ჩვენი “ხირხალა” 85 წლის გახდა

“ჩვენი ამირანი, ბევრისთვის ხირხალა, უფრო ბევრისათვის მეგობარი და საამაყო ადამიანი 8️⃣5️⃣ წლის გახდა. ვულოცავთ დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით. მისი სახელობითი ვარსკვლავი ამშვენებს ჩვენი თეატრის კიბეებს, გვეამაყება, რომ ერთი ჩვენგანი ხართ” !!! – ასე მიულოცა დაბადების დღე ყველასათვის საყვარელ მსახიობს, ამირან ქადეიშვილს ოზურგეთის თეატრმა.
ამირან ქადეიშვილი 1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ “ძველი სახლის” სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია (“სემირამიდას ბაღები”, ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა (“მთვარის მოტაცება”, თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი (“ციმბირელი პაპა”, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა (“პირველი მერცხალი”, ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო (“გაქცევა გათენებისას”, ს. დოლიძე, 1975), ხირხალა (“სიყვარული ყველას უნდა”, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), კობიძე (“სახლი ლესნაიაზე”, ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე (“მევლუდი”, ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი (“წინამორბედი”, ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობს ფილმებში: “კავკასიის ტყვე” (გ. კალატოზიშვილი, 1978), “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”( ყ. მგელაძე, 1980), “თბილისი, პარიზი, თბილისი” (ლ. აბაშიძე, 1980), “ჟამი მოქცევის” (ნ. ომიაძე, 1982), “სათნოებათა კიბე” (ნ. წულაძე, 1986) და სხვ. 2018 წელს გადაეცა ჯილდო “ხელოვნების ქურუმი”. კინოსა და თეატრის მსახიობი.
“გურიის მოამბე” ულოცავს ბატონ ამირანს იუბილეს. ჯანმრთელობას და სიყვარულით გამთბარ დღეებს უსურვებს.
Aa
 

💋

  •  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: