მარინა ტოტოჩავა: გადახრილი ესტროგენი – სიცოცხლის შემცირებული წლები და სიმსივნეების დიდი ჩამონათვალი

ესტროგენები
მარინა ტოტოჩავა  
სამყაროს ყველა საიდუმლო —– მცენარეებშია—————-გრეგორე ჰაუსი
გადახრილი ესტროგენი ——სიცოცხლის შემცირებული წლები და სიმსივნეების დიდი ჩამონათვალი
ნორმაში ესტროგენი—- მუდმივი ჯანმრთელობა და მარადიული ახალგაზრდობა .
რას უქადის ადამიანს, გაავებული ან დაკნინებული ესტროგენები.
არა მარტო თევზების ზოდიაქოს პერსონებს სჯერათ, რომ მცენარეებს სული აქვთ, არამედ ამას უკვე ამერიკის , ვეროპის და სხვა განვითარებული ქვეყნების მედიცინის ყველაზე პრესტიჟული მეცნიერები ასაბუთებენ.
ესტროგენებზე ძალიან ხშირად დეტალურად ვსაუბრობ. მოსახლეობაში მისი ცნობადობის დონე ,მაინც ძალიან დაბალია. მათი შეკავება და დაბალანსება ყველაზე ხმამაღალი თემა უნდა იყოს ,რადგან სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა პირდაპირ არის დამოკიდებული ესტროგენებზე.
ყველა დაავადებას ჰორმონული გადახრის ფონი აქვს. კიბოს მთავარი რისკია გადახრილი ჰორმონები. ჰორმონებს შორის ესტროგენების გადახრაა ის მაგისტრალური ღერძი, რომელთანაც სიმსივნეების 95 პროცენტი პირდაპირ ბმაშია. კიბო, გენების მუტაციის შედეგია. გენები ზედამხედველობენ ორგანოების უჯრედების ზრდას .გენები მუტაციას იღებენ დაზიანებული დეენემის გამო . დეენემს ყველაზე მეტად და გამოუსწორებლად არანატურალური კვება, ხელოვნური ჰორმონები , საყოფაცხოვრებო ქიმია და ქიმიური მედიკამენტები აზიანებენ. სიმსივნეებზე ბევრჯერ ვისაუბრე. ახლა მხოლოდ რამდენიმე წინადადებიანი ექსკურსი. ამ დაავადების ბევრი მიზეზი და მაპროვოცირებელია გამოყოფილი. მაგრამ ლიდერობს—ჰორმონული გადახრა ,ქრონიკული ანთებები, მძიმე მეტალები, ხელოვნური ჰორმონებით ხანგრძლივი მკურნალობა, ხელოვნური კვება და მხოლოდ ქიმიურ მედიკამენტებზე აქცენტი. კარცინომა სტატისტიკურად ყველაზე ხშირია. ადენოკარცინომა იმ ეპითელურ ქსოვილში ხდება, რომელიც ლორწოს ქმნის. ესენი უფრო ჯირკვლებია—–პროსტატა, ძუძუ, მსხვილი ნაწლავი, პანკრეასი .ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა არის—–ფილტვში, კანში,თირკმელში, კუჭში ,ნაწლავში, შარდის ბუშტში .სარკომა არის სისხლში, კუნთში, ძვალში, მყესში, ნერვში. ლიმფომა—1–ჰოჯკინი ბე უჯრედებისგან იქმნება ავი ლიმფიციტებით. 2—-არაჰოჯკინის ლიმოფმა ბე და ტე უჯრედებისგან იქმნება. მელანომა——-მოშლილი მელანოციტებისგან . კიბოს პირველი ეტაპი არის ჰორმონული გადახრის და ღვიძლის დაზიანების ტანდემი , სადაც დომინირებს ესტროგენული დარღვევები . პოსტულატივით უნდა დაიმახსოვროთ——— სანამ ღვიძლი დაზიანების მეორე ეტაპს არ მიადგება, მანამდე არცერთი ორგანო არ დაუზიანდება ადამიანს. ამის დანახვა არის ადამიანის ხსნა დაავადებათა ჭაობიდან. მედიცინა მწირია მარტო თეორიული ცოდნით. ის ექიმისგან—– შეგრძნებაა უპირველესად. ჰაუსზე ფილმიდან ნაწყვეტი——-ბავშვი პრეკომაშია და კვდება. ბებია მადლობას ეუბნება ექიმს . ექიმს უკვირს, რაში უხდის მადლობას .ხანდაზმული ჭკვიანი ქალბატონი——–შენ დაინახე და იგრძენი ბავშვის დაავადება. ვინც დაავადებას ხედავს და გრძნობს , ის მისი მორჩენის გზებს აუცილებლად იპოვის.——– ნებისმიერი დაავადებისგან, მითუმეტეს კიბოსგან, ადამიანების გადამრჩენია დროულად დაფიქსირებული ესტროგენული და ღვიძლის დაზიანების სტატუსი, რომელზეც ზოგ ექიმს შეუძლია თქვას ——-ეს არაფერია,რადგან ვერ შეიგრძნობს, ზოგი კი განგაშს გამოაცხადებს.
მსოფლიოს სამედიცინო სამყაროს ინტელექტუალური ფენა უკვე ღიად გამოდის არამიზნობრივად მოხმარებული ქიმიური მედიკამენტების წინააღმდეგ. მედიცინის ყველაზე ცნობილი მეცნიერები ევროპულ და ამერიკულ ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო გამოცემებში ხმამაღლა აცხადებენ ამის შესახებ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, გამოწერილი მედიკამენტების 50 პროცენტზე მეტი , არამიზნობრივი, უსარგებლო და დამზიანებელია და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. წამლის რეგულირების სააგენტოებმა 200 მდე წამალი ამოიღეს გამოყენებიდან. ისეთი პრეპარატებია ამოღებული გამოყენებიდან, ადამიანებს ხშირი მოხმარებით, საოჯახო ნივთებთან რომ ჰქონდათ გათანაბრებული. ექსპერტები უკვე ყველგან აღიარებენ ფარმაცევტული ბიზნესის უკონტროლობას და ზიანს მოსახლეობაზე. ამბობენ, რომ ადამიანები ხშირად სიკვდილს ყიდულობენ . მითუმეტეს ჩვენთან ,უსახსრო, ღარიბი ადამიანი ,ძალიან ძვირად, დაუნდობელ ფასში ყიდულობს ამ სიკვდილს. მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები ფართოდ იყენებენ და ღიად აღიარებენ ,კიბოსა და სხვა დაავადებებზე მცენარეულ მედიკამენტებს .მაგრამ,ნაკლებად გათვითცნობიერებულ ადამიანთა კოლოსალური გაბრიყვება მიდის. ცნობილი ფაქტია——ამერიკულმა Forbs—–მა ერთ-ერთ უკანასკნელ გამოცემაში ფარმაცევტული არქიტყუილების ანალოგია გააკეთა ნარკოტიკულ ბიზნესთან ,სადაც ეწერა———— ფარმაცევტული მაფია კანონიერად კლავს ადამიანებს, მეორე კი უკანონოდ .——-ახლა ამერიკასა და ვეროპაში ყველაზე შედეგიანი მედიკამენტები———მცენარეულია. აფთიაქებში ბევრი საუკეთესო მედიკამენტია, მაგრამ როგორც ვიცით და ექსპერტებიც ამტკიცებენ, უდავოა , რომ წამლის სახელით ნაგავიც ბევრია. თან ძვირად , როცა ჩვენნაირ ღატაკ ქვეყანაში, ადამიანებს ყოველდღიური საკვების დიდი პრობლემა აქვთ.
ნებისმიერი ჰორმონის გადახრა აზიანებს და აავადებს ადამიანს, მაგრამ, ყველა მძიმე დაავადება და სიმსივნეები ,სტატისტიკურად მაღალ პროცენტში უკავშირდება ესტროგენებს. მკურნალობ რამე მძიმე დაავადებას და არ იცი ესტროგენების მდგომარეობა, ეს თავად პაციენტის მხრიდანაც ჩამორჩენილობაა და თვალსაწიერის სიმწირეა. ესაა არასწორი გზა და წყალში ჩაყრილი თანხები და ცხოვრებაც.
ნორმაში მყოფი ესტროგენების ფუნქციებია———-მეტაბოლიზმის რეგულირება ;სისხლძარღვების, ვენების , არტერიების სიჯანსაღე ;ძვლის სიმტკიცე, შინაგანი ორგანოების ჯანსაღად მუშაობა ;ქოლესტერინის ნორმაში ყოფნა; თრომბის პროფილაქტიკა,სიმსივნეების აცილება. ესტროგენების ნორმა——– აჯანსაღებს ფილტვებს, ღვიძლს, თირკმლებს და ყველა ორგანოს ;აცილებს —ალერგიებს, სახსრების დაშლას ;ახდენს ლეპტინის და ადიპონექტინის დაცვას და ამით წონის და დიაბეტის მეორე ტიპის ნორმირება ხდება და სხვა. ეტროგენის სამი ვარიანტია——-ესტრონი ,ესტრიოლი და ესტრადიოლი. ესტრადიოლი არის ყველაზე მტკიცე და ფიზიოლოგიურად მყარი ესტროგენი. ესტროგენები იქმნება ანდროგენებისგან—–კაცის ჰორმონებისგან. ესტრადიოლი წარმოიქმნება ტესტოსტერონისგან ფერმენტ არომატაზათ. ბოლო წინადადებაში კონცენტრირებულია უამრავი აგრესიული სიმსივნე , თუ ამ მექანიზმის დარღვევა მოხდა. ესტროგენის რეცეპტორი მუშაობს დეენემის ჰორმონულ უბანზე. სწორედ ამაშია კიბოს ძაღლის თავი, რომელიც არასოდეს არ ვითარდება ესტროგენების გადახრის და დეენემის დაზიანების გარეშე. ესტროგენები ქმნიან ეროგენულ მიდამოებს,მკერდს, ზრდიან თმას თმიან ადგილებზე . თმიანობის სიჭარბეც და ნაკლებობაც მათ უკავშირდება . კაცებში ისინი სპერმას აღვივებენ .ქალის მშვენიერების ბაზისი ნორმაში მყოფი ესტროგენებია. აბსოლუტურად ჰარმონიული ესტროგენების მქონე ქალბატონებით ისე იხიბლებიან მამაკაცები, როგორც ვალერიანის წვეთები იზიდავს კატებს .ნორმაში ესტროგენები , ესაა —————- ჯანმრთელი და სასურველი ქალი ნიკაპზე ბანჯგვლების და ზედმეტი წონის გარეშე; მშვიდი , მხიარული ხასიათით , დაუბერებელი კანით , ნაკლები ჩივილებით , რომელიც 90 წლის ასაკშიც კი კაშკაშებს და კაცს თავს არ აბეზრებს ბედკრულ ცხოვრებაზე წუწუნით . ესტროგენების სიჯანსაღე ნიშნავს მუდმივ ახალგაზრდობას. ესტროგენები აყალიბებს ადამიანის ფსიქოსომატურ ტიპს. განსაკუთრებით, ყვირის მისი გადახრა ქალში. ჯანმრთელი ესტროგენის ქალს არასოდეს ემუქრება ფეხის მოტეხვა და სახსრის დაავადებები. დეტალურად რომ გაყვე ბიოქიმიური რეაქციების გამოსწორებით, ქოლესტერინი მაინც ა რასოდეს არ დარეგულირდება,ესტროგენული ბალანსის გარეშე. ესტროგენების მართვა ამცირებს ჭარბ ქოლესტერინს .თრომბის არსებობა გამორიცხულია ესტროგენული ბალანსის დროს. ნერვული სისტემა, შინაგანი ორგანოები, ძვალი, ფილტვი, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი, თირკმლები და სხვა არასოდეს მორჩება ესტროგენული ბალანსის ფონის გარეშე. თუ ესტროგენები ნორმაა—– არ არსებობს ინფარქტი და ინსულტი. ეს დადგენილია, უმაღლესი რანგის , ხანგრძლივი მნიშვნელოვანი ცდებით და კვლევებით და ბევრჯერ ნანახი გვაქვს პრაქტიკაში.. კანადელ მეცნიერთა კომპლექსური კვლევაა——-მხოლოდ ესტროგენის ნორმის დროს არის ტვინში თეთრი ნივთიერების სიჯანსაღე და შესაბამისად, არ არის სკლეროზული და ალცჰაიმერული შედეგები.
მომატებულ ტრიგლიცერიდებს ზოგი ებრძვის თავიდანვე და ეს შეცდომაა. ჯანმრთელობისთვის მებრძოლი ესტროგენები, ადამიანის დასაცავად, თავიდანვე ამატებენ ტრიგლიცერიდებ ს და ამით იცავენ სისხლძარღვებს დაზიანებისგან. ტრიგლიცერიდების სწრაფი ვარდნა სიმსივნის კლასიკური ნიშანია.ტრიგლიცერიდების აწევა ქოლესტერინების ანალიზში დიდი სიგნალია იმის, რომ უკიდურესად მოშლილი გაქვს მეტაბოლიზმი, ლიპიდების ანუ ცხიმების ცვლა და ბევრი ცუდი დაავადება გემუქრება. ქოლესტერინების ანალიზში მომატებულ ტრიგლიცერიდებს, თავიდანვე ბრძოლას ნუ გამოუცხადებთ. ისინი სწორე დ ჭარბი ქოლესტერინის დაკლებისთვის იბრძვიან და ამიტომ არიან მომატებული. ტრიგლიცერიდების მატებას ჯერ კიდევ სასიცოცხლოუნარშენარჩუნებული ესტროგენები აკეთებენ. ამჯერად სასიკეთოდ.
ესტროგენის ფუძე ადგილებია – საკვერცხეები, პლაცენტა. მცირედ გამოიყოფიან ისინი თირკმელზედა ჯირკვლებში .საკვერცხე არის ქალის ესტროგენის სამჭედლო. ესტროგენები ქალური ჰორმონებია, ხოლო ანდროგენები მამაკაცური. მაგრამ ,ორივე სქესს აქვს გარკვეული რაოდენობით ორივენაირი ტიპის ჰორმონები , რომლებიც სიცოცხლისათვის მტკიცედ უნდა იყვნენ განსაზღვრულ ნორმებში. ანდროგენები ესტროგენების პრეკურსორებია. ანუ მათი წინა ბიოქიმიური სტადია .ისინი ესტროგენებად ფერმენტ არომატაზას საშუალებით გადაიქცევიან .საკვერცხეები არომატაზას საბადოა .ზოგი არომატაზა ცხიმში ბუდობს,მითუმეტეს ჭარბწონიანში. ამიტომ აქვს მაგალითად, ჭარბწონიან ქალებს სიმსივნის მომატებული შანსი. ესტრადიოლი იქმნება ტესტოსტერონისგან. ჯანმრთელ ქალში, ესტროგენი ძირითადად წამოიქმნება საკვერცხეში .თუ გადახრებს აქვს ადგილი, მაშინ ჭარბი ესტროგენები უფრო მეტად მიიღება———ცხიმოვანი ქსოვილებიდან , გაცხიმოვნებული ღვიძლიდან,თირკმელზედა ჯირკვლიდან,ტვინიდან,კუნთიდან . მეტი ცხიმი—- მეტი ესტროგენი——მეტი შანსი სიმსივნის. დაზიანებული ღვიძლის დროს მისი გაცხიმოვნებული უჯრედებისგან ესტროგენები ჭარბად მიიღება. საერთოდ, ჭარბი ესტროგენი მიიღება ან უხარისხო საკვებით ან პათოლოგიური ჰორმონული ცვლით. პათოლოგიურ და ჭარბ ესტროგენს აგროვებს ასევე———-პლასტმასის ბოთლის გამოყენება,არანატურალური კვება,უხარისხო კოსმეტიკა და ბიჟუტერია,უხარისხო ავეჯი, საყოფახოვრებო ქიმია ,ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება. დავაკონკრეტებ——სასქესო ჰორმონები არიან სტეროიდები. ისინი მართავენ სექსუალობას და გამრავლებას. მათ, ქალებში საკვერცხე ქმნის ,კაცებში კი, სათესლე . ქალი ქმნის ესტროგენს და პროგესტერონს. კაცი ქმნის ანდროგენებს——უფრო ტესტოსტერონს. ქალის მიერ შექმნილი ანდროგენების დიდი რიცხვი ესტროგენებად გადაიქცევიან .ანუ ქალს რომ ანალიზებში ანდროგენული ჰორმონების სიჭარბე აქვს, ამას სასწრაფო სწორი მკურნალობა უნდა თორემ გზაა კიბოსკენ . კერძოდ, ტესტოსტერონის, დეჰიდროეპიანდროსტერონის და სხვების სიჭარბეზეა საუბარი. ზოგ კაცს ანდროგენი ესტროგენად გადაექცევა და ეს არის გზა მძიმე დაავადებებისკენ და სიმსივნეებისკენ. სასქესო ჰორმონები ქოლესტერინისგან წარმოიქმნებიან .არაექიმიც მიხვდება ,რომ ქოლესტერინის გადახრა ჰორმონული რღვევის შედეგია.
გაავებული ესტროგენების ნიშნებია———-მენჯის გაფართოება, დიდი მუცელი , ღვიძლის გაცხიმოვნება, წონის მატება ,ჩიყვი, მენსტრუაციის არევა ,ჭარბსისხლიანი ან მტკივნეული მენსტრუაცია, ფსორიაზი, ეგზემა,თმის ცვენა, გულმავიწყობა, უძილობა ,უენერგიობა, სიმსივნეები, პოლიპები , ფიბროზი და მსგავსი წარმონაქმნები; ალები, ქოლესტერინის სიჭარბე, შაკიკი ან პერიოდული თავის ტკივილი და არასტასბილური წნევა, ჭარბბეწვიანობა, არეული კუჭ-ნაწლავი, შინაგანი ორგანოების დარღვეული მეტაბოლიზმი,ფსიქოზები, ფსიქიკური დაავადებები, ნევროზული და აგრესიული ტიპაჟი, დეპრესია, სექსუალური გადახრები ,დიდი წონა ან ძალიან სიგამხდრე და სხვა .თითქმის, ყველა ტიპის სიმსივნე მწყობრიდან გამოსულ ესტროგენს უკავშირდება.
ესტროგენის მატება კაცებში——-ერექციის და ლიბიდოს დაქვეითება,ჩიყვი, თმის ცვენა, ბოღმიანობა, აგრესიულობა,სიმსივნეებისკენ განწყობა. გარდა მკურნალობისა, როგორ შეამციროს მამაკაცმა ესტროგენი—-თეთრი და წითელი თევზი,დე ვიტამინის რეგულირება,ხიზილალა ,გოგრის თესლი ,შრატის ცილა ანუ ნატურალური ყველის შემქმნელები რასაც სველს ეძახიან, სითხე რაც რჩება ყველის ამოღების შემდეგ და სხვა.
ჭკვიანი დიასახლისები სპეცცოდნის გარეშეც, ქვეცნობიერად ხვდებიან ბევრ რამეს . მაგალითად,არ ამატებენ ხორცის სუფს ქინძს და ნიახურს ან ცერეცოს ,იმიტომ რომ ხორცის წვენი ბევრ ესტროგენს შეიცავს და ჩამოთვლილებშიც ბევრი ესტროგენია. ფიტოესტროგენული მცენარეები ჰორმონების ნატურალური ანალოგებია და მათი არასწორად მიღება აზიანებს. სოფელში ქალბატონები მაღლა მთაში ადიან და ეძებენ ბალახს——ძმერხლის, რომ მათმა ძროხებმა მეტი მოიწველონ. რადგან, ძმერხლი ფიტოესტროგენია და ბევრ ესტროგენს შეიცავს.
ფსილიუმის რეკლამირება ახლა ფართოდ ხდება .საუკეთესო მედიკამენტია, მაგრამ იმათთვის ვისაც ის სჭირდება და არ დააზიანებს. დაუშვებელია მისი დალევა მაღალი ესტროგენის დროს, რადგან ,თავად შეიცავს ჭარბ ესტროგენებს. მაღალი ესტროგენი თუ გაქვს არცერთ შემთხვევაში არ დალიო რძე, ღვიძლს დააზიანებს. სიკვდილ–სიცოცხლის დემარკაციული ხაზი გადის ესტროგენზე .მაგრამ, მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოდგენა არა აქვს საკუთარი ესტროგენული სტატუსის შესახებ.
როგორც ვთქვი, ესტრადიოლი ყველაზე რთული და მტკიცე ესტროგენია, რომლის გადახრაც ხმაურიანად აგანგაშებს მძიმე დაავადებების და სიმსივნეების დაწყების შანსებს . სტატიებში ბევრჯერ დავაკონკრეტე დეტალურად ეს სტანდარტი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. სამედიცინო სტანდარტით ესტრადიოლის მატება ეს დაავადებებია——–საკვერცხის კისტა ,საკვერცხის კიბო, სათესლეს კიბო, ღვიძლის ციროზი, ,ჩიყვი. ესტრადიოლის ნორმის ქვევით კლებას მოჰყვება—-ჰიპოგონადიზმი,პროლაქტინის აწევა ,ლუთეინური ჰორმონების დაზიანება,სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებები და გადაგვარება, ქრ პროსტატიტი , ტერნერი ,სხვადასხვა ორგანოების ქრონიკული ანთებები და გადაგვარება და სხვა.
მცენარეები ცოცხალი ორგანიზმებია, რომლებიც მზის ენერგიით ავტოტროფულად იკვებებიან .ფიტოესტროგენები სასწაულმოქმედი მცენარეებია. ღმერთმა ისინი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად შექმნა. რადგან, ისინი ნატურალური ჰორმონებია. ჰორმონის გადახრის ფონის გარეშე არ არსებობს——- არც დაავადება, არც შეტევა, არც სიმსივნე, არც დისკომფორტი. მაგალითად, შაკიკის მექანიზმი უამრავჯერ ავხსენი ,თავისი პოლისემანტიკური, ურთულესი, კომბინირებული ხასიათით . მაგრამ, მექანიზმების ეს კასკადი არასოდეს წამოვა ანუ შაკიკის შეტევა არ განვითარდება, თუ ფონად ჰორმონული ცდომა არ იქნება. ამიტომ უკავშირდება შაკიკი ს შეტევა უხშირესად—- ან ინტოქსიკაციას ან ახალ მთვარეს ან მენსტრუაციას ან ძლიერ ემოციას .შაკიკის დროს მაქსიმალური ჰორმონული მოშლაა.
ფიტოესტროგენები——————-ნატურალური მცენარეული ესტროგენებია .მედიცინის მეცნიერებამ დეტალურად შეისწავლა ისინი და დაადგინა, რომ ადამიანის ჰორმონების მოლეკულურ დონზე მსგავსი არიან. ღმერთმა სიმსივნის და ყველა მძიმე დაავადების მორჩენის შანსი ბუნებაში დადო—— მცენარეების , ყვავილების და ხილის სახით. ფიტოესტროგენების სამი ტიპია——- დაბალი ესტროგენის ამწევები, მეორე–მისი ანტიპოდი——გაავებულების დამბალანსებლები და მესამე კატეგორია, რომლებიც ყველანაირ მდგომარეობას აბალანსებს. განვითარებულ ქვეყნებში სიმსივნეების სამკურნალოდ მცენარეული პრეპარატები ანუ ფიტოესტროგენები გამოიყენება. ჩვენთან ძნელია ამის ფეხის მოკიდება, რადგან ადამიანები დაბანგული არიან ფარმაციის ცრუ მრავალფეროვნებით. ხალხში ფესვგადგმული მკვლელი ქიმია, დიდხანს იქნება რეალური სასიცოცხლო საშუალებების გამოყენების წინააღმდეგ აღმართული მყარი კედელი. ფიტოესტროგენი ძლიერი მედიკამენტია. გარდა განსაკუთრებით რთულებისა ,ყველა მინდა წარმოვადგინო.რადგან , მათი არასწორად მიღება აზიანებს. მცენარის ნაყენის გამოყენება ექიმის კონტროლის გარეშე დაუშვებელია და განუვითარებელი საზოგადოების ნიშაა , ისევე როგორც ის სამარცხვინო სტილი, ყველა არაექიმი რომ ექიმობს. მოსახლეობაში ინდივიდუალური მჩხიბავობა უნდა შეწყდეს, რადგან ძალიან დამზიანებელია. ფიტოთერაპია მედიცინის დარგია. მცენარის ნაყენი მიზანმიმართულად უნდა მიიღოს ადამიანმა, პირადი ექიმის დანიშნულებით. რადგან ის ნაყენი ძლიერი წამალია. მითუმეტეს, ადამიანმა როცა აკადემიურად არ იცის საკითხი ——-არ უნდა ურჩიოს სხვას. არაპროფესიონალიზმი დაბალი განვითარების ნიშანია. ხოლო გაბედულება არაპროფესიონალიზმში ადამიანის არასრულფასოვან ფსიქიკურ ტიპს ასახავს. ადამიანები მინახია ნაყენებისგან დაზიანებულები, როცა მაგალითად ,მაღალი ესტროგენი აქვთ და მის კიდევ უფრო ამწევ მცენარეებს თვითნებურად იყენებდნენ. მცენარე რომ წამალია, ამის შეგრძნება მხოლოდ ფსიქიკურად გაწონასწორებულ ადამიანს აქვს. ფიტოესტროგენს ანუ ნატურალურ ჰორმონს ბევრი მცენარე წარმოადგენს, მაგრამ,რომელი სჭირდება ადამიანს, მისი ჰორმონული სტატუსის მიხედვით ,ეს მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. დაუშვებელი და დამზიანებელია ნაყენების არასწორად გამოყენება. მაგალითად, მცენარე გენისტეინი ევროპულ ქვეყნებში კიბოს მძლავრ საშუალებად ითვლება და მედიკამენტად გამოიყენება . მაგრამ, ჰორმონების რომელი მდგომარეობის დროს გამოიყენება, ეს მხოლოდ პირადმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ადამიანების ზოგი კატეგორია კანონთან, პოსტულატურ მტკიცებებთან, მექანიზების აღქმასთან და სიფრთხილესთან იმდენად შორს არის, რომ სახიფათოცაა ზოგ რამეზე დეტალური საუბარი ექიმის მხრიდან. დღეს ყველა ექიმი თუ არაექიმი მედიცინაზე საუბრობს, თუ ამას საუბარი ქვია. როცა ვიწყებდით ამ ყველაფერს, ჩვენი სამედიცინო მასწავლებლები, ქართული მედიცინის კორიფეები , ექიმების ძალიან გონიერი, პედანტი და ახლა მოსანატრი თაობა, კატეგორიულად გვაფრთხილებდა- რომ ———ისტორიაში დაწერილი, თუ ღიად ნათქვამი ,ექიმის ყოველი სიტყვის უკან დგას გამომძიებელი. შენ ისტორიას წერ ან მედიცინაზე რამეს ამბობ— პროკურატურისთვის———- . როცა ექიმის თითოეული სიტყვის უკან ამხელა პასუხისმგებლობა დგას, არაექიმის არასწორმა რჩევამ შეიძლება ადამიანი სამუდამოდ დააზიანოს. ადამიანთა სიცოცხლისთვის კანონით უნდა იკრძალებოდეს არასპეციალისტის მიერ რჩევების გაცემა. ხშირად ხდება, ვიღაც ამ სივრცეში დებს პოსტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის შესახებ, უცებ ჩნდება 30 ზემეტი პასუხი მტკიცედ დამაჯერებელი ელფერით. ამ 30 ში არცერთი არ არის ექიმი. განვითარებულ ქვეყნებში სადაც ყველაფერს თავისი სახელი და კანონის ჩარჩო აქვს ეს არ მოხდება. ფიტოესტროგენების ხელაღებით გამოყენება ექიმის გარეშე ნაყენების სახით არ უნდა ხდებოდეს. ზოგ შემთხვევაში, დაავადება, შეიძლება, მხოლოდ, ნუტრიციულად სწორად გათვლილი კვებით მორჩეს. ჩამოვთვლი ფიტოესტროგენების ნაწილს .მათგან ზოგი ესტროგენების ამწევია, ზოგი დამწევი და ზოგიც კი ორივე შემთხვევის დროს გამოიყენება. რა როდის, ეს მხოლოდ პირადმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ,ვისაც შესწავლილი ჰყავს ეს პაციენტი. ფიტოესტროგენებია———-ორტილია, ოქროს ფესვი ,მრგვალფოთოლა მსხალი, კენკროვანი ხილი,კუნელი, კუროსთავა, ყურძნის წიპწები ,გინკო, წითელი სამყურა,კურკუმა, ციმიციფუგა ,სელი, ყაყაჩო, დონგ ქვაი, სალბი ,რესვერატროლი, როზმარინი,ბროკოლი, ლეღვი, ნესვი ,ვაშლი, ლობიო,გოგრა ,სეზამი,ფინიკი, ბროწეული, ორხრახუში, ჯინსენი,ლინდენი,სოკოების ზოგი ჯიში,სოიო,ცხენის კუდის ყვავილი ,,ალოე,კოჭა, ქლიავის ზოგი ჯიში,ჯალათის ცოცხის ექსტრაქტი—–გენისტეინი,ჰუმუსი, ნიორი, ფისტა, წაბლი, ნუში, ქეშიუ, გლერძი, აშვაგანდა,რეჰანი,ორეგანო,თხილი , დედალი, თიამი,კვიპაროსისი, შიზანდრა,თხის წვერი, ფითრი,ანგელოზა, ბაყაყურა, შავბალახა,და სხვები .ამაგან რომელიმეს ნაყენად გამოყენება მკარად უნდა განსაზღვროს პირადმა ექიმმა. კვებაშიც კი გადაჭა რბება ზოგი ამათგანის, ცუდად ხდის ადამიანს. მაგალითად, ნუში 6 ა ნ 8 მარცვალზე მეტი რომ მიიღო დღეში მასში შემავალი საწამლავი ამიგდალინი მოგწამლავს . არის მდგომარეობები ზოგი ამათგანი დატვირთვით სჭირდება ადამიანს, რადგან აკლია. მაგრამ არის მდგომარეობები, როცა ზოგი ამათგანი ს სიჭარბე დამზიანებელია ,რადგან ისედაც მეტი აქვს. ესენი ჰორმონებია და მათი არა მარტო წამლად, საკვებად გამოყენებაც კი ჯანმრთელობის სტატუსის მიხედვით უნდა განისაზღვროს. მაგალითად მოუხარშავი ნიახურის ნატურალური წვენი, ორ სუფრის კოვზზე მეტი —–მომწალავია. ექიმმა უნდა განსაზღვროს დაავადებელი ადამიანის კვებაც და ფიტოესტროგენების კონკრეტული საჭიროება. ადამიანებმა საერთოდ, ზომიერად უნდა იკვებონ . უეცარი სიკვდილები და ყველაზე მეტი გამწვავება დაავადებების—- გადაჭარბებული კვებისგან მოდის , სწორედ იმიტომ ,რომ ზოგი მცენარე ესტროგენია და თუ მისი სიჭარბე ისედაც გაქვს, მაშინ ბევრი ჭამა დაგაზიანებს .სტატისტიკურად უეცარი სიკვდილები ყოველთვის კუჭის გამძღარ სტატუსზე ხდება. როცა ექიმი თავის პაციენტს მცენარეულ ფიტოესტროგენულ პოლივიტამინს ურჩევს ,ჰორმონალური გადახრების და სხვადასხვა დაავადებების დროს , მან უნდა იცოდეს მისი შემადგენელი, თითოეული მცენერის თავსებადობა ამ პაციენტის ჰორმონულ სტატუსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააზიანებს. მდაბიური შეკითხვა უცნობისგან———- ამაზე რა დავლიო?—— ამაზე ის უნდა დალიო, რაც ჰორმონალურ სტატუსს დააბალანსებს. ამისთვის კი ექიმმა პაციენტის ყველაფერი უნდა იცოდეს და ბევრი იფიქროს. ევროპულმა ნუტრიციოლოგიამ ——–რეჰანი ანტიდეპრესანტების ზუსტ ანალოგად მიიჩნია. მეცნიერულად უკვე დამტკიცებულია—-ფიტოესტროგენ მცენარეებს შეუძლიათ დაამუხრუჭონ როგორც კიბოს მალე შემქმნელი ჭარბი ესტროგენები, ასევე, დასუსტებული და დაკნინებული ესტროგენები გააქტიურონ და ადამიანს ააცილონ დაავადებები და სიმსივნეები.
მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამკურნალო მცენარეები შესწავლილი მაქვს. ტექსტის ზომა არ მომცემს იმის შესაძლებლობას უმრავლესობა განვიხილო. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ სიცოცხლე და დაავადებებისგან ხსნა აქედან მოდის.
სელი————ლიგნანების ჯგუფს მიეკუთვნება. ის ჰორმონების ზუსტი ანალოგია. წმენდს ტოქსინებისგან და პარაზიტებისგან.კიბოსთან მებრძოლია. ამცირებს ქოლესტერინს,ხელს უშლის კისტების კენჭის, პოლიპის , ფიბროზის წარმოქმნას .ის გამოიყენება მხოლოდ, ესტროგენების გარკვეული როცხობრივი მონაცემის დროს, ამიტომ ექიმის კონტროლის ქვეშ ინიშნება.მაგრამ, , როცა კისტაა ან ენდომეტრიოზია ან საშვილოსნოს ფიბრომა ან პანკრეატიტი ან კენჭები ან პოლიკისტოზი, მაშინ ის აღარ ინიშნება. პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდაც , მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს. თუ პირადი ექიმი ,თქვენი ჰორმონილი სტატუსიდან გამომდინარე მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის, მაშინ———-ჭამეთ მისი კისელი, მისი დამბალი თესლი მოაყარეთ—— ფაფებს,მაწონს, იოგურტს. თავისი უდიდესი ნუტრიციული ხარისხით ის კვერცხს ცვლის. ევროპაში ნამცხვრებში იყენებენ კვერცხის მაგივრად. სელი თრომბს აქვეითებს ,წყლულებს აქრობს .მასშია ბევრია ფოსფოლიპიდი, რაც ადამიანის სასიცოცხლო ბაზისია და ნერვული უჯრედების დაცვის გარანტი. მედიცინის უკიდურესი დაკნინებაა იქ ,სადაც ნერვული პრობლემის დროს ფოსფოლიპიდის მაგივრად მხოლოდ დამამშვიდებლებია. სელი არის კუჭ-ნაწლავის დიდი პატრონი. მისი დიდი ღირსება მის კომპონენტებს შორის სრული ბალანსია.
ჟოლოს ფოთლების ჩაი———მიიღეთ მხოლოდ ექიმის კონტროლით. ამცირებს ტოქსინებს .მასში არის ელაგის მჟავა, რომელიც კიბოს ებრძვის .ევროპულ ნუტრიციოლოგიაში მას მენსტრუაციის ჩაის უწოდებე ნ. გამოიყენება გულის რევის, ანემიის დროს .ხელს უწყობს რკინის მაქსიმალურ ათვისებას. ამცირებს მშობიარობის ტკივილს. მკაცრად არ შეიძლება გინეკოლოგის გარეშე მისი გამოყენება ორსულზე. მასშია სალიცილატები ანუ ბუნებრივი ასპირინი და გადაჭარბებამ შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს. ეხმარება სასუნთქ სისტემას. ოფლმდენია , კაპილარებს ადრეკადებს, ებრძვის ბაქტერიებს, გამოიყენება ვირუსების და პროსტატის ადენომის დროს.
ჰიბიკუსი ანუ კარკადუს ჩაი——- იყიდება მარკეტებში. გამოიყენეთ მხოლოდ პირადი ექიმის დანიშნულებით .იმუნიტეტს და ენერგიას ამატებს, ქოლესტერინის დაწევას ეხმარება, გამოიყენება დიაბეტის და კიბოს დროს. ანტილიპიდურია და წონას აკლებს. წინააღმდეგჩვენებაა მისი გამოყენება დაბალი ესტროგენების დროს .უნივერსალური შემადგენლობა აქვს. ესტროგენების მოჭარბებული რიცხვია მედიცინის უდიდესი პრობლემა და სტატისტიკურად მეტი რაოდენობით კიბოს წყარო. კარკადუ ეხმარება ესტროგენების დაქვეითება ს ნორმისკენ. ის ეხმარება შეშუპების დაცხრობას და წნევის ნორმალიზებას. გამოიყენება მხოლოდ მაღალი ე სტროგენების დროს.
ძირტკბილას——–გრაფიკული სტუქტურა სტეროიდული ჰორმონების ზუსტი ანალოგია. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით- შემდეგი დაავადებების დროს—–კუჭ-ნაწლავი, ბრონქიტი, იმუნიტეტის სისუსტე;, ზრდასრულებში ყივანახველა , დიაბეტი, ართრიტი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა,ჰორმონალური დაავადებები,პროსტატის ადენომა, ალერგია,ეგზემა, დერმატიტები. ღვიძლის ციროზის და თირკმლის მძიმე სტადიის დროს არ გამოიყენება.
ფითრი————-სასწაულმოქმედ მცენარედ ითვლება მედიცინაში, რადგან შეიცავს გლუტათიონს .ხშირად ავღნიშნავ, თუ ნაწლავის ფლორა, ისე ჯანსაღია ,რომ ჯანსაღ გლუტათიონს ქმნის, გამორიცხულია სიმსივნეები და მძიმე დაავადებები. ნატურალურად შექმნილი გლუტათიონი არის ყველაზე ძლევამოსილი ანტიოქსიდანტი, რომელიც თავისუფალ, კიბოს რადიკალებს არასოდეს შემოუშვებს ორგანიზმში. გარდა ამისა ფითრი შეიცავს სასიცოცხლო პროტეოგლიკანებს, ამინომჟავებს, ვისკოტოქსინებს და სხვა უმნიშვნელოვანეს ნივთიერებებს ქოლინის ჩათვლით .ვისკოტოქსინები ისეთი ცილებია, რომლებიც შეიცავენ განსაკუთრებული სასიცოცხლო უნარის მქონე ამინომჟავებს. ამ ტიპის ამინომჟავები შლიან კიბოს უჯრედებს .ვისკოტოქსინები ფარმაკოლოგიურად გველის შხამის იდენტური არიან. შეიცავს ასევე პოლისაქარიდებს, რომლებიც ტე ლიმფოციტებს არეგულირებენ. ფითრზე დამზადებულია კიბოს მედიკამენტები. იმდენად საშიშია ნაყენის დოზის გადაჭარბება, რომ მის ფიტოთერაპულად გამოყენებას ექიმებიც ვერიდებით. დაუშვებელი , უკიდურესად საშიში და აკრძალულია მისი ნაყენის გამოყენება პირადი ექიმის კონტროლის გარეშე.
აპიგენინი———- უძლიერესი ნივთიერებაა . გვირილას, მოსახლეობა, თვითნებურად, ექიმის კონტროლის გარეშეც იყენებს. აპიგენინი ფლავონოიდების ჯგუფიდანაა . მედიკამენტი აპიგენინი გვირილადან არის მიღებული. ანტიდეპრესანტია, ანტიოქსიდანტია,კიბოს ებრძვის ,აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას, დეპრესიას შველის. გულ-სისხლძარღვთა პრობლემების დროს ვიყენებთ. დიაბეტს ეხმარება,ნეიროტრანსმიტერებს არეგულირებს, წონას აქვეითებს. განვითრებულ ქვეყნებში მუდმივი კვლევები მიდის აპიგეგნინის განუზომელ მნიშვნელობაზე კიბოს დროს. გამოიყენება მხოლოდ, კონკრეტული ჰორმონული სტატუსის დროს, ექიმის დანიშნულებით. ანუ რომელ ჰორმონულ გადახრას აწესრიგებს ის უნდა აღენიშნებოდეს პაციენტს.
დღეს ადამიანები უფრო მეტად, დაზიანებული არიან რაც უნდათ და როგორც უნდათ იმ მედიკამენტების და საკვების მიღებით. პირადი ექიმი ამისთვის არსებობს, რომ მან საჭირო კვება და ზუსტად მორგებული წამალი შეარჩიოს. წყალიც კი ტოქსიკურია, თუ მისი მომდევნო რაოდენობა საჭირო არ არის ორგანიზმისთვის. განვითარებულ ქვეყნებში აპიგენინი იმ მცენარეულ მედიკამენტებს მიეკუთვნება, რომლებიც ქიმიის ალტერნატივა არიან კიბოს დროს. აპიგენინი არის——-ოხრახუშში, ნიახურში, ისპანახში ,ბროწეულში, თავშავაში ,ნიორში, წითელ ღვინოში ,ფენგრიკში. აპიგენინი იზოფლავონია. ფლავონები კიბოს წინააღმდეგ ძლიერი მებრძოლებია. ისინი ევროპული და ამერიკული ,ყველაზე მრავალრიცხოვანი კვლევების მუდმივი წყაროები ა. .ფლავონოდიები კიბოს საწონააღმდეგო საშუალებებად მეცნიერულად აღიარებულია. ამიტომ ,ის პროდუქტები რაშიც აპიგენინია, საკვებადაც ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. დაუშვებელია ისპანახიანი ღვეზელის გაცხელება ,ისევე როგორც კვერცხის ან წიწიბურას გაცხელება. რადგან, ბევრ და უნივერსალურ ამინომჟავებს და რთულ ნივთიერებებს შეიცავენ და გაცხელების შემდეგ მათი ფორმულები იშლება და მომწამვლელი ხდებიან. აპიგენინის ფარმაკოლოგიის შესწავლით დადგენილია ,რომ ის მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი.
გენისტეინი——– ჯალათის ცოცხის ექსტრაქტი ანუ ყასაბის ცოცხის ექსტრაქტი, პარკოსანთა ოჯახიდანაა ,შეიცავს უმნიშვნელოვანეს ამინომჟავებს და რთულ ნივთიერებებს. მედიკამენტია ,გამოიყენება ექიმის მკაცრი კონტროლით . ამაღლებს იმუნიტეტს.ისიც იზოფლავონია . მსოფლო მედიცინის მეცნიერებას განუწყვეტელი კვლევები აქვთ ფლავონოიდებზე, როგორც კიბოს საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი უნარების მქონეებზე.რაც წარმოვადგინე ფლავონოიდებზე სტატიაში.
ჟენშენი———ჩინური ტრადიციული მედიცინის მშვენება .სხვადასხვა ქვეყნის ჟენშენს განსხვავებული თვისებები აქვს. ამერიკული ჟენშენი ამშვიდებს. აზიური, ენერგიას მკვეთრად ამატებს.ეს მცენარე შეიცავს ——-ჟინსოზიდებს და გინტონინებს. ისინი რთული ნივთიერებებია .ეს მცენარე ერექციას ამაღლებს, კიბოს უჯრედების გამრავლებას აჩერებს. ის ქიმიის ერთ-ერთი ალტერნატივაა კიბოს დროს. საუბარია, მხოლოდ მაღალი ფარმაკოლოგიური სტანდარტით დამზადებულზე. რადგან, ზოგს ეს სახელწოდება აქვს და მიმსგავსებულიც არ არის. ეს მცენარე შაქარს აქვეითებს. იმ ფიტოესტროგენებს მიკუთვნება, რომლებიც როგორც დაბალ ,ისე მაღალ ესტროგენებზე გამოიყენება. ესტროგენების განსაზღვრის და ზოგადად, ჰორმონალური სტატუსის დაზუსტების გარეშე , ყველა მედიკამენტი, მათ შორის მცენარეული წამლები და მცენარეული ნაყენები დამზიანებელია.
ქუნჯუთი —– სეზამია.ეხმარება——–ოსტეოპოროზს და ძვლის განმამტკიცებელია. გამოიყენება ამ დაავადებების დროს—-ბრონქიტი, დიაბეტი,ქოლესტერინის სიჭარბე, წნევა,რევმატიულ ი ტკივილები, კაცის ლიბიდოს და ერექციის შემცირება. წმენდს ღვიძლს. სამი წლიდან საჭიროა ბავშვებში ძვლების ჯანმრთელად გასაზრდელად. სეზამი ანტიოქსიდანტია და იმ საოცარ მიკროელემენტებს შეიცავს დიდი დოზით, რომელთა ცვლების დაბალანსება——– შლის კისტებს , პოლიპებს, ამცირებს მეტასტაზებს და სხვა .მასში ჭარბადაა ბე 1 ვიტამინი ,რაზეც დგას მეტაბოლიზმი და ნევროლოგია. ზრდასრულებში ერთ ჩაის კოვზზე მეტი არ შეიძლება დღეში. ბავშვებში უფრო ცოტა. მარკეტებში თუ ფუნთუშების ყიდვას აპირებთ აქცენტი აიღეთ სეზამ მოყრილი დესერტების შეძენაზე.
ორტილია———საშარდე გზების გამწმენდია, გამოიყენება—ცისტიტის, პროსტატიტის, ორქიტის დროს. ასევე—— ფიბრომის,მასტიტის , საკვერცხეს პოლიკისტოზის დროს ,ექიმის დანიშნულებით და მისი მკაცრი მეთვალურეობის ქვეშ .დანიშვნისას უკუჩვენებაა თრომბისკენ მიდრეკილება ,რადგან სისხლდენების შეჩერებას ეხმარება.
შავი გველის ფესვი ,იგივე შავი ქოჰოშია ,იგივე ჯადოსნული სანთელი. ეს მცენარე ძალიან მიყვარს, რადგან პაციენტებში გასაოცარი შედეგები აქვს . როგორც ცნობილია ფარმაკოლოგიაში , ის მოქმედებს ,არა მარტო შეკავების ან გაძლიერების კუთხით, არამედ ახდენს ჰორმონების ბალანსს .გავრცელებულია ამერიკაში. დავაკვირდი, მიუხედავად ბალანსის შესაძლებლობისა ,ესტროგენული ეფექტი უფრო აქვს ანუ მომატების ეფექტი და ამიტომ, მხოლოდ ,დაბალი ესტროგენების დროს ვიყენებ .ინიშნება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. დაკნინებული ქალური ორგანოების სიმსივნეში გადაზრდის პროფილაქტიკაა. ზუსტად მორგებულად მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს. რადგან ,ჰორმონული გადახრის სამ ძირითად მიმართულებას, დაზინებული——- ღვიძლის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ფონზე, კიდევ ბევრი თერაპიული ვარიაცია აქვს ,რაც ექიმმა უნდა დაადიფერენციროს.
თხის წვერი ——– გასაოცარი სილამაზის -ხე-ბუჩქი. აქვს უნიკალური მინერალური შემადგენლობა, მტკიცე ბოჭკოვანის ოაზისია,რაც ეხმარება ორგანოების ბოჭკოვანი ქსოვილის გადრეკადებას . აქვს არნახული სილამაზის ყვითელი ყვავილები წითელი ფოჩებით. ზოგი ყვავილი ბაბუაწვერას ჰგავს. მისი მარადმწვანე ფოთლები აკაციას მაგონებს. ხარობს ქოთანშიც და ეზოშიც .შარდმდენია, შაქარს ამცირებს, წონას ამცირებს, ტვინს აუმჯობესებს. სასურველია ჯანმრთელობისთვის——— ქოთანში ან ეზოში იყოლიონ თხის რქის ზოდიაქოს ნიშნი ს ქვეშ მყოფებმა .გამოიყენეთ, მხოლოდ პირადი ექიმის თანხმობით. შეგნებულად ვამბობ სიტყვას——იყოლიონ .
რა არის ფერმენტი არომატაზა, რომელიც სწრაფი ხიდია სიმსივნეებისკენ. არომატაზა ფერმენტია, რომელიც ზრდის ესტროგენს. თანამედროვე ადამიანს უპირველესად გაზრდილი ესტროგენის უნდა ეშინოდეს . თუმცა არც დაქვეითებულია ნაკლებად დამზიანებელი. ესტროგენის გადახრაა ყველაზე საგანგაშო სიგნალი სიცოცხლის შეზღუდვის . ჭარბი არომატაზა უნდა შეაჩერო, რომ სიმსივნე აიცილო. ძირითადად, ჩვენში ეს ხდება არომატაზას ინჰიბიტორი ქიმიური პრეპარატებით. ფიტოესტროგენები, არომატაზას ინჰიბიტორი ანუ დამთრგუნველი , ნატურალური, ბუნებრივი ჰორმონებია . მაღალი კლასის მედიცინა ყოველდღე ამტკიცებს ხელოვ ნური ჰორმონების დამზიანებელ შედეგებს. ბუნებამ არომატაზას ბუნებრივი ინჰიბიტორები——– ფიტოესტროგენები მოგვცა. ზოგადად, ერთ კვებაზე ადამიანმა უნდა ჭამოს ცოტა. მითუმეტეს, თუ მას ესტროგენი ჭარბი აქვს და თუ ჭარბესტროგენიანი საკვები მიიღო ,აუცილებლად დაზიანდება. ბევრი ცხიმის ჭამა აზიანებს .რადგან, არომატაზა ბევრია ცხიმში. კაცს თუ არომატაზა შემოეძალა, მისი ლიბიდო განწირულია . მხოლოდ ჭარბი არომატაზა ზრდის ესტროგენებს . ნორმის ფარგლებში ყველა ნივთიერება საჭიროა, რაც ღმერთმა შექმნა . ნორმაში მყოფი არომატაზა საჭიროა. ხელოვნური, ქიმიური ჰორმონების ანუ არომატაზას ქიმიური ინჰიბიტორების მიღებით, სრულად იბლოკება არომატაზა და ამით ორგანიზმში ესტროგენების ბიოსინეზი მთლიანად იშლება. ესტროგენის როგორც სიმაღლე ისე ნორმის დაბლა დავარდნა უკიდურესად საშიშია. ასევეა აუცილებელი არომატაზას ნორმაც. მენოპაუზაში მყოფ ქალს ესტროგენი ექმნება არომატაზათ ,რომელიც თირკმელზედა ჯირკვალში ანდროგენებს გადაქცევს სეროტონინად და ესტრადიოლად. ჭარბი ესტადიოლი და ჭარბი სეროტონინი ორივე გაჭრილი გზაა სიმსივნეებისკენ.სეროტონინის მატება სიმსივნეების აუცილებელი თანმხლებია. იზოლირებულიც რომ იყოს სეროტონინის მატება, ის აწამებს ადამიანებს——–ჩიყვით, დიარეით, ნევროზით, ფსიქოზით, ტაქიკარდიით და სხვა . მხოლოდ სიჭარბეა მკვლელი, თორემ ქალს, სიცოცხლისათვის გარკვეული არომატაზა სჭირდება. ქიმიური ჰორმონი ბოლომდე ჩაკლავს არომატაზას. . მიუხედავად მკურნალობისა, ზოგ შემთხვევებში ამიტომ კვდებიან ქალები . მენოპაუზის დროს ქალებში აუცილებელი ესტროგენის წარმოქმნა ხდება პერიფერიაზეც, არომატაზას ზეგავლენით. ანუ ნორმაში არომატაზა საჭიროა ,რომ მენოპაუზის ქალს, სიმსივნე არ დაემართოს ესტროგენების სიდაბლისგან. ანუ ზედმეტი სიგამხდრე ავადმყოფობაა.ხოლო,სწრაფი გახდომა,მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საკვერცხეების კოლაფს იწვევს. როგორც ჭარბი ,ისე სულ დამცემი არომატაზას შეჩერება ———-ეს კიბოს შეჩერებაა. საერთოდ, ესტროგენები ვერ მიიღებიან არომატაზას გარეშე და ადამიანი ჰოპოესტროგენიზმის დამახასიათებელ მძიმე დაავადებებს მიიღებს .ანუ არომატაზას ნორმაზეა დამოკიდებული, როგორც ესტროგენების გაზრდით ისე შემცირებით მიმდინარე სიმსივნეების პროფილატიკა .საჭიროა ყველაფრის ნორმა. კიბოს ქსოვილის რიცხვის ზრდა პირდაპირაა დამოკიდებული ესტროგენების რაოდენობაზე—მომატებულზე და დაკლებულზეც. კიდევ დავაკონკრეტებ———ქალებს მენოპაუზის დროს ესტრადიოლი წარმოექმნებათ პერიფერიულ ქსოვილებში ჭარბი არომატაზას მოქმედებით———–ანდროსტენდიონის ესტრონად გარდაქმნით. შემდეგ ესტრონი ესტრადიოლად გადაიქცევა. არომატაზას ქიმიური ბლოკატორები ანუ ქიმიური ჰორმონები ვერ ზომავენ და სულ ახშობენ ესტრადიოლის ზრდას. რის გამოც სიმსივნეებია ესტრადიოლის დაქვეითებით. ამიტომ ,ეს უნდა გაკეთდეს ბუნებრივი ფიტოესტროგენებით, რომლებმაც თავად იციან როდის შეჩერდნენ. ამაზე უკვე დიდი ხანია აქცენტირებულია განვითარებული ქვეყნების მედიცინა .მაგალითად, თუ ჭარბ ესტრადიოლს არომატაზას ინჰინბიტორი ფიტოესტროგენით დროულად დააქვეითებ ,ქალს ძუძუს კიბოსგან უფრო ადვილად იხსნი . რადგან ,ჭარბი ესრტროგენი მცირდება, მხოლოდ ,არომატაზას ინჰიბიტორებით .არომატაზას მართვა კიბოს რეალური პროფილაქტიკაა. კაცს ასაკში არომატაზა ისედაც უჭარბდება. მითუმეტეს თუ ჭარბწონინია, რადგან ცხიმოვანი ქსოვილი არომატაზას შეიცავს. ცხიმების გარკვეული რაოდენობა სასიცოცხლოა. უჯერი ცხიმზე დგას მთელი სასიცოცხლო ბიოქიმია. კაცს ერჩივნოს მარტოქა დაეჯახოს, ვიდრე არომატაზა მოემატოს. უმრავლესობა სიმსივნური პროცესი ესტროგენების სიჭარბით მიდის . არომატაზა არის ასევე——–სასქესო ორგანოებში, ტვინში, ძვალში, ღვიძლში. ის მთავარი მონაწილეა ღვიძლის რთული პროცესების . ღვიძლი ვერასოდეს მორჩება მისი ფენომენის გაუთვალისწინებლობის დროს. .არომატაზა აკონტროლებს ჰორმონებს ,ციტოკინებს, ესტროგენის სინთეზს. არომატაზა განსაკუთრებით გაავებულია საშვილოსნოს კიბოს და ენდომეტრიოზის დროს .ჭარბ არომატაზასთან ბრძოლა სიმსივნისგან თავის დახსნაა . თუმცა მისი დაქვეითებაც იგივე პროცესებს იწვევს და ნორმის ფარგლები უნდა ვაკონტრლოთ. პათოლოგიური მდგომარეობის დროს, ის ცხიმებს და სტეროიდებს მუდმივად გადააქცებს ჭარბ ესტროგენებად.
მომატებული ესტროგენების დროს რომელიმე ჩივილია ამათგან———- ქვითინი სერიალებზე და ცუდ ამბებზე, დეპრესია,მეხსიერების დაქვეითება, სექსუალური უძლურება, უენერგიობა, ნევროზული მოვლენები ,თმის ცვენა ,წონის მატება ,ხან წონის ძალიან კლება; ნაღვლის ბუშტის დაზიანება ,წნევისკენ მიდრეკილება, ფრჩხილების დასუსტება,კისტები, პოლიპები, ფიბროზი,მიომა; არეული ან მტკივნეული ან ჭარბსისხლიანი მენსტრუაცია, ენდომეტრიოზი,შფოთი, თავის ტკივილები, ტინიტუსი, თავბრუხვევა ,შაკიკი,შეშუპებისკენ მიდრეკილება, არითმია,მუცლის შებერილობა, შეკრულობა ან დირეა, დიაბეტი, შარდის ბუშტის პრობლემები, მკერდის და საშვილოსნოს კიბოები,ენდომეტრიუმის კიბო, პანკრეატიტი, თრომბოზი ,მოშლილი კუჭ-ნაწლავი,სისუსტე,მენოპაუზის პერიოდის ოფლიანობა ,ესტროგენული კიბოები, ღვიძლის დაზიანება,ანდროგენების სიჭარბე ,პოლიკისტოზი, ღვიძლის უკიდურესი დაზიანება.
კაცებში ესტროგენების მატებას ახასიათებს—–სიმსივნები, გინეკომასტია ანუ კაცის მკერდის გაზრდა, აგრესია, ბრაზიანობა, უხეშობა, ღვიძლის და ჩიყვის პრობლემები, ბოღმიანობა,საშარდეს და სასქესო სფეროს მძიმე დაზიანებები. კაცის მკერდი დიდმკერდიანი ქალივით გაიზრდება თუ ამ საკვებს ხშირად ჭამს——-ზღვის პროდუქტები, მარწყვი, რძე, ყველი, სოიოს ნაწარმი, სელი .გინეკომასტიას აძლიერებს არასწორი კვება .რადგან , ბევრი საკვები თავად ესტროგენია. გინეკომასტიის დროს ან ესტროგენებია ძალიან მომატებული ან ესტროგენებს და ტესტოსტერონს შორის ბალანსია დარღევეული. ამ დროს კაცმა——თირკმლები, ფარისებრი,ღვიძლი და ჰორმონები უნდა გამოიკვლიოს ,რომ არ მივიდეს -ან ფარისებრის ან ფილტვის ან სათესლეს ან თირკმლის სიმსივნემდე. ნებისმიერ ასაკში უნდა დიდმკერდიან მამაკაცს კვლევა, მითუმეტეს სკოლის მოსწავლეს.
ესტროგენების მოჭარბების მიზეზები——-ღვიძლის უპირობო დაზიანება,საკვერცხის კისტა,თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები ,ჰიპოფიზის დაზიანება ,სიმსუქნე, შესაბამისი ვიტამინების დაცემა, ქიმიკატები.
.ესტროგენების დაქვეითების მიზეზებია——-ჰიპოფიზის დიდი პრობლემა,საკვერცხეების დაზიანება ,წონის პრობლემა ორივე მიმართულებით ,შესაბამისი ვიტამინების დაცემა .ესტროგენების დაქვეითება არის რისკი———— გულის ინფარქტის, დიაბეტის . ესტროგენების დაქვეითების თინეიჯერული სიმპტომებია——–მენსტრუაციის არევა, პატარა მკერდი, ვიწრო მენჯი, დეპრესია , წამოხურება. მკურნალობა, ჰორმონალური სტატუსის და ორგანული მდგომარეობების შესწავლის შემდეგ , მცენარეული ესტროგენების ,არსებულ ჰორმონალურ სტატუსთან ზუსტი შესაბამისობით გამოიხატება..
რა საკვებით ეხმარები დაბალი ესტროგენების ასაწევად————–პარკოსნები, მაგრამ მაგრამ არა ყველა ,ლობიო, ბარდა სოიო, გოგრა, სეზამი, მდგოვი, ნიორი, ბადრიჯანი ,წითელი ყურძენი, პომიდორი ,ყავა, კომბოსტო ,შვრია, ქერი, ნიგოზი,მცენარეული ზეთები,სტაფილო, ვაშლი,ფინიკი ,პაპაია, ბროწეუ ლი, თევზი ,რძე, ხაჭო, იოგურტი, თხილი, მზესუმზირა, ქატო ,ნესვი, მანდარინი, გარგარი, კომში,წითელი ღვინო, პრასი, ხახვი, მაწონი, ტარხუნა . რაც შეეხება ფიტოსტროგენულ მცენარეულ წამლებს და მათ ნაყენებს ,ამას ორგანიზმის ჰორმონალური სტატუსის მიხედვით ს ჭირდება ზუსტი გამოთვლა და ეს მხოლოდ პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება.
თუ ქრონიკული პროსტატიტის დროს კაცის მკურნალობა, ესტროგენზე ორიენტირებული არ არის , ის გართულების და სიმსივნის შანსებს სახიფათოდ ეთამაშება.
ქალის სახეზე თმა ორივე ვარიანტს ახასიათებს, მაგრამ პროცენტულად მეტია ნორმაზე დაბალი ესტროგენების დროს. სიმსივნეები ორივე ვარიანტშია, მაგრამ პროცენტულად მეტია მაღალი ესტროგენების დროს. ესტროგენებთან ბიოქიმიურად პირდაპირ ბმულია სეროტონინი და ენდორფინები ა ნუ სიამოვნების აღქმა. ესტროგენები, სეროტონინის სტიმულატორებია. მაღალი ესტროგენი ,შესაბამისად, მაღალი სეროტონინი და სიმსივნეების შანსი უკიდურესად გაზრდილია .სიმსივნის შანსი არ გაქრება თუ ჭარბი ესტროგენი და სეროტონინი ნორმაზე არ ჩამოვა.ეს აქსიომაა. ქალის ბედნიერება ,სიხარული, წარმატება ,ხასიათი,ესტროგენებს დ ა სეროტონინს უკავშირდება .მ ოშლილი ესტროგენი ეს არის არასასურველი ქალი. დაბალი ესტროგენი არის გამოფიტული ქალი, უმაქნისი ინსულინით და დაზიანებული მეტაბოლიზმით. მაღლი ესტროგენი—- კიბოს მეტი შანსით.
რა საკვებით ეხმარები გაავებული , მომატებული ესტროგენების დასაწევად———–სელი ,თევზი, ლობიო ,იერუსალიმის არტიშოკი, იოგურტი ,როზმარინ ი ,წითელი ღვინო,ლეღვი, ნესვი, მრგვალფოთოლა მსხალი, ანანასი, ბროკოლი, ხახვი,ხურმა, ვაშლი,ბროწეული, ზიგი სოკო, კვერცხის გული, ციტრუსი, ნიორი, კამა, ყურძნის წვენი, ასტრაგალუსი,შვრია, კენკროვანი,ნაჯერი ცხიმის შეზღუდვა, როზმარინი , ალკოჰოლის შეზღუდვა, გარგარი, პრასი ,თხის წვერი .
ესტროგენების დამწევია ასევე——ბროკოლი, ბოქ-ჩოი, კალე, ბრიუსელის კომბოსტო და საერთოდ ყველა კომბოსტო, რაც ეწ ჯვარცმული ბოსტნეულის სახელწოდების ქვეშ არის. გოგირდის შემადგენლობის გამო მათ ნაერთებს ინდოლები ეწოდება. ბროკოლი წონას ამცირებს ,ანემიას ეხმარება,რკინის შეწოვას ხელს უწყობს,ძვალს ამაგრებს ,გულის კუნთს აძლიერებს. მისი ლუთეინი და კაროტინი კატარაქტის პროფილაქტიკაა. ბროკოლი სიმსივნე ს ებრძვის, იმუნიტეტეს ამაღლებს. ამერიკული კვლევებით ბროკოლი შეიცავს სულფორაფანს .ეს ნივთიერება ანტიბიოტიკზე ძლიერია. ბროკოლი—— ნაღვლმდენია, სიბერის შემჩერებელია ;მძიმე მეტალების და კიბოს რადიკალების გამომრეცხავია; დიაბეტს ეხმარება აქტიურად. ბროკოლში კარგად არის ბე პირველი ვიტამინი. ეს ვიტამინი ჭარბადაა კოლაგენის და ელასტინის შემადგენლობაშია . შესაბამისად, ბროკოლი ბე პირველი ვიტამინის უნივერსალური შემცველობით ორგანოების ,განსაკუთრებით ფილტვების ქსოვილოვანი ბოჭკოს გადამჭიმავი და გამადრეკადებელია .ბროკოლის სასიცოცხლო ნივთიერებებს დაშლი ,თუ მოხარშავ. ის ადუღებულ წყალში ჩაუშვი მხოლოდ 7 წუთი .ბროკოლის ინდოლები დეტოქსიკატორებია.ბროკოლს მოერიდე მაღალი მჟავობის და კუჭის წყლულის დროს .ბროკოლზე მიძალებულია სრულიად ქართველი ერი, მაგრამ პირველად ჯანდაცვაში დეტალების ცოდნა გვაკლია. ბროკოლი ნაკლებად გამოიყენეთ დაბალი ესტროგენების დროს .ამერიკული კვლევებით—–ბროკოლშია ანეტოლტრიტიონი, რომელიც კიბოსთან აქტიურად მებრძოლია.
რადიკალურად უნდა განვასხვავოთ რომელი——– ხილი, ბოსტნეული, მცენარეული მედიკამენტი სჭირდება თქვენს მდგომარეობას , ჰორმონალური ტონუსის ამწევი თუ დამწევი. ესაა ექიმის სტრატეგიის ღერძული ნაწილი .მითუმეტეს, თუ პაციენტს კომბინირებული ტიპის ჰორმონალური გადახრა აქვს ანუ რამდენიმე დაავადება ან დარღვევა. რამდენიმე კლასიკურ ელექსირულ მცენარეს ჩამოვთვლი, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში აბალანსებენ ჰორმონებს ,იმის მიუხედავად, დაბალია თუ მაღალი ესტროგენები ———-კურკუმა, მწვანე ჩაი, კოჭა,დონ ქვაი. დონ ქვაი სისხლის ელემენტებით უმდიდრესია. მოგეხსენებათ ანემიური ქალი ფიზიოლოგიურად უვარგისი ქალია. რადგან, ის კარგი მასალაა ყველა დაავადების და გართულების. რაც შეეხება ციმიციფუგას,ის ექიმის კონტროლით გამოიყენეთ. თუ ექიმთან მისვლას ვერ ახერხებთ და ღამის ოფლი გაქვთ, რაც ყველაზე საშიში სიმპტომია და ბევრ სიმსივნეს ახასიათებს ,მაშინ გამოიყენეთ ის ,მხოლოდ ექიმთან მისვლამდე. რადგან, ღამის ოფლის გამომყოფ ჰორმონებს აქვეითებს. ესტროგენებს ამცირებს ზოგი ნატურალური ვიტამინი ,მინერალი და მჟავა. მრგვალფოთოლა მსხალი ნუტრიციული კვლევებით აღირებულია ——გაავებული ესტროგენების დროს სიმსივნის დამამუხრუჭებლად. მრგვალფოთლოვანი მსხალი დასუსტებული საკვერცხის დროსაც გამოიყენება მილების სტიმულაციისთვის.
როზმარინი——— მკაცრად აკონტროლებს ესტროგენების ბალანსს ტვინსა და ჰიპოფიზში. ზრდის თმას თავზე. დამატებით ცნობები იხლეთ ჩემს სტატიაში როზმარინზე.
მკაცრი გაფრთხილებაა მარგარინი და შებოლილები ესტროგენების სიჭარბეს იწვევს და ააგრესიულებს მათ.
კაცში როგორ ხდება მომატებული ესტროგენების შემცირების მხარდაჭერა———-ხიზილალა ,ქოქოსი,თხილი, ნიგოზი,თევზი ,გოგრა,შვრია,ნიორი, ოხრახუში,მრგვალფოთოლა მსხალი, ფენგრიკი .ფენგრიკი ამერიკულ მედიცინაში წამალია, რომელიც ექიმის მეთვალურებოს ქვეშ ინიშნება. საერთოდ კი სანელებელია, ქალები მენსტრუაციის ტკივილების დროს იყენებენ, კაცები კი პოტენციის ასამაღლებლად.
ჟენშენი—— კაცში ამცირებს ესტროგენებს და ზრდის მთავარ ჰორმონს—-ტესტოსტერონს .ამატებს ლიბიდოს და ერექციას. ესტროგენის და ტესტოსტერონის ზუსტი ნორმა სასიცოცხლოა კაცისთვის, იმისთვის, რომ არ მიიღოს——–ღვიძლის ციროზი, სათესლეს და პროსტატის კიბო, გულის ინფარქტი, სექსუალური უძლურება და სხვა.
ცხელი ციმციმის, ალების და ოფლიანობის დროს მენოპაუზის ქალბატონებს შეუძლიათ ექიმის კონტროლით გამოიყენონ———სალბის ჩაი, თავშავა, გვირილა, ვალერიანი, პიტნა, იონჯა, კუნელი. თუ ალები, ოფლიანობა და ცხელი ციმციმი გაგრძელდა, უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი და ჰიპოფიზი .რადგან, ძალიან გახანგრძლივებული ცხელი ციმციმი ამ ორგანოების სიმსივნეების გამორიცხვას ითხოვს სტანდარტით. 40 წლიდან ქალებში ისედაც ესტროგენების ბუნებრივი დეფიციტია .ამიტომ უჩივილებო ქალის ჰორმონებსაც დიდი გადახალისება და შეშველება სჭირდება სიმსივნეების ასაცილებლად .ესტრადიოლის მატება, სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად, სათესლეს კიბოს და ღვიძლის ციროზებს იწვევს.
ნაყენი არ მიიღოთ მენსტრუაციის დროს ,წინა პერიოდში ან დამთავრების შემდეგ მალე. აცალეთ სამყაროს. მენოპაუზის ქალებმა არ უნდა მიიღონ ნაყენები თავისი ყოფილი ფერტილობის ეპოქის ,დაახლოებით იმ რიცხვებში როცა მენსტრუაცია ჰქონდათ.
ნამდვილი მკურნალობა ეს არის ნატურალური მედიკამენტებით, ადამიანის დაბრუნება თავდაპირველ, ჯანსაღ ბიოქიმიურ სტრუქტურაზე და არა დროებითი ,იმიტაციური შედეგი ქიმიური საშუალებებით. მსგავსად ალიკაპით მოსეირნე სხვისი ძაღლისა , რომელსაც თუ ის ჩამოუვარდება გიკბენს. ხელოვნურად შეჩერებული თრომბი არ გაქრება. მას სასიცოცხლო წლები მოემატება მხოლოდ. ნატურალური მცენარეული მედიკამენტები კი სათავეში მუშაობენ, რომ სისხლი თრომბით არ დაბინძურდეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share