ამინომჟავა გლუტამატი-ყოველდღიური ნელი კაიფით—– ნაადრევ სიკვდილამდე
გურმანების მეხუთე გემო——უმამი-ჩვენი საზოგადოების დაკნინებული ნეიროიმიჯი
მარინა ტოტოჩავა
ცილა ,ანალოგია სამყაროს სუნთქვის . ცილის აწყობის პროცესი ამინომჟავებისგან , ადამიანის ჯანმრთელობის სტატუსის იდენტური და ბარომეტრია. ცილის შექმნას აპროექტებს გენები და ფიქსირდება დეენემში. ნებისმიერი დაავადება ცილის მეტობა ან კლებაა. ტრანსკრიფციაა, როცა გენების დეენემის სტუქტურები ერენემზე დაფიქსირდება. შემდეგ ხდება ტრანსლაცია. ამ მონაკვეთზე ერენემის კოდები იცხრილება და ხდება ცილის გრაფიკული სტრუქტურის აშენება. ყოველ ცილას ამინომჟავების სპეციფიკური სტრუქტურული შემადგენლობა და გრაფიკული პოზიცია აქვს. ერენემის პოლიპეპტიდურ სამეულებს ანუ კოდონებს და ამინომჟავებს შორის, გრაფიკული და ფსიქოლოგიური ურთიერთჰარმონიულობა —– ესაა გენეტიკური კოდი . ადამიანში ყოველ წამში მიმდინარეობს ამინომჟავებიდან ცილების აწყობა. თუ ჯანმრთელ პროდუქტს ჭამ , ამ პროცესს ხელს შეუწყობ და სტრუქტურულად უხარვეზო ცილა აიწყობა .ჯანმრთელი კვება , ცილის და შესაბამისად , ამინომჟავების შექმნის და სწორად აწყობის ანალოგია. ანუ რაც უფრო ნატურალურად იკვებები ,იმდენად სწორად იწყობა სტრუქტურულად, ამინომჟავებისგან ცილები. ამინომჟავების დაკლებული ან მომატებული რაოდენობა, თუნდაც ადამიანს არაფერი ჩივილი არ ჰქონდეს, ნიშნავს უკიდურესად შემცირებულ სიცოცხლეს და უკვე დათვლილ სასიცოცხლო დღეებს, თუ მათი სპექტრის გაანალიზება და შესაბამისი დახმარება დროულად არ მოხდა. ყველაზე რთული ამინომჟავების ჩამონათვალშია——- გლუტამატი. ბიოქიმია და ფიზიოლოგია მთლიანადაა დაყრდნობილი გლუტამატის რეცეპტორებზე. თუ ადამიანი ჯანმრთელია,ხან ზედმეტი ჭამით მიღებული ამინომჟავები გლუტამატის ნორმად იქცევიან კუნთებში. ზედმეტი გლუტამატი კი, ღვიძლის ფერმენტების——ალანინამინოტრანსფერაზების მეშვეობით ამინომჟავა ალანინად გადაიქცევა. ალანინის ცვლის ნორმა გარანტია დიაბეტის არ დამართების ან დიაბეტიანის ხანგრძლივი სიცოცხლის. შემდეგ გლუტამატი , ჯანმრთელ ორგანიზმში ღვიძლის ნორმაში მუშაობის ხელმეწყობას გააგრძელებს , ათასობით რეაქციის დაცით. ანუ სასიცოცხლო—- ყველაფერს თავზე იღებს ღვიძლი, მაგრამ ის პარალიზებულია გლუტამატის დარღვევის დროს. გლუტამატის პრობლემის დროს ნეიროტრანსმიტერების ბლოკადაა . გლუტამატი და მისი ახლო ფრაქციის ამინომჟავები ღერძია ტვინის და ნერვულის სისტემის ნორმაში მუშაობის .
ნებისმიერი დაავადება იწყება ნეიროტრანსმიტერების სიგნალების მოშლით. კიბო ეს არის ნეიროტრანსმიტერების სრული კრახი . გლუტამატი არის ნეიროტრანსმიტერების უპირობო ლიდერი . ნევროლოგიაში სინაფსური პლასტიკურობა ნიშნავს -სინაფსების შესაძლებლობებს —-მოიმატონ ან დასუსტდნენ. დაავადებების მთავარი მექანიზმები ან სინაფსების გააქტიურებაა ,მაგ-პარკისონი, შიზოფრენია, ეპილეფსია, ქცევითი აშლა, კიბო, სეროტონინის სინდრომი, ჩიყვი თირეოტოქსიკოზით, არითმია,შაკიკი, ტაქიკარდია, ქოლესტერინის სიჭარბე და სხვა—–ან სინაფსების დათრგუნვაა, მაგ ჰოპოთირეოზი, ბრადიკარდია, ჰიპოპიტუიტარიზმი და ჰორმონების შენელება, ლიბიდოს დაქვეითება, გულის ატონია, დეპრესია, ტუბერკულოზი და სხვა. აზროვნება და მეხსიერება ტვინში სინაფსების ბადეა. სინაფსური პლასტიკურობა მიიღწევა მხოლოდ ,ნეიროტრანსმიტერების გამართული მუშაობით . ზედმეტად აჩქარებული შეამცირო და მოდუნებული გაააქტიურო, ეს არის მკურნალობის დროს ექიმის მიზანი. აჩქარებული და მომატებული შეამცირო—- ეს არის მედიცინის უმაღლესი კლასიკა.
გლუტამატის ნორმიდან მცირე გადახრა, თუნდაც ერთი ერთეულით მატება უამრავი მძიმე დაავადებაა , ხოლო ძალიან მოჭარბება ნერვული უჯრედების სიკვდილია .ინსულტის, ინფარქტის , კიდურების დამბლების , სახის პარეზის და სხვა რთული დაავადებების სიმძიმე დამოკიდებულია გლუტამატის მოშლის დონეზ ე . ტვინის გლია და მისი მთავარი სასიცოცხლო უჯრედები— ასტროციტები მხოლოდ გლუტამატით მუშაობენ .რადგან ,ტვინის გლიის უჯრედების მთავარი შემადგენელი გლუტამატის რეცეპტორებია .როცა რადიოლოგიურად გლიოზები ფიქსირდება, მაშინ გლუტამატის რეცეპტორები ძლიერ მოშლილია და ტვინი ფარხმალდაყრილია ინსულტის, პარეზის , ანევრიზმის და სხვათა დაწყების მიმართ. . გლუტამატის რეცეპტორები ნერვული სისტემის სასიგნალო ჩონჩხია ,რომელზეც პირდაპირ ჰკიდია ყველა მძიმე დაავადების საბოლოო ბედი. გლუტამატის უჯრედებს შეუძლიათ გადამცემი სიგნალების როგორც აუცილებელი გაძლიერება ისე შესუსტება და ზუსტად ამაზეა დამოკიდებული დაავადებების გამოსავალი . გლუტამატი, ტვინის ნეიროტრანსმიტერებს შორის სიგნალების —–კონტაქტის და ტემპის მთავარი მომგვარებელია . ამ სიგნალების დაჩქარებაა——კიბო, ჩიყვი თირეოტქსიკოზით, არითმია გულის მძიმე დაავადებით, შიზოფრენია, ქცევითი აშლა ,ტაქიკარდია, ღვიძლის და სხვა ორგანოების დაზიანება, სეროტონინის გაავება, ეპილეფსია და სხვა. ხოლო სიგნალების შენელებაა——-სკლეროზი, ალცჰაიმერი, ჰიპოთირეოზი ,ჰორმონული პრობლემები ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითებით, მიომები, კისტები, ცისტები, კენჭი, მეტასტაზი, ღვიძლის ან ფილტვის ფიბროზი და სხვა. ამ სიგნალებზეა დაყრდნობილი——–აღქმა, მენტალ;ობა, შეგრძნებები, ემოცია, აზროვნება, დასწავლის შესაძლებლობა, ა ნალიტიკა, გააზრება, მეხსიერება. ნაკლებადნიჭიერი ბავშვი ნიშნავს —-ბავშვს დაზიანებული გლუტამატით.
დამბლა, სკლეროზი,მენინგიტ-ენცეფალიტი ალცჰაიმერი, ინსულტი,შიზოფრენია, ქცევითი აშლა, ეპილეფსია, სახის პარეზი, შაკიკი და სხვები ,გლუტამატის მოშლის გარეშე არასოდეს დაიწყებიან. ამ დროს გლუტამატი ბოლომდე პარალიზებულია. მეცნიერულად დამტკიცბულია, რომ გლუტამატის სიჭარბე ნეიროტრანსმიტერების სიგნალ;ების გაცვლას პათოლოგიურად აჩქარებს, რასაც, მოყვება ქცევითი აშლა ,შაკიკი, აუტიზმის რთული ფორმა, შიზოფრენია, ეპილეფსია, აგრესიული ჩიყვი, ტაქიკარდია ,არითმია, სეროტონინის სინდრომი და სხვა.
გლუტამატი ტვინს აწვდის ინფორმაციას———-მხედველობის, გემოს, სუნის, სმენის შესახებ . ის ნებისმიერი ორგანოს კუნთში გადამტანია საავტომობილო ინფორმაციების. თუ გლუტამატი ნორმაში ან არ არის———–ნაბიჯს ვერ გადადგამ ,ვერ გაიღიმებ ,მიმიკას ვერ შეცვლი ,დასკვნას ვერ გამოტან ,ვერ დაღეჭავ, თვალს ვერ დახუჭაც, პირს ვერ გააღებ,გული გაჩერდება, ფილტვი ვერ ისუნთქებს ,ნაწლავები საკვებს ვერ გაატარებს თუ გლუტამატმა არ აცნობა პანკრეასს და სხვა. ამ სასიცოცხლო მოქმედებების გაკეთებაზე მან უნდა მიუტანოს ტვინს ინფორმაცია. ადრე რამდენიმეჯერ დავახასიათე ეს ამინომჟავა, მაგრამ ,რადგან მისი სიჭარბე მასიური დამზიანებელია მოსახლეობის , ამ დეტალებზე ისევ უნდა ითქვას. მისი შემცირებაც გარკვეული დაავადებებია. ეს ამინომჟავა შემცირებულიც კი იბრძვის ეპიფიზის მიერ მოცემული სასიცოცხლო დავალებების შესასრულებლად. პრობლემური ღვიძლის და სანაღვლე სისტემის დროს, ის პანკრეასს აიძულებს ინსულინის სინთეზს . ინსულინზეა დამოკიდებული შაქრის ნორმა .ნორმაში მყოფი გლუტამატი პანკრეასს აიძულებს ,რომ სისხლს მხოლოდ საჭირო გლუკოზა მისცეს. ჰოპოფიზი გლუტამატის დაზიანების დროს დეგრადირებულია და ჰორმონებს არასწორად გამოყოფს. გლუტამინის მოშლა ნეიროგენეზის მოშლაა .ნეიროგენეზი ეს არის ორგანიზმის მუშაობა მომდევნო სიცოცხლისთვის. გლუტამინის მოშლასთან ერთად კვდება მეხსიერება და მხედველობა. ის ტვინში და ნერვულ სისტებაში ტრანზიტების მეფეა. ტვინის სააზროვნო ნეირონების დავალებების აღმსრულებელი. როგორც სრულდება ეს დავალებები, ისე ცოცხლობს ადამიანები და ისე გამოდიან დაავადებებიდან.
როგორია დღე ს ჩვენი საზოგადოების ნეიროიმიჯი? უკიდურესად კატასტროფულად შელახული——–უამრავი დამბლა და სახის პარეზი ,წელის და ხერხემლის ტკივილი, თავის ტკივილი, შაკიკები, დეპრესიები, ფსიქოზები; დამოკიდებულებები ნარკოტკზე, აზარტულ თამაშებზე; ინსულტები, თანდაყოლილი ნევროლოგიური დაავადებები,ჰორმონული მოშლები, ძალადობა , ფსიქიატრიული პაციენტების სიჭარბე, სექსუალური გადახრები ,ეპილეფსიები ;პარაზიტული დაავადებების უკიდურესი გახშირება; ნარკომანია, პლანის მასიური მოხმარება ორივე სქესის მიერ, მენტალური რეტარდაცია; სიცრუე, უზნეობა, კორუფცია , არასწორი მსჯელობა ,დამცინავობა, შურიანობა, ჯიბრი,სამაგიეროს გადახდის ჟინი, აზროვნებაში სხვისი განსჯის პრიორიტეტი, ემპათიის შემცირება ,აგრესიულობა, უზრდელობა, უკულტურობა; არასწორად ჩატარებული ესთეტიკური პროცედურები ,რომლებიც ნევროლოგიურად აზიანებენ; სხვადასხვა სნობური ხამობები პიროვნული სტატუსის გასააქტიურებლად და სხვა ნეიროგადახრა .ყველაფერს ამას ხელი შეუწყო არასწორმა ,არანატურალურმა კვებამ და კვებაში გლუტამატის სიჭარბემ .. რა დაავადებებს იწვევს ორგანიზმში ნორმის ზევით, კვებით მომატებული გლუტამატ>?———-ეპილეფსია, ალცჰაიმერი, პარკისონი ,შაკიკი, ტინიტუსი ;ლიმფოციტების მოქმედების მოდუნება და შემცირება, რაც ყველა კიბოს მთავარი საფუძველია; იმუნიოდეფიციტური მდგომარეობები ,თავის ტკივილები, თმის ცვენა, შინაგანი ორგანოების გადაგვარება——-გულის, ღვიძლის ,თირკმლის , ფილტვის; კატარაქტა, სიბრმავე,ინსულინის მომატება და სიმსუქნე, ძლიერი სიგამხდრე ,ასთმა, დიაბეტი, ქცევითი აშლა, აუტიზმი, შიზოფრენია ,ჩიყვის აგრესიული ფორმები,ჰიპერაქტიურობა ბავშვებში,ობსესიურ-კომპულსიური აშლა ,ტაქიკარდია, დეპრესია, წყლულები კუჭზე, საშვილოსნოზე, ნაწლავზე; დამოკიდებულებები ნარკოტზე, აზარტულ თამაშებზე ;ადვილად დაღლა, სუიციდის მცდელობა, ძალადობა, ლორწოვანი გარსების დაავადებები—–რინიტიდან ყველა, ჰორმონული მოშლა, კაცის პოტენციის დაგდება, სახსრების დაშლა სხვა. მეცნიერებმა აღიარეს, რომ სეროტონინის მატების პრობლემა, რომელიც ყველა ჰიპერგლუტამატურ დაავადებებშია——მაგ-ტაქიკარდია,შფოთვა, ნევროზი,ფსიქოზები ,სიმსივნეები,ეპილეფსია,კიბო, შიზოფრენია———— არასოდეს გადაწყდება გლუტამატის გვერდის ავლით.
ევროპასა და ამერიკაში მეცნიერული ცდებით და დაკვირვებებით დამტკიცდა—–ვინც თვითმკვლელობა სცადა, მათ ზურგის ტვინში ქინოლინის მჟავა მომატებული ქონდათ .ეს კი ნიშნავს ტვინის ნეირონებს შორის გლუტამატის სიგნალების პათოლოგიურ სიჭარბეს. დეპრესია თვითმკვლელობის შეგრძნებით როცა მიდის ,ჩვენი ბრძოლა ქინოლინის დაკლებაზე და გლუტამატის რეგულირებაზეა.
გლუტამატის სიჭარბე ქმნის დამოკიდებულებებს—ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე, ქიმიურ მკვლელ საკვეზე-ჩიფსებზე, შებოლილებზე და სხვებზე. საკვებით ის ნელა, შემპარავად ახდენს ორგანიზმის გადაგვარებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას——— რაც არის ამ სტატიის მთავარი თემა.
ზედმეტი გლუტამატი რომ სიკვდილს ნიშნავს ამაზე მედიცინის მეცნიერება უკვე შეთახმდა. გლუტამატი რაც უფრი იმატებს ,მით უფრო იშლება ნეირონები და სკლეროზი ან ალცჰაიმერი ახლოვდება. გლუტამატის მომატების დროს ნერვული უჯრედები და ნეიროტრანსმიტერები—გააგრესიულებული და აჩქარებულია. ამიტომ არის, ამდენი—-კიბო ,შიზოფრენია, ნევროზი, ფსიქოზი, ქცევის აშლა, პარკისონი, ეპილეფსია,დეპრესია და სხვა. მატულობს არა მარტო ხელოვნური საკვებით შემოსული გლუტამატი, არამედ ის, ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებიდან ,ღვიძლში ენდოგენურადაც ჭარბად გამომუშავდება . ეს ორმაგი ტოქსიკური დარტყმაა ნევრულ უჯრედებზე.
შიზოფრენიის, პარკისონის, ეპილეფსიის, იმპულსური ქცევის, შაკიკის, ქცევითი აშლილობის, ჰიპერაქტიურობის , დამბლის, ტინიტუსის, ნევროზის ,აუტიზმის, სიმსივნეების და სხვა მსგავსი დაავადებების,რომელთა დროს ტვინის სიგნალების ტრანზიტი დაზიანებულია, მკურნალობის მაგისტრალური ხაზი გადის გლუტამატის რეგულირებაზე . მაგ, ტინიტუსს მიზეზების ერთობლიობა ქმნის, რაც დეტალურად განვიხილე მასზე სტატიაში. მაგრამ, ტინიტუსის მთავარი საწყისი მიზეზია , ციტოკინის——სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას გადახრა და გლუტამატის სიგნალების ძლიერი დარღვევა. ტვინის სიგნალების დარღვევას მოყვება დაავაადებები.
გლუტამატი ზედმეტად ამატებს ინსულინს და სიმსუქნით გაწამებულებს მისი სიჭარბე და მოშლა აქვთ.რაც ქოლესტერინის სიჭარბის და ღვიძლის დეგრადაციის მთავარი წყაროა.
პანკრეასის კისტურ ფიბროზზე შესაბამის სტატიაში ვრცლად ვისაუბრე. კისტური ფიბროზი ——ეს არის ქლორის გადამტანი ცილის მუტაცია . ყველა ადამიანი დაავადებულია, რაღაც ქრონიკული დაავადებით ,ვისაც ანალიზში , ყველაზე სენსიტიური მინერალი-ქლორი, თუნდაც, ზედა ზღვართან აქვს. კისტური ფთბროზის დრო ს ნორმიდან გადადის ინტერლეიკინ 10 . ამის გამო, ტე ლიმფოციტებში დიდი პრობლემები იწყება. პრობლემა ტე ლიმფოციტებში , ყოველთვის ნიშნავს გზის გაჭრას კიბოსკენ. კისტური ფიბროზის დროს, ლიმფოციტები დაზიანებულია გლუტამატის გამო და ვერ წარმოქმნიან ინტერლეიკინ 10 ის ნორმულ რაოდენობას . ახლა ეს ვიღაცას როგორც ჩინური ისე ესმის. მაგრამ , პანკრეასის კისტური ფიბროზის რომელიღაც ფორმა , დაავადებების აბსოლუტური უმრავლესობის დროს არის ფონად. მაგალითად, არ არსებობს შაკიკი კისტური ფიბროზის ფონის გარეშე .შაკიკის შეტევის ურთულესი მექანიზმი იწყება—- გლუტამატით, კისტური ფიბროზით, გასტრინის ცდომით და მიდის თავის ტვინის სისხლძარღვების მძიმე ათეროსკლეროზის ფონზე ,შარდოვანას ციკლის ამინომჟავების უკიდურესი მოშლით. პანკრეასის კისტური ფიბროზის კლასიკური ფორმა კი– ფილტვის და კუჭ-ნაწლავის დიდი პრობლემებია . პანკრეასის კისტური ფიბროზის მკვეთრი მექანიზმი აქვს———მეტასტაზს ,კიბოს, პოლიპს, კენჭს, ცისტას, კისტას, ფიბრომას, მიომას, ფილტვის ფიბროზს ,ღვიძლის ფიბროზს, ქოლესტერინის სიჭარბეს, ღვიზლის ციროზს ს თირკმლის დაზიანებას, თრომბს,უშვილობას, ქოლესტერინის სიჭარბეს, პროსტატის ადენომას და სხვა . კისტური ფიბროზის სახეებია——ქრ რინიტი, ასთმური ბრონქოსპაზმი და ასთმა, ყაბზობა, პანკრეასის ნებისმიერი პრობლემა, სანაღვლე გზების დაავადებები, ღვიძლის დაზიანება, ფილტვის ყველა პრობლემა , კუჭ-ნაწლავის და ფილტვის სიმსივნეები; ქოლესტერინის გახანგრძლივებული სიჭარბე და სხვა. კისტური ფიბროზის ფონს , ნორმიდან გადახრილი გლუტამატი ქმნის . კუჭ-ნაწლავის დაავადებების ან ბრონქოსპაზმის ან ღვიძლის გაცხიმოვნების ან ღვიძლის ფიბროზის ან ფილტვის ფიბროზის ან ფილტვის კიბო ს ან კუჭ-ნაწლავის კიბოს ან თრომბოზების უკან, ყოველთვის დგას პანკრეასის კისტური ფიბროზი. პანკრეასის კისტური ფიბროზის დროს მთავარი ამრევი დამნაშავე , რომელიც ძრავს პათოლოგიურ პროცესება, არის— მიკრობი ფსევდომონას აეროგინაზა, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა გადახრილი გლუტამატის მიმართ. .ამ მიკრობის შედეგად გამოწვეული ინფექციებია სტატისტიკურად ყველაზე ხშირი .ამის გათვალისწინება როცა ვერ ხდება, იმიტომაა დაავადებები.
სასუნთქი სისტემის ნებისმიერი დაავადება ,დაწყებული გაციების რთული ფორმიდან , ფილტვის კიბოს ჩათვლით, კისტური ფიბროზის მკვეთრი გამოხატულებაა. ასევე, კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ნებისმიერი კიბო, პანკრეასის კისტური ფიბროზის ზენიტია. რადგან, მეტასტაზი ეს არის ქსოვილთა პათოლოგიური შეწებების ——ადჰეზიის გვირგვინი. კისტური ფიბროზი, მარტივად რომ ვთქვა ,ლორწოვანი გარსის უჯრედების პათოლოგიური შეწებებაა იქ , სადაც ფერმენტები მკვდარი ან დასუსტებული არიან.
ფილტვის პრობლემების დროს, ფილტვის უჯრედებიდან ჭარბი შიგა ენდოგენური გლუტამატი გამოიჟონება. ამას ახდენს, ანთებადი , დაზიანებული ნეიტროფილური დენდრიტული უჯრედები .დენდრიტული უჯრედები ფილტვების ქსოვილის გული უჯრედებია ანუ უჯრედული ჩონჩხია. .ისინი ქმნიან ფილტვის და საერთოდ ,სასუნთქი სიტემის იმუნიტეტს. ეს უჯრედები თუ არ დაზიანდა ,არც ფილტვის კიბო იქნება არც ფიბროზი და არც ასთმური მოვლენები. ისინი ქმნიან ლიმფოციტებს და ებრძვიან შემოჭრილ აგენტებს.
