ამ წუთებში ოზურგეთის მედალფას კლინიკაში ათეულობით კოვიდინფიცირებული პაციენტი ლაბორატორიული კვლევის ჩატარებისთვის თავის რიგს ელოდება.
კლინიკის ე. წ. კოვიდ ლაბორატორია მუშაობას საღამოს 7, საათზე იწყებს
მიკროავტობუსებით კოვიდპაციენტები ექვსი საათიდან მოჰყავთ.
“აი, ეს არის ადამიანების აბუჩად აგდება. ჩვენ კოვიდიანი ხალხი თუ ვართ? ოთხმოცი კაცია სიაში, მარტო გარეთ დგომით აიკიდებ ათას უბედურებას”
“მეიყვანებენ ხუთას კაცს და დაყრიან ქუჩაში, ვითომ ბოინზე ვიყოთ”
“უწესრიგობა, ქაოტურობა, ხალხის გამეტება. პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული და რასაც ვიმსახურებთ კი ვიღებთ”
“საპირფარეშო თუ არის მაინც სადმე? თუ უნდა დავბრუნდე ჭანჭათში და მერე ჩამოვიდე ისევ”?
“ერთი დარბაზი, ან ოთახი მაინც იყოს რომ დავჯდეთ”
საუბრობენ ერთმანეთში კოვიდ პაციენტები.
ამ დროს რიგი ისე ნელა გადის და გარეთაც ისე საკმაოდ ცივა, ჯანმრთელი თუ ვინმე ელოდება თავის ოჯახის წევრს, შესაძლოა სახლში მისულს კორონაც უკან მიყვეს.
გარდა ოზურგეთისა, კოვიდ-პაციენტები ჩამოყვანილი ჰყავთ აგრეთვე ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდანაც, რადგან იქ ლაბორატორიებში კატეს აპარატი არ აქვთ.
მიკროავტობუსიტ ჩმოყვანილი და რიგში საათობით მდგომი კოვის-პაციენტები ბრაზობენ :
“აბა, რომ გვითხარით ჩამოსულებს მალე გაგიშვებთო?!”