უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 18 საათის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვამ 9 მარტს, დღის განმავლობაში მტრის 43 თავდასხმა მოიგერია ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და ნოვოპავლივის მიმართულებებზე.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ფრონტზე 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ხოლო უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რვა ზონას დაარტყა.
რუსეთის არმიამ კი განახორციელა სამი სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა და 70 თავდასხმა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე, ისე დასახლებულ პუნქტებზე.