.ევროპული და ამერიკული ხანგრძლივი სამეცნიერო კვლევებით——- მომატებული გლუტამატი ტე ლიმფოციტებს აზიანებს და იმუნიტეტი მწყობრიდან გამოყავს . ეს ყველაზე მძიმე დარტყმაა ორგანიზმზე. რადგან, კიბოს დროს ბრძოლა გვაქვს ლიმფოციტების გადასარჩენად და აღსადგენად. ლიმფოციტებია იმუნიტეტის და სიცოცხლის ხანგრძლივობის საზომი. შესაბამისი ანალიზით, უჯრედული და ჰუმორული იმიუნიტეტის გააანალიზებით , ტე ლიმფოციტების მდგომარეობაზე ვხვდებით, რამდენზეა დასული იმუნიტეტი, რამდენი აქვს დარჩენილი სიცოცხლე ადამიანს სწორ მკურნალობამდე და როგორ მუშაობს გლუტამატური რეცეპტორები , რომლებიც პასუხიმგებელი არიან იმუნიტეტის მართვაზე და სიკვდილის აცილებაზე. სისხლის საერთო ანალიზს რომ ჩაჰყურებ და ლიმფოციტების და ნეიტროფილების ,თუნდაც მცირე ცდომაა, ამ ადმიანის სიცოცხლე უკვე ძლიერ პრობლემურია. სისხლის გადახრილი პარამეტრების უგულვებელყოფას მიყავს ადამიანები დაზიანებამდე. ცნობილია და დამტკიცებულია მეცნიერულად და პრაქტიკულად—- გლუტამატის მომატება გამოუსწორებლად აზიანებს იმუნიტეტს. ფილტვის ნებისმიერი დაავადებების ოთხი დადგენილი კარდინალური მიზეზია , რომლებზეც გვაქვს დაყრდნობილი მკურნალობის სტრატეგია. ფილტვი ზიანდება და კიბომდე მიდის ოთხი გადახრილი ფაქტორის გამო———ციტოკინები, კისტური ფიბროზი და ნეიტროფილების დისფუნქცია—-გლუტამატის მოშლის ფონზე. მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით და პრაქტიკული დასკვნებით ,ეს არის ფილტვის დაავადებულების სიკვდილის მიზეზი . ფილტვის დაავადებების დროს მარტო ანტიბიოტიკზე და უნიშვნელო დამატებებზე კი არ უნდა კონცენტრირება. ფილტვის და საერთოდ, სასუნთქი სისტემის დაავადების დროს ადამიანს მოარჩენ———ამ ოთხ ფენომენზე გადევნებით და მუდმივი კონტროლით—— ციტოკინები, კისტური ფიბროზი ,ნეიტროფილები და გლუტამატი. ამ ოთხი ფენომენის ვერ მართვა და მოუვლელობა ფილტვის დესტუქციამდე და სიმსივნემდე აუცილებლად მივა. განსაკუთრებით ფილტვის ფიბროზის დროს. ეს პრინციპი ასევე უნდა დაიცვა ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს. ფილტვის საყრდენის—– სურფაქტანტის დაზიანება და ჩაშლა ამ ფენომენების გაუთვალისწინებლობას მოყვება. ცნობილი კვლევებით, ადამიანებს რომლებსაც სასუნთი გზების პრობლემები აქვთ—-ფიბროზი ,ასთმა, ბრონქოექტაზია, ფქოდი ან კიბო, მათი გართულებები და ცუდი გამოსავალი გამოწვეულია დაზიანებული ნეიტროფილებით, რომლებიც ჭარბ გლუტამატს ქმნიან.
მენინგიტის და სხვა ნეიროინფექციების ვირუსი, მიკრობი ყველას ჩაუვლის , მაგრამ ის მიიღებს ვისაც ძვლის ტვნი აქვს დაბიძურებული. ის გლუტამატის სიგნალების მოშლის შემდეგ იმღვრევა. პანკრეასის კისტური ფიბროზია საწყისი დამნაშავე ფონი, ქსოვილის მომატებულ პათოლოგიურ ადჰეზიაში , რის გამოც ქსოვილები ერთმანეთს ეწებება და იქმნება— კისტა, ფიბროზი, ფიბრომა, მიომა, თრომბი, კენჭი, ალცჰაიმერული ამილოიდი, ქოლესტერინის სიჭარბე , მეტასტაზი, პროსტატის ადენომა და სხვა. ამ ყველაფრის საფუძველი კი გლუტამატია.
გლუტამინი, გლუტამინის მჟავა და გლუტამატი სხვადასხვა ბიოქიმიური ფორმაციაა. სამივე -ამინომჟავაა, მკვეთრად განსხვავებული თვისებებით .ჯანმრთელ ადამიანში გლუტამინის მჟავა ,ტვინში ,ფერმენტ გლუტამინაზას საშუალებით საჭრო რაოდენობის გლუტამატად გადაიქცევა.
გლუტამატის მიერ პროტეოლიზური სიტემის კრახები ,საფუძველია ნევროლოგიური სისტემის დაავადებების დაწყების. გლუტამატის გადახრის დროს, პროტეინი —სიგმა –1 რეცეპტორი ცუდად რომ გააქტიურდება, იწყება ნევროლოგიური დაავადებები და იქმნება კიბოს საფუძველი. სიგმა 1 რეცეპტორი ცილაა და იმატებს—-ნერვული, ენდოკრინული დაავადებების და კიბოს დროს. ეს რეცეპტორი მთავარი მონაწილეა შიზოფრენიის, ალცჰაიმერის, ეპილეფსიის , ქცევითი აშლის , აუტიზმის და სხვა რთული პროცესების დროს. ციტოკინ-ინტერლეიკინ-პროსტაგლანდინების გადახრაზეა დაფუძნებული ადამიანების მძიმე დაავადებების დაწყება და გართულება. ამ თემაზე შესაბამის სტატიაში უკვე ვისაუბრე. კოვიდის დროს ციტოკინური შტორმით გარდაცვლილთა შესახებ ყველას სმენია. ციტოკინებს ქმნიან—–ტვინის გლიის უჯრედები ,ასევე, იმუნიტეტის მთავარი ღერძები —- ბე და ტე ლიმფოციტები, ელენთის უჯრედები, ძვლის ტვინი და თიმუსი. ძალიან შორეული წარმოდგენაც რომ ჰქონდეს ადამიანს იმუნიტეტზე, ამ წინადადებით მაინც მიხვდება, რომ ციტოკინ—ინტერლეიკინებზე დგას იმუნიტეტი და სიცოცხლის ხანგრძლივობა. რადგან, მათ ქმნის თავად იმუნიტეტის ორგანოები. ყოველი ციტოკინი—ინტერლეიკინი 500 ზე მეტი ამინომჟავისგან შედგება . თუ გლუტამატი ნორმაშია ის ახდენს ციტოკინ–ინტერლეიკინ 10 ის ნორმის შენარჩუნებას. გლუტამატის და ინტერლეიკინ 10 ის ნორმა —– ნიშნავს ძალიან ჯანმრთელ ადამიანს. ინტერლეიკინ 10 ის მთავარი ფუნქციებია—-ანთების შემცირება, იმუნიტეტის აწევა, კიბოს შეჩერება, ბევრი სახის კიბოს დროს არის ინტერლეიკინ 10 ის მატება ნორმიდან . რადგან, ამ დროს გლუტამატის ფუნქციები მოშლილია. ინტერლეიკინ 10 ნევროლოგიის პროტექტორია. ის არის ტვინის ნეირონების სიცოცხლის მთავარი გარანტი და იცავს გლიის უჯრედებს დაზიანებისგან, ინსულტისგან ,ანევრიზმისგან, მენინგიტისგან და სხვა ნევროლოგიური დაავადებებისგან. . ინტერლეიკინ 10 ზე მთლიანადაა დამოკიდებული ნერვული სისტემის ჯანმრთელობა. ის ტვინის გადამრჩენია . მისი მომატების შემდეგ ვითარდება ეს დაავადებები–ინსულტი, მენინგიტი, ენცეფალიტი, ალცჰაიმერი, პარკისონი ,ეპილეფსია, აუტიზმი , შიზოფრენია, შაკიკის შეტევა , ტინიტუსი, დამბლა და ყველაფერი ის ,რაც ტვინს უკავშირდება. ინტერლეიკინ 10 დაქვეითებულია ამ დაავადებების დროს—–ფსორიაზი,ეგზემა, რევმატოიდული ართრიტი, ნაწლავების ქრონიკული დაავადებები, ცე ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადებები, ქცევითი აშლა, ნაწლავის შეწოვის დარღვევის სინდრომი და სხვა. ინტერლეიკინ 2 ის მატების დროს —- იშლება სახსარი ან ღვიძლი. ხოლო კლების დროს ადამიანი ადრე ბერდება. დამტკიცებულია მეცნიერებაში და პრაქტიკაში, რომ ციტოკინი-ინტერლეიკინების ნორმა არის გამოჯანმრთელების იმედი მძიმე დაავადებებისგან. ნორმაში მყოფი ინტერლეიკინ 10 ეღობება გლუტამატის პათოლოგიურ გაზრდას. კისტური ფიბროზის დროს დაზიანებული გლუტამატის გამო, ლიმფოციტები ვერ წარმოიქმნიან ინტერლეიკინ 10ის ნორმულ რაოდენობას . კისტურ ფიბროზს უნდა ებრძოლო ინტერლკეიკინ 10 და გლუტამატი რომ გამოსწორო. მაგრამ არა ქიმიით , რაც დროებითია, არამედ ამინომჟავების ცვლ;ების და ბალანსების დალაგებით. ჭარბი გლუტამატი ტე ლიმფოციტებს ანგრევს. კიბოს დროს , სიცოცხლის გადასარჩენად მთავარი ბრძოლა მიდის —დაქვეითებული ტე ლიმფოციტების ნორმაში დაბრუნებაზე .ა მიტომ არის——–გადახრილი გლუმტმატი სიმსივნის მყარი ბაზისი.
დადგენილია მეცნიერულად——შეზოფრენიის ჩამოყალიბების მიზეზებში ყველაზე მეტად დომინირებს ნეიროტრანსმიტერების——-გლუტამატის ,დოფამინის და სეროტონინის ერთობლივი გადახრები. დოფამინზე ბევრჯერ ვისაუბრე. ტრიფტოფანი მთავარია——ჰორმონების სწორად წარმოქმნაში ,ტვინში სიგნალების ზუსტად დაკავშირებაში და ფსიქოლოგიის დალაგებაში . მ ისი იარაღი ამ დროს, მის მიერ შექმნილი სეროტონინია,რომელიც ამ სიგნალების მართვის განმახორციელებელია . რისი სწორად ჩატარებისას ადამიანი იღებს მეტ სიამოვნებას, სიმშვიდეს და ჯანმრთელობას. თუ ტრიფტოფანიდან სწორი ბიოქიმიით წარმოიქმნება სეროტონინი, მაშინ აუცილებელი ამინომჟავების შეწოვა ზუსტად ხდება . შედეგად, კორტიზოლი და სხვა ჰორმონები სრულ ნორმაში არიან. ესკი ნიშნავს დაავადებების და კიბოს არარსებობას. ეს ვერ მოხდება თუ გლუტამატის ცვლა ფიზიოლოგურ საზღვრებში არ არის. მაგალ;ითად, ტრიფტოფან-სეროტონინ-გლუტამატის ცვლა ყოველთვის მოშლილია შაკიკის დრიოს .ტრიფტოფანი თუ სეროტონინს სწორად შექმნის, ის ამით ეხმარება სიცოცხლე ს.
ახლა გავიხილავ ხელოვნურად როგორ ვიმატებთ პათოლოგიურად ჭარბ გლუტამატს არასწორი კვებით ,შედეგად ყოველდრე ვინგრევთ ცხოვრებას და ვიმოკლებთ სიცოცხლეს. მარკეტებში , მიტუმეტეს უფრო აკადემიურებში არის მაღალხარხისხიანი და საშუალოხარისხიანი პროდუქცია. მხოლოდ ,თავის გამდიდრებაზე მზრუნველ მარკეტებში კი, მარტო საშუალო და დაბალხარისხიანი საქონელია. ყველა ვერ არის კვების და ჯანმრთელობის ექსპერტი, ამიტომ ხშირად საშუალო და დაბალხარისხიან პროდუქტებს მაღალ ფასში ყოდულობს. ბევრი სამსახური არსებობს ამის მაკონტროლებელი ,მაგრამ სხვადასხვა მარკეტების პრიდუქციებს ექსპერტის დაბალი კონტროლი ეტყობა. ის რაც გვიზიდავს, გვატყუებს ისე, რომ ხარისხებიც ვერ დავადიფერენციროთ, ეს არის—-მსოფლიო გურმანთა მეხუთე გემო—უმამი ანუ ხელოვნური გლუტამატი. .ის რაც ერთნაირად აგემრილებს აღქმის დროს ყველანაირი ხარისხის —- სოსისებს, ძეხვეულს, კონსერვებს,მაკარონებს, მარინადებს, ჩიფსებს, საწებელ- სოუსებს და სხვებ ს ეს არის გლუტამინის მჟავას მარილი . როგორც მიხვდით ,ნორმაში გლუტამატი , კრიტიკურად სასიცოცხლოა .რადგან ,ის არის მთავარი ბიოქიმიური მასალა, სამყაროში ხანგრძლივი სიცოცხლისათვის აუცილებელ , ყველაზე ძლევამოსილი ანტიოქსიდანტის———-გლუტათიონის მისაღებად. როცა ჯანსაღი გლუტამატი ნაწლავებში ნატურალურად ქმნის გლუტათიონს ,ეს ნიშნავს ჯანმრთელ ადამიანს და გარანტირებულად აცილებულ ——-კიბოს, ქრონიკულ დაავადებებს, ვირუსილ თუ ბაქტერიულ ინფექციებს . რადგან, ფიზიოლოგიურად შექმნილი გლუტათიონი ,ეს არის ოქსიდაციური სტრესის არარსებობა. რომელი ტიპის სტრესის გარეშე არ არსებობს კიბო და დაავადებები.
