საიდან მოდის ჭიქების მიჭახუნების ტრადიცია

ჭიქების მიჯახუნების ტრადიცია შორეული წარსულიდან მოდის, როცა სასახლეებში ინტრიგებს ხლართავდნენ და მტერს სასმისში საწამლავს უყრიდნენ. სწორედ იმ წარსულში სტუმრისადმი და გარშემომყოფთათვის ნდობის დემონსტრირება რომ მოეხდინათ, სასმისები ერთმანეთთან ახლოს მიჰქონდათ და ძლიერად ურტყამდნენ. შედეგად სასმელის შხეფები ერთი ჭურჭლიდან მეორეში ხვდებოდა. თუ ადამიანი უარს ამბობდა ჭიქების მიჯახუნებაზე, მაშინვე მოსისხლე მტრების სიაში ხვდებოდა. ეს, ახლა შეიძლება სიველურედ მოგვეჩვენოს, იმ დროში კი ასეთ მოქმედებებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

image

 

image

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ რიტუალის ცრურწმენაც. ითვლებოდა, რომ ბროლის ბოკალები, რომლებიც მიჯახუნებისას წკრიალა ხმას გამოსცემდა, აფრთხობდა ბოროტ სულებს. ევრაზიის კონტინენტის ევროპულ ნაწილში, ლუდის მოყვარულები ახლაც საკმაოდ ძლიერად უჯახუნებენ ჭიქებს, არა აქვს მნიშვნელობა ბროლის იქნება თუ უბრალო მინის.

image

აფრიკულ ქვეყნებში კი დალევის წინ ეჟვანს აწკრიალებენ, ასევე ავი სულები რომ განდევნონ. სხვადასხვა სადღეგრძელოების წარმოთქმაც ჭიქების მიჯახუნების ტრადიციასთან არის კავშირში. მაგალითად, როგორ არ მიუჯახუნებ ბოკალს ჯანმრთელობის სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ! საინტერესოა, რომ ადამიანების ჯანმრთელობის სადღეგრძელოს წარმოთქმა კავშირშია უძველეს “ღმერთებისადმი ღმერთშეწირვის” ტრადიციასთან.
თავისი ტრადიცია აქვთ ჩინეთშიც. აღმოსავლეთში ეს დაახლოებით ასე ხდება: ჩინელი, რომელსაც თავის პარტნიორზე მაღალი სოციალური სტატუსი აქვს, თავის ბოკალს უფრო მაღლა დგამს, მაგრამ თუ მას სურს, პარტნიორისადმი პატივისცემა და კეთილდამოკიდებულება გამოხატოს, ის ფუჟერებს ერთ დონეზე ათავსებს, ან სულაც, თავის ფუჟერს უფრო დაბლა დგამს. ჭიქები ჩინელებმა აუცილებლად ორივე ხელით უნდა დაიჭირონ. ამით ისინი პატივისცემას გამოხატავენ მათ მიმართ, ვისთანაც სვამენ.
შვეიცარიელებსაც თავისი ტრადიცია აქვთ. სანამ ჭიქებს მიუჯახუნებენ, თვალებში უყურებენ ერთმანეთს და პატივისცემით წარმოთქვამენ მათ სახელებს, ვისთან ერთადაც აპირებენ დალევას.

დღეს სხვადასხვა ხალხების ტრადიციების გამოძახილები განაგრძობს არსებობას, უბრალოდ ცოტამ თუ იცის მათი მნიშვნელობა. ადამიანები იკრიბებიან, მხიარულობენ, სვამენ ჯანმრთელობის, წარმატების სადღეგრძელოებს და უბრალოდ მხიარულად ატარებენ დროს. რაც მთავარია, არავინ არავის არ უყრის ჭიქაში საწამლავს და თუ ვინმეს არ სურს თავისი ბოკალის მიჯახუნება თქვენთან-ცუდზე არ იფიქროთ, ყველას თავისი ცრურწმენა აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: