ფოტო #ზაქარიაჭელიძე
აინა ვარ მეზიტე. დევიბადე ლატვიაში 1942 წელს, პროვინციულ ქალაქში, გულბენეში. ჩემს დედ მამას თორმეტი შვილი ვყავართ, მე მეორე ვარ, ყველა ცოცხალია , დედა 99 წლის შესრულდა წელს. სოფელში რაც ჩემი თავი მახსოვს ბაღნობიდან სულ ვშრომობდით, დიდიან პატარიანა ყველა ვშრომობდით. დედას წინაპრები გერმანიიდან ლატვიაში ჩამოსული ვიკინგები იყვენ. გაჭირვება არ მახსოვს, 12 ძროხა გვყავდა, ჰექტრობით ვთესდით პურის კანას, ხახვი, ნიორი, კარტოფილი კველაფერი. სკოლის მერე რიგაში, კულინარულ სასცავლებელში ვისცავლე. გამანაცილეს საპორტო ქალაქში ლიეპაიაში, ცაცხვების ქალაქია, რომ ყვავის სუნი დგანა მთლად. ვახტანგი მაშინ გამონაცილებული იყო სამხედრო მშენებლობაზე. მაგას უფრო ემახსოვრება მაგი ამბვები და მოკვეს თვითონ.
მახსოვს როვა არ მახსოვს, გუშინდელდღესავით. საღამო იყო ვისვენებდით დაღლილი ვიყაი, მაღაზიაში შევედი და რა დევინახე იყო რუსულ კედლის ფეჩზე მიყუდებული, საღამოს პირია. ახლა რაფერია ხომ ხედავ და მაშინ რაფერი იქნებოდა წარმეიდგინე შენით. გამეველაპარაკე, თაროზე ატმის კამპოტი იდუა გასაყიდად, ქართული, ვიყიდე და დავპაიჟე ყველა გოგოები ვინც იყვენ იქინე ერთად, მიირთვით მეთქი ვუთხარი. მას მერე ყოველ დღე ვიარებოდი იმ მაღაზიაში.
ერთ დღეს დიდი , უშველებელი იასამანის კონა მომიტანა, მიეტეხა საცხა ბევრი, გიედუა მხარზე რამხელა იცი?!
იასამნამდე რომ მივა საქმე მერე იოლია.
მალე შევუღლდით, ჩემებს გვიან გავაგებიე, დედამ და მამიდამ ვახტანგი ქორწილში გეიცნეს. რომ მივიდოდით ჩვენსას გულბენეში მამა ცხვარს დაკლავდა, ლუდს მოხარშავდენ, შებოლოლილი ქათმები და ძეხვები იცოდენ. 1963 წელს ვქენით ქართული ქორწილი ლიეპაიაში. 5 ცელი ვიცხოვრეთ იქით, პირველი ორი შვილი სვეტა და ლეილა ლატვიაში გაჩთენ. მეორე ორი აგერ გურიაში.
რომ დავბრუნდით, მოხელეების ჯგუფი შევკარი და ვიმუშავე, მადლობაც ბევრი მაქ მიღებული. ანასეულზე ვმუშაობდი, დირექტორმა სამ ოთახიანი ბინის გასაღები თითონ მომიტანა და მაჩუქა. ანასეულში აინა საბავშო ბაღში მუშაობდა მზარეულად. ბოლოს დავსახლდით ცხემლისხიდზე, მამისეულ მიწაზე ავაშენე სახლი და ვართ აგერ დღემანდლამდე.
გაკვირვება დღემანდლამდე მახსოვს, ტაქსით მევიდოდით პირველათ ძროხები რომ დევინახე მაღალზე, ვამბობდი გადმუარდება დეინტროვა მეთქი. კიდომ იცი რა მიკვირდა? კაცებს რომ ვხედავდი მაღაზიებში ნოქრებათ და ქალებს კაცის საქმეს რომ აკეთებენ იგიც მიკვირდა, ლატვიაში ასე არაა.
