ნიკა გვარამია-დიდი მადლობა წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის

ნიკა გვარამია, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის :

“მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე აღარ შემოვა  სამი ათასამდე ზარი განხორციელდა უცნობი ნომრებიდან (ყველა უპასუხოდ დარჩა) და საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული ვიყავი მთელი დღე  რაც წულუკიანმა გააკეთა, და მერე მას აყოლილმა ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა, ეს არ იყო მხოლოდ პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, არამედ ღია წაქეზება და მწვანე შუქის ანთება ორგანიზებულ და დანაშაულებრივ თავდასხმაზე ჩემს წინააღმდეგ. და ბოლოს, შემოვიდა და ახლაც გრძელდება ათასზე მეტი მესიჯი. არც ერთს არ ვხსნი, მაგრამ პირველი წინადადებები ჩანს და 99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა (წულუკიანის მძიმე გინებაც). დიდი მადლობა ამისთვის.”- წერს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share