როგორ შეიქმნა შამპანური-ქალი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

“ქალი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო
1777 წელს , პარიზის მახლობლად შამპანის რეგიონში დაიბადა ქალი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო, ვინაიდან რომ არა ის ,არ იქნებოდა სიმდიდრის, ზეიმის, ფუფუნების, სინონიმი, საკულტო სასმელი- შამპანური. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი , პატარა ტანის, არაფრით გამორჩეული ქალი. მისი ქმარი 30 წლის ასაკში ტიფით გარდაიცვალა. 28 წლის ქვრივმა ქალმა, გვარად კლიკო (ქალიშვილობაში ბარბ ნიკოლ პონსარდენი), ქმრისგან მემკვიდრეობით საშუალო დონის მეღვინეობა მიიღო და წარმოუდგენელ მწვერვალებამდე აიყვანა. ეპოქაში, რომელშიც ქალისათვის წარმოუდგენელი იყო მსგავსი საქმიანობა, მან გაბედა და კომპანიის მართვა თავის თავზე აიღო. ის ითავსებდა მეღვინის, მმართველის, მარკეტოლოგის როლს. და ყველაფერ ამას, თავს საუკეთესოდ ართმევდა. ის ისტორიაში შევიდა როგორც ქალი რომელმაც :
1810 წელს პირველად ჩამოასხა ოფიციალურად დარეგისტრირებული სამარკო შამპანური;
1818 წელს შექმნა პირველი ვარდისფერი შამპანური;
პირველად გაიტანა ქვეყნის გარეთ და გააცნო მსოფლიოს ფარნგული შამპანური;
შექმნა შამპანურის კრისტალურ გამჭვირვალობამდე გაწმენდის მეთოდი, რომლითაც დღემდე სარგებლობს მსოფლიოს ყველა მეღვინე;
შეიმუშავა რემუაჟის სისტემა ((«rem-moo-ahj»), მეთოდი, რომელიც წმენდს სითხეს საფუარის ნაწილაკებისგან; იმ დროისათვის ღვინოები შებურული გამოდიოდა. მან მოიფიქრა მეთოდი, ამოჭრა სამზარეულოს მაგიდა და გადაწყვიტა ბოთლები თავდაყირა ჩაეწყო, რათა ნალექი ბოთლის ყელთან მოგროვილიყო. სულ რაღაც 6 კვირაში შედეგიც დადგა.
გამოიგონა შამპანურის საცობის შემაკავებელი მავთული – სითხე ბოთლში წნევის ქვეშ ამყოფა, რომელიც ავტომობილის საბურავის წნევას 3-ჯერ აღემატება.
ქალმა თავისი შესანიშნავი პროდუქციით მიწისქვეშეთის 18 კილომეტრი შეავსო, რომელიც ქალაქისგან გამოისყიდა და ღვინის მარნად აქცია.
დატოვა უნიკალური ჩანაწერები, რეცეპტების წიგნი, რომლითაც მომდევნო თაობებმა იხელმძღვანელეს.
კლიკომ 88 წელი იცოცხლა. ძალიან მკაცრი, პუნქტუალური და ორგანიზებული- ასეთი იყო მადამ კლიკო. მან მეღვინეობისადმი გულგრილი ნათესავები მემკვიდრეობის გარეშე დატოვა და თავისი აყვავებული საქმე გადასცა ადამიანს, რომელიც ბოლომდე მასთან მუშაობდა – მმართველსა და მეგობარს, ედუარდ ვერდეს, რომლის შთამომავლებმაც ბრენდის სახელი კიდევ უფრო გაამყარეს და დღესდღეობით ყველაზე ცნობილ შამპანურად აქციეს. Veuve Clicquot-ს მსოფლიოს 150 ქვეყანაში იცნობენ თავისი ყვითელი ეტიკეთით და მიირთმევენ როგორც საუკეთესო.”
პოსტის ავტორიTinatin Jajanidze
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 68
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 61
    TDI: სახელმწიფომ ვერ დაიცვა რელიგიის თავისუფლება, პანდემიის ფონზე იმატა სიძულვილის ენამადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
    Tags: და
  • 59
    ნასაკირალის ბრძოლა1905 წლის თებერვალში ოზურგეთის მაზრაში მყოფ სულთან კრიმ-გირეის გურულებმა  საკუთარი მოთხოვნები, ე. წ.  ბახვის მანიფესტი წარუდგინეს. მთავრობამ მათ დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და გურიაში ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი მიავლინა, თუმცა საზოგადოების ზეწოლის გამო იძულებული გახდა 1905 წლის ივლისში უკანვე გაეწვია. იმავე წლის ოქტომბერში საყოველთაო გაფიცვა რუსეთში გახდა შეიარაღებული აჯანყების დაწყების ნიშანი. 11 ოქტომბერს  სუფსისა…
    Tags: და, იყო
  • 58
    "ტირილი"- ნიკიტა თალაკვაძის "მოქალაქე მღვდლის დღიურიდან"ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. „ტირილი“ გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ…
    Tags: და