პირველი შვილის სკოლაში შეყვანის დროი დადგა, ქართული სულ არ ვიცოდი, ცევიდა ვახტანგი ოზურგეთში რუსულ სკოლაში საბუთები ცეიღო, შეხვედრია ბიძიე ჩვენი, კარგათ გუულანძღავს, შენ გააბდლებულხარ ბიჯოო, ქართველმა კაცმა ბაღანა რაფერ უნდა შეიკვანო რუსულ სკოლაშიო. შეგვცხვა და შევიტანეთ აგერ საბუთები ცხემლისხიდზე. იძულებული შევიქენი ვისწავლე ანბანი, წერა კითხვა, ლაპარაკი ბაგნებთან ერთად. 58 წელია ერთად ვართ, არ გვიჩხუბია, თლათ უჩხუბრათაც არ იქნება ოჯახი ალბათ მარა სერიოზულათ არა.
უწინ სულ მესიზმებოდა ლატვია, სულ. ჩვენი ეზო, ნათესავები, რაფერ ვიჯექით ერთ დიდ მაგიდასთან, რაფერ ვსადილობდით. ჩემი დედა მესიზმებოდა. ბოლოს აღარა, ეტყობა მოვხუცდი, არვიცი. ჩვენები ყველა ხუთ წელიწადში ერთხელ იკრიბება მთელი ოჯახი იკრის თავს რომელიმესთან, გვირგვინებს წნავენ, ზეიმობენ. ბოლოს ათი წლის წინ ვიყავი ასე შეხვედრაზე, მას მერე აღარა. აღარ მინდა, არ შემიძლია ამდენი ემოციის ძალა აღარ მაქვს. ახლა უკვე ჩვენი შვილიშვილები ურთიერთობენ. ვახტანგიმ მოყვეს, გააგძელოს რაფერი ხულიგანი იყო..
გაჭირვება იყო, სასტიკი გაჭივრება, მამაჩემი ფრონტზე რომ წასულა მე ჯორკო გადმუუბრუნებია და იმაში ჩუუსმივარ, ისე დუუტიებივარ. 1939 ში ვარ დაბადებული.
ოდა სახლი ედგენ ფიცრული, ყავარით დახურული. ჭყიპი სიმინდიც მიჭამია გამომცხვარი, მსხალს ვხარჩავდით, ძვილა გაგვქონდა თავი. შვაცეცხლი ენთო, ფეხშველი ვიყაით ზამთარშიც, ნაცარში გევითფობდი ფეხს, გევიქცეოდით თოვლში ჩვენებთან და სობელ ფეხს იქინე ჩავდობდი თფილ ნაცარში, გეყურება? პერანგი გვეცუა ერთი, ტრიფონიანტის ეკალით იყო შეფსკნილი ქვეით. იგი იყო ტანიც, ფეხიც. ქრივი დეიდა მყავდა ლანჩხუთში, ტელმანში, ბიძიეც ომში დეიკარქა, ეთქუა დედაიზა, გამატანე ვახტანგი მეო, წამიყვანა, პირველ კლასში იქინე შევედი. ლომინაძე ვახტანგი მეთქუა მანამდი, გადამათქუეს სახელი ჩხაიძე ჟორათ დამწერეს სკოლის ჟურნალში. ვერ ევიტანე, გამევექეცი დეიდას. ბოლოს ჩვენი საპატრონო დარჩა იგიც, ჩემს გარდა სხვაი არიკაცი არ ყავდა, აგერ დავმარხე ბახვში. მარუსიე და ლოლა მასწავლებლები ტელმანში კარგები იყვენ და ვიყაი ფრიადოსანი. აქანე ცხემლისხიდზე გადასახლებები მახსოვს, მარუსია მასწავლებელმა მითხრა ფირუზა არაა კლაში და წაი ერთი დახედე, ამბავი მეიტანე რა ჭილარიენო. წევედი ჭიშკარი ღია დამხთა, გაფიათებული. მეზობელმა დამიძახა და მითხრა, წუხელის მოხიკეს თელი ოჯახი და გადასახლესო, მამამისი პლენში იყო და იმიზა, გული მომეჭეჭკა მახსოვს.
