რუსეთის შინაგან საქმეთა მმართველის (მინისტრი) პ. ნ. დურნოვო თავის 09.12.1905 წლის მოხსენებით ბარათში ნიკოლოზ მეორეს აწვდის ინფორმაციას გურიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რსდმპ გურიის კომიტეტის უშუალო და მიზანმიმართული ჩართვის შედეგად საფრთხე მნიშნელოვნად იყო გაზრდილი.
ასევე წერს, რომ იმ დროისათვის გურიაში 20 000 კარგად შეირაღებული სახალხო მილიციონერი მზად იყო მოქმედებების დაწყებისათვის, ხოლო სამთავრობო ორგანოებს არ შეეძლოთ თავიანთი ვადლებულებები შეესრულებინათ. აჯანყებულები ართმევდნენ იარაღს ჟანდარმერიას და ჯარისკაცებს, ქალაქ ფოთის პორტში კი დაკავებული იქნა კონტრაბანდული იარაღი და საბრძოლო მასალები, რომელთა შეტანა უნდა მოხდარიყო გურიაში, იარაღის ამოღების ოპერაციის დროს დაიღუპა ფლოტის ოფიცერი.
ნახატი – შალვა ძნელაძე “აჯანყებული გურულები”
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.