გურიის მოამბე

ზელენსკი-“ჩვენ ტრამპთან უკრაინაში ამერიკული ჯარების ყოფნის საკითხს განვიხილავთ”

.
➡️ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმები სიცრუეა. იქ არავის დაურტყამს. ეს განცხადება დაკავშირებულია უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების წარმატებულ მოლაპარაკებებთან, რომლის კულმინაციაც ტრამპთან ჩვენი შეხვედრა გახდა.
➡️ უკრაინის დელეგაციამ ამერიკელებთან ერთად განიხილა პუტინის რეზიდენციაზე „თავდასხმის“ საკითხი. ჩვენს პარტნიორებს, თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობების წყალობით, ყოველთვის შეუძლიათ გადაამოწმონ, რომ ეს სიცრუე იყო.
➡️ მიუხედავად რუსების მხრიდან ყველა მედიათავდასხმისა, რომლებიც ჩვენსა და ამერიკელებს შორის მოლაპარაკებების ჩაშლისკენ არის მიმართული, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ. დღეს უკვე იყო რამდენიმე ზარი ჩვენი ჯგუფისგან — უმეროვისა და ამერიკელი სტივ ვიტკოფის მონაწილეობით. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს შემდეგ ნაბიჯებს.
➡️ უკრაინის არმიის მხარდაჭერა უსაფრთხოების გარანტიების ნომერ პირველი პუნქტია. საუბარია 800 ათას ადამიანზე, რომელთაც უზრუნველყოფა დასჭირდებათ. უკრაინა ამ საკითხში პარტნიორებზე იმედს ამყარებს.
➡️ უსაფრთხოების გარანტიები ეტაპობრივად ხორციელდება. ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად ამოქმედდეს სამონიტორინგო მისია. მას უხელმძღვანელებენ ჩვენი სანდო პარტნიორები. მათ ამის ტექნიკური შესაძლებლობა აქვთ — ფლობენ თანამგზავრებს და ინფრასტრუქტურას, მათ შორის დრონების სისტემებს.
➡️ ზელენსკი ჟურნალისტების კითხვაზე რუსეთის მხრიდან შესაძლო „ცრუ დროშის“ (false flag) ოპერაციების შესახებ: ეს საკითხი შედის უსაფრთხოების გარანტიების მეორე ნაწილში, სადაც გაწერილია, თუ როგორ ირეაგირებენ პარტნიორები შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში.
➡️ ზელენსკი იმის შესახებ, მართებულია თუ არა ევროპელებმა აწარმოონ დიალოგი რუსეთთან: ჩვენ გვაქვს ჩვენი ძირითადი ხელშეკრულების ოცი პუნქტი, რომელიც გათვლილია ომის შეწყვეტაზე. იქ ვხედავთ 4 ხელმომწერ მხარეს: უკრაინა, აშშ, რუსეთის ფედერაცია და ევროპა. ამიტომ, ხელმოწერამდე, მხარეები განიხილავენ ამ ხელშეკრულების დეტალებს. რაც შეეხება უსაფრთხოების სხვა გარანტიებს — არსებობს ორმხრივი შეთანხმება უკრაინასა და აშშ-ს შორის ნატოს მე-5 მუხლის ანალოგზე, ასევე საუბარია ჩვენს ორმხრივ უსაფრთხოების ხელშეკრულებებზე პარტნიორებთან, რომლებიც ერთიანდებიან „მსურველთა კოალიციის“ ფორმატში.
➡️ რუსეთს არ სურს რეფერენდუმი და მუდმივად მოძებნის მიზეზებს, რათა ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდეს.
„თუ ის, რაც პუტინმა ბახმუტში, ვოვჩანსკსა და ჩასივ იარში ჩაიდინა — ან რასაც ახლა პოკროვსკში აკეთებს — არის ის, რასაც ის „წარმატებას“ უწოდებს, მაშინ ნება მიეცით, მსგავსი „წარმატებები“ საკუთარ სახლში, რუსეთში ჰქონდეთ.“

📌 „მზად ვარ პუტინთან შესახვედრად ნებისმიერ ფორმატში. მთავარია, რუსებს არ ეშინოდეთ”.

📌 „რუსეთს არ სურს რეფერენდუმი და მუდმივად მოძებნის მიზეზებს, რათა არ დაუშვას ცეცხლის შეწყვეტა”.

📌 „მოლაპარაკებების ჩაშლა არ ხდება. რუსების მხრიდან ყველა მედიასაშუალებით გაჟღერებული ბრალდებების მიუხედავად, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ აშშ-სთან. დღესაც უკვე რამდენიმე ზარი განხორციელდა ჩვენს ჯგუფთან”.

📌 „ტრამპს სურს უკრაინაში საშუალო ხელფასის გასამმაგება, მათ შორის, ბაზარზე ამერიკული ბიზნესის შემოსვლის გზით
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights