მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ შვილის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის შესახებ საუბრობს. ის ამბობს, რომ ახალ რძალს, ლიზა იასკოს, რომელიც ექს-პრეზიდენტმა საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი გააცნო, თავად არ იცნობს.
„არ ვიცი, მას არ ვიცნობ. მე ვიცი, რომ მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი საყვარელი შვილიშვილი მიშასგან. ენაცვალოთ მათ ჩემი თავი. სხვას ვერაფერს გეტყვით, არ ვიცნობ ამ ადამიანს. არ ვარ საქმის კურსში. ცოტა გამიკვირდა კიდეც“, – ამბობს სააკაშვილი და ამავე ინტერვიუში სანდრა რულოვსზეც საუბრობს: სანდრა იყო და არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჰოლანდიელ ქართველს ვეძახი, უსაყვარლესი გოგოა. ცხოვრობს თბილისში და ქართულად ზრდის შვილებს…“.