ლიტვაშიც იყო საშინელ საშინელი აბები, გაკულაკების, გადასახლების მძიმე ამბვები მახსოვს. პურის ამბარი სავსე იყო ჩვენი თანასოფლელებით, მამას შუუხედავს, უთქუამს სალდათს, სა იყურები შენც ხომ არ გინდა შეგაგდოთ შითო, გამოქცეულა, შეშინებია.
მამეშვილი იყო ერთი მასწავლებელი აგერ ცხემლისხიდზე, მექვსე კლაში ვიყაი, დამჩაგრა უსამართლოთ, გამიტყდა გული, გადავხტი ფანჯრიდან გევიარე და წევედი.. გამიფუჭტა მომავალი.. მას მერე წევიდა და წევიდა ჩემი ცხოვრება უკუღმა.
სამხედრო სამსახური მევიარე აღარ მინდოდა აქანე დაბრუნება წასლა მინდოდა. მაშინ არ იყო ასე, საბუთს ვერ ეიღებდი, პასპორტს არ იძლეოდენ სოფლიდან არ გიშობდენ. კოლმეურნეობაში უნდა გემუშავა. ვინცხა იტყვის კაი დროი იყოო, კაი რაფერ იყო ძვილა, ძვილა ევიღე პასპორტი სამუშაოთ რომ წავსულიყაი, თამარა იყო ერთი იი დამეხმარა. კიდომ კაი, რომ არ წავსულიყაი აინას ხომ ვერ შევხთებოდი?
მერე გემზე ვიცურე ერ ხანს თევზსაჭერ გემზე, ოკიანეში ვიცურე.
ყურძენს, ხეხილს რომ არ ასხია ვდარდობ. ხალხი მისდა მისდა რომ დეიშალა, ამას ვდარდობ კიდომ, ვფიქრობ ჩემდა, ხეხილს ყურძენს კი ეშველება, წელს არაა მომავალ წელს იქნება მარა ამ ხალხს და ერთმანეთის დაკარგვას აფერი არ ეშველება მეთქინ ვჩივი. დადექი აგერ ჭიშკართან, ისე დაბნელდება კაცი არ გეიარს, აია ცხოვრება? ერთობა დეიკარქა, კაცი კაცითაა, მარტუა კაცი ვეფერს ვერ იზამს.
თლათ ასეც არ იკო მაი რომ კობა, ვახტანგის უნდოდა საკარტველოში, მე არა. დედამთილი ცერდა, ცერდა ვკტები, მოვკტი, არიქა მიშველეთ, მოვკტი.. ჩამოვცვინდებოდით ქე იყო კარქათ.
კაცმა არ იცის ვის რა ელოდება, მადლიერი მაინც ვარ, ბედმა ასე მოაწყო, ცოცხლები ვართ, ვცხოვრობთ, ვშრომობთ რაფერც შეგვიძლია. ხან გეიმსება აი სახლი და ეზო ბაღნებით, შვილებით, შვილიშვილებით, ერთიმეორეზე კაია ყველა. ვფიქრობ რომე ამაზე დიდი ბედნიერება არაა აფერი ადამიანიზა, რომ ხედავ ყველას ერთმანეთი უყვარს, ირევიენ ეთიმიორიზა, ხარობენ და ჩვენც მეტი რა გვინდა?!
მთხრობელები: აინა მეზიტე, ვახტანგ ლომინაძე, ოზურგეთი, ცხემლისხიდი 2021 ივლისი.
ხმა საარქივედ ჩაწერა ხატია მაღლაკელიძემ.