საღად მოაზროვნე ადამიანი კიდევ უფრო რაციონალურად და სიღრმისეულად განიხილავს იმ თემას, რომელიც შენს პირად ჯანმრთელობასა კი არა, შენს ირგვლივ მყოფი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობასაც ეხება.
ჩემი ცოდნა მედიცინაში იმდენად დილეტანტურია, რომ თავს ვალდებულად ვთვლი ანგარიში გავუწიო პროფესიონალებს, და როცა მკურნალი ექიმი მეუბნება, რომ თავი უნდა შევიკავო აღნიშნული ვაქცინის მიღებაზე, მორალურად ვალდებული ვარ ეს გაფრთხილება განვავრცო იმ ადამიანებზეც, რომელთა ჯანმრთელობა, პირადი ჯანმრთელობის მსგავსად მეძვირფასება.
გულზე გადატანილი მძიმე დაავადების შემდეგ, მთელი ათეული წელია მკურნალობას მიწევს ექიმი, როლის წყალობითაც ადვილად დავაღწიე თავი, თვით კოვიდ19-ს და ამ შემთხვევაში არ დავუჯერო? ცოტა არ იყოს უცნაურია არა?
არანაირი ნიჰილიზმი და ანტი-პროპაგანდა! ვენდობი და ვემორჩილები მას, ვინც ჩემი გულისცემა პირად პასუხისმგებლობაზე აიღო და ამას დღემდე პირნათლად ასრულებს. როდესაც თავად დარწმუნდება ამ ვაქცინის აუცილებლობაში, ასტრა ზნეკას კი არა სპუტნიკსაც შევიშხაპუნებ.
სულ ეს არის!”- წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ სულაშვილი.