დაზიანებული გზები, ელექტროგადამცემი ხაზები – ჩოხატაურს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, მობილიზებულია თვითმმართველობისა და სამაშველო სამსახურები.

“გვეხმარება კერძო სტრუქტურის წარმომადგენლებიც. მთავარია მსხვერპლი არ არის” – აღნიშმა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.

ამ დროისთვის ჩახერგილია რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
პარალელურად ხდება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება:

ფოტოები “გურიის მოამბე”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: