“ქართული ოცნების” სასულიერო პიარტექნოლოგები

წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურებული პოლიტიკური წირვა-ლოცვა, რომ სიახლეს არ წარმოადგენს, ამის დამადასტურებელი სამხილები, უახლესი საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ფურცლებში მრავლად მოიძებნება.

,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი გუნდის პიარით დაკავებული სასულიერო პირების შემდეგი სახის ხუთეული იკვეთება: 1. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი; 2. დეკანოზი ელიოზი; 3. მამა ანდრია ჯაღმაიძე; 4. ბაღდათელი მიტროპოლიტი ანტონი; 5. მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი;

,,განსაკუთრებით ინტენსიური გახდა პრემიერ-მინისტრის და მაღალი თანამდებობის პირების მეირ, ეკლესია-მონასტრების მოლოცვა, ზუსტად ასე არის მითითებული ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ათი მონასტერი დაათვალიერა პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და მას ყოველთვის ხვდებოდნენ მაღალი რანგის სასულიერო პირები, რომლებიც ასე ღიად და დაუფარავად არ ესწრებოდნენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრებს. მაღალი რანგის სასულიერო პირების ამგვარი ჩართულობა ეწინააღმდეგება, როგორც მოქმედ კანონმდებლობას, ასევე თვითონ სინოდის დადგენილებას”, – აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

newposts

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: