კორონავირუსის შემთხვევები სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, ბოლო კვირის განმავლობაში, გაორმაგდა – “ევრონიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ომიკრონი აღმოსავლეთისკენ მიიწევს,” – განაცხადა ჰანს კლუგემ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მძიმე დაავადებისა და სიკვდილის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად რჩება.
“ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ყირგიზეთში, უკრაინასა და უზბეკეთში 60 წლის ზემოთ მოსახლობის 40%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული. საქართველო, ბულგარეთი და ჩრილოეთ მაკედონია იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც მედპერსონალის 40%-ზე ნაკლებია სულ მცირე 1 დოზით აცრილი,” – განაცხადა კლუგემ.