გურიის მოამბე

,,ოცნება” ქვეყანაში დუმილს აწესებს” – იურისტი

“ქართული ოცნება” საზოგადოებაში დუმილს აწესებს – ასე აფასებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე „გრანტების შესახებ“ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილებას.

“დემოკრატიის მცველების” თავმჯდომარე  განმარტავს, რომ “ტუკი პირველ ჯერზე “ქართული ოცნნების” კანონებს “რუსულს” უწოდებდნენ, ახალი კანონპროექტს შეიძლება “ივანიშვილის კანონი” დაერქვას.

,,ასეთი სიმკაცრის პრეცედენტული მაგალითი, საზოგადოებაში ასე ფართო ჩარევის დუმილის დაწესების. მისი მსუსხავი ეფექტი ის იქნება, რომ ხალხმა ხმა არ ამოიღოს იმის საწინააღმდეგოდ რაც არ მოსწონს”- თქვა მშვენიერაძემ. 

მისი თქმით, “ქართული ოცნების” კანონი საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხება, რომლის აზრი, ხელისუფლებისთვის მიუღებელი იქნება. “ხელისუფლების მიზანია, ადამიანებში არსებული წუხილები, საჯარო სივრციდან გააქროს”. 

იურისტმა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, ამ თემაზე შალვა პაპუაშვილის არგუმენტებიც შეაფასა და თქვა, რომ ის “ბოლო ერთი წელიწადია, ამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელად ჩამოყალიბდა”.

“ერია თუ ბერია – ყველა დასაჭერია” – ეს არის ის რასაც ერთი წელია, პარლამენტი აკეთებს. მათი ამოცანაა, ყველა, ვინც რაიმე სახით აკრიტიკებს “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს რაიმე სახით დასაჯონ და გააჩუმონ, ეს გახდა მათი მისია. “ქართულ ოცნებას” არგუმენტები არ აქვს და საზოგადოებას პროპაგანდისტულ ნარატივებს ახვევს”- განმარტა იურისტმა. 

როგორც “დემოკრატიის მცველების” თავმჯდომარე აღნიშნავს ახალი კანონპროექტით, “ქართული ოცნება” გრანტს არქმევს ყველაფერს, მათ შორის ემიფრანტების დიდი ნაწილის [ფიზიკური პირი, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს მიღებული] მიერ გამოგზავნილ თანხას.

,,მაგალითად, თუ ჩემი ნათესავი არის საბერძნეძთის მოქალაქე, გადმოურიცხავს ჩემს შვილს, საჩუქრად, პირობითად 100 ევროს და ცემი შვილი გადაწყვეტს, რომ ამ ფულით ევროკავშირის დროშა იყიდოს და საკუთარი სახლის წინ ჩამოკიდოს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის სიმბოლოდ, ეს შეიძლება ხელისუფლებამ ჩათვალოს, რომ თანხა EU-ს იდეების პოპულარიზაციას მოხმარდა. ანუ საშინაო პოლიტიკაზე გავლენას და შეიძლება ჩაითვალოს აკრძალულ გრანტად და 6 წლამდე პატიმრობა გამოიწვიოს – ეს ეწერა განცხადებაში, რომელიც კანონის დაინიცირებამდე გამოქვეყნდდა და დღესაც იძებნება. 

რა შეიცვალა – თუ ჩემი ნათესავი არის საქართველოს მოქალაქე ეს კანონი მას არ შეეხება, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქე აღარ არის, მაშინ მასზე გავრცელდება”- თქვა მშვენიერაძემ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

ცვლილებებით ზუსტდება გრანტის ცნება და გრანტად განისაზღვრება როგორც ფულადი, ისე ნატურალური დახმარება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის, ასევე ქვეყნის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, გატარების ან შეცვლის მიზნით, მათ შორის უცხო ქვეყნების ან პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე.

კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, უცხოეთში რეგისტრირებული ორგანიზაციები, რომლებიც არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან, გრანტის მიღებამდე მთავრობის თანხმობის მიღებას დაექვემდებარებიან. ასევე, გრანტად ჩაითვლება ტექნიკური დახმარება, ექსპერტიზის, ცოდნისა და მომსახურების გაზიარების ფორმით გაწეული მხარდაჭერაც.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უცხოეთში ლობისტურ-პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსებისთვის, ასევე ამკაცრებს რეგულაციებს პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს გაუთანაბრდებიან.

ცვლილებები ასევე ეხება პარტიული წევრობის შეზღუდვებს უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისთვის და ახალ სანქციებს აწესებს მეწარმე სუბიექტების მიერ არაპროფილური საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელების შემთხვევაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights