დღეს ადრე დილით ლანჩხუთში მომხდარი ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ წუთის მონაცემებით, ლანჩხუთში უშუქოდ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ნაწილია დარჩენილი.
ამის შსახებ გურიის მოამბეს”ენერგოპროჯორჯიას” წარმომადგენელმა უთხრა: “ავარიულად დაზიანებული ელექტროსადენების დიდი ნაწილი უკვე აღდგენილია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ელექტროენერგია უკვე სტაბილურად მიეწოდება.
დარჩენილი არის რამდენიმე სოფელი; ნიგვზიანი, ნინოშვილი, გვიმბალაური, მაჩხვარეთი და მიმდებარე ტერიტორია. ასევე, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. “ენერგოპროჯორჯიას” ტექნიკური ჯგუფები ყველა მიმართულებით მუშაობენ და შესაძლებელია ერთ საათში ელექტრომომარაგება სრულად იყოს აღდგენილი”.-უთხრა “გურიის მოამბეს” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა, ბექა რომანაძემ.