-რატომ არის მსოფლიო ასე გადასუქებული და დაავადებული უამრავი დაავადებით——–დიაბეტით, დეპრესიით, შაკიკით, ქოლესტერინის სიჭარბით, კიბოთ და სხვებით . ამაში 90 პროცენტი დამნაშავე, პროდუქტებიდან ყოვე;ლდღიურად მიღებული მონონატრიუმის გლუტამატია. ის კლავს თანდათან ,ნელი კაიფით. მაგ—– გლუტამატიანი ძეხვი უხარისხოც რომ იყოს , ადამიანს მის გემრიულ სუნზე ენდორფინები გამოეყოფა ანუ სიამოვნების ჰორმონები.
. ადამიანის ორგანიზმში პარაზიტი კვდება ნიორზე, ლიმონზე, მკვახე ხილზე ,მწარე სითხეზე, რადგან მათ ეს დიკომფორტს უქმნის . გლუტამატის ნარკოტიკულ არომატზე პარაზიტებს სექსი აქვთ და ადვილად მრავლდებიან. უმძიმეს დაავადებებს და სიმსივნეებს კი, ყოველთვის აგრესიული პარაზიტების ფონი აქვთ.
ამ ნივთიერების გემრიელი გემო სხვადასხვა პროდუქტიდან , ისე ბანგავს კაცობრიობას ,რომ ინტელექტუალურიც, თუ კონკრეტულად ამ საქმის ექსპერტი არ არის, ვერ ხვდება და დიდი სიამოვნებით ჭამს საშუალო ან დაბალხარისხიანსაც. ამ მომნუსხველ არომატს ქმნის ამინომჟავა გლუტამინის მჟავისგან ხელოვრად გამოწვეული ფერმენტაციული რეაქციებით მიღებული მონონატრიუმის გლუტამატი. ჭამს ადამიანი მისით შეგეგემრიელებულ შებოლილ თუ სხვა პროდუქტებ ს და ხდება ინსულინის არაადექვატური ,ხელოვნური ზრდა . ამიტომ გადასუქდა საზოგადოება . ბავშვებსაც დაღვეული აქვთ გლიკემიის ინდექსები .დიდი რიცხვია ბავშვებში ჰომა ინდექსის ელემენტების დარღვევის. მათ არანაიარი მკურნალობა არა აქვთ, რადგან შაქარი ნორმაა და დიაბეტს და მის ვარიაციებს ამიტომ გამორიცხავენ . როგორ ყალიბდება ფარული დიაბეტი ან როგორ მიდის ყველა ასაკში იგივე პროცესი, ისე რომ შაქარი ანალიზში არ ამაღლდეს, ამის მაგალითია დღეს უკიდურესად ბევრი.ჭარბწონიან ადამიანი. კვებით მიღებული ხელოვნური ქიმია უჯრედებში ბერკეტებივითაა ჩაცემენტებული და ამიტომ ჭირს დაკლება. .ინსულინის მატება კი დაავადებების ფონია—–წნევა ,ასთმური ბრონქიტი, ასთმა ,მეტაბოლიზმის მოშლა ორგანოების გადაგვარებით , ინფარქტი, ინსულტი და სხვა. სინთეზური გლუტამატი, აბრკოლებს ბავშვების ჯანსაღად განვითარებას. მას პედიატრიული კონტიგენტის ჯანმრთელობის პრობლემაში დიდი როლი აქვს. ამ ნივთიერების სიჭარბეს აქვს კანცეროგენული და მუტაციური ბიძგების უნარი. კიბო იწყება მუტაციით . გლუტამატის ჭარბი მოხმარება დეენემის დაზიანებას იწვევს. პროდუქტებზე არაბუნებრივი გლუტამატის ამოცნობა ხდება ამ კოდებით—–e 620 e621 e622 e623 e624 e625. ხშირად ვსაუბრობ ადამიანთა მთავარ მკვლელზე———-ოქსიდაციურ სტერსზე. კიბო და რთული დაავადებები მხოლოდ მაშინ არის, როცა მისი მაქსიმალური დონე დაფიქსირდება .უშედეგოა მკურნალობა, თუ პაციენტში თავდაპირველად ,ოქსიდაციური სტრესის ხარისხს არ განვსაზღვრავთ და არ დავწევთ. მარტივად განვმარტავ——ესაა ორგანიზმში სიჭარბე—-მძიმე მეტალების , რადიაციის ,კიბოს თავისუფალი რადიკალების ,კონსერვანტების და სხვა მავნე კომპონენტების. სწორედ კონსერვანტებს მოჰყვება უარყოფითი აურა, რაც ამ ტიპის სტრესის მთავარი შემადგენელია. უარყოფითი ან დადებითი აურა შემოდის მცენარეებით ,ისევე როგორც სიცოცხლის დამთრგუნველი ან სტიმულატორი ძალები. ყველაზ მეტად უარყოფითი აურა მიიღება ცუდი სიტყვით და არაჯანსაღი საკვებით. ქრონიკულ დაავადებას, ორგანოების მეტაბოლურ გადაგვარებას, სიკვდილის სამზადისს, იღებ ნელა და შემპარავად——- სიამოვნებაში შეფუთულს. დავაკონკრეტებ ოქსიდაციურ სტრესს——— ნებისმიერ ადამიანში თავისუფალ რადიკალებსა——- რომლებიც აზიანებენ ორგანიზმს და მძიმე დაავადებებს და კიბოს იწვევენ——- და ანტიოქსიდაციურ სისტემას შორის უნდა იყოს ბალანსი .ამ ბალანსის დროს ორგანიზმის უჯრედები დაცულია დაავადებებისგან. ოქსიდაციური ბალანსის დროს ადამიანი ჯანმრთელია და ნებისმიერ ინფექციას ადვილად გადაიტანს. შემოჭრილ თავისუფალ რადიკალებს და ორგანიზმის ანტიოქსიდაციურ შესაძლებლობებს შორის ბალანსის დარღვევაა ეს სტერესი. ოქსიდაციური სტრესის გარეშე გამორიცხულია——-კიბო, ქრონიკული დაავადება, ინფექციები, უეცარი სიკვდილი . მეცნიერულად დადასტურებულია,რომ ყველაზე მეტი თავისუფალი რადიკალები შემოდის ხელოვნური გლუტამატით.
როცა აზოტის ოქსიდზე ვსაუბრობდი, ავხსენი რა სიკეთეს იღებს ადამიანი, ჭექა—ქუხილის დროს გარეთ ჰაერის შესუნთქვით . აზოტის ოქსიდი, რასაც მოაქვს კოსმოსიდან ენერგია და მინერალები ,ყველაზე მეტად იხსნება ამ პლანეტაზე ჭექა-ქუხილის დროს და კუმულირდება მცენარეებში. კვების საშუალებით ხდება ადამიანში შემოსვლა——-როგორც სასიცოცხლო სიკეთეების ისე სასიკვდილო განწყობების. ამიტომ, სიცოცხლისათვის ნატურალური კვება უალტერნატივოა . ამინომჟავების გრაფიკული ფორმულები იმიტომ ჩადო ადამიანში ღმერთმა და სამყარომ, რომ მათში ჩაწერილია შენი სასიცოცხლო გზა დაბადებიდან ხანგრძლივი სიცოცხლით— გარდაცვალებამდე. ეს გრაფიკული ფორმულები ინგრევა არანატურალური კვებით. ერთი არანატურალური ლუკმის შემდეგ , რომელსაც ადამიანი გადაყლაპავს, ღვიძლი იწყებს მუშაობას , რომ ეს შეათვისებინოს ფიზიოლოგიას, რომელსაც ეს ხელოვნური ლუკმა არ მოსწონს. თანამედროვე ნაკლებადგონიერი ადამიანი ,იმის მაგივრად, რომ სასიცოცხლო გრძელ ბილიკებს გაყვეს ბუნებასთან ახლოს ყოფნით, ორგანიზმში საწამლავების შემოდინებითაა დაკავებული და ამაში ხარჯავს მთელ ბიუჯეტს. მონონატრიუმის გლუტამატიანი საკვებით, რომელიც უხვადაა მაღაზიებში, ადამიანი იმართებს ოქსიდაციურ სტერსს, ივსება კიბოს რადიკალებით და იმაღლებს დაავადებების მიმღებლობის შანსებს. კვებით, ნატრიუმის გლ;უტამატის მოჭარბება ყველაზე დიდი დარტყმაა იმუნიტეტზე. .რადგან, გლუტამატი სიცოცხლის მმართველი ნეიროტრანსმიტერია .მას გადააქვს ორგანიზმში ათასამდე ნერვული იმპულსი და როცა ჯანსაღად გადააქვს, მაშინაა ადამიანი ჯანმრთელი . ამიტომა, ყველა მძიმე დაავადების საფუძველი გლუტამატის იმპულსების მოშლა. მისი ერთი ერთეულით მატებაც კი —-ან ქცევითი აშლაა ან შიზოფრენია ან კიბო ან შაკიკი ან სახის პარეზი ან ასთმური ბროპნქოსპაზმი ან ინსულტი ან უეცარი სიკვდილი და სხვა. ბევრი ქვეყნის სურსათის სამსახურებს საკვებში მცირედი მომატება დაშვებული აქვთ. მაგრამ, იციან მისი შედეგები, ამიტომ ყველა ბრძანებასა და დებულებაში მითითებულია ,რომ ტოქსიკურობის შესახებ კვლევები გრძელდება. ანუ ასეთი საკვების, თუნდაც მცირე დოზით დაშვებისას , ხელს ვერავინ ვერ აწერს მის აბსოლუტურ უვნებლობაზე და ყველა თავს იზღვევს. ჩვენს ხალხს კვებაში ზომიერების დაბალი განცდა აქვთ. რაც მეტს ჭამ გლუტამატიანს , უფრო მეტს ისტრესები კიბოს რადიკალებისგან.
მეცნიერება თვლის, რომ მთავარი მიზეზი ,რამაც გაანადგურა ნერვული სისტემები, შექმნა დამოკიდებულებები , გაახშირა — ალერგიები ,ეგზემები,ფსორიაზები, თირკმლის უკმარისობები , ღვიძლის დაავადებები ,გულის და სხვა ორგანოების გადაგვარება; სტენტირების ოპერაციები გულზე, დიაბეტი,დეპრესია, ნევროზი, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დავადებები ,ჭარბი ქოლესტერინი, ალცჰაიმერი, სკლეროზი, აუტიზმი ,ეპილეფსია, შიზოფრენია,თვითმკვლელობები , ჩიყვი და სხვები—— უკავშირება გლუტამატის საკვებ დანამატად გამოყენებას. მისი მოჭარბებით ტვინის სიგნალები იშლება. ეს სიგნალები მართავენ ადამიანის ჯანმრთელობას. ხელოვნური პროდუქტებით გაზრდილი ბავშვი ვერ იქნება ჯანმრთელი . ზოგი ექსპერტი კუდს უქნეეს თავისი ქვეყნის მთავრობას საკუთარი სატატუსის სიმყარისთვის , უარყოფითად აფასებს ნატრიუმის გლუტამატის საკვებში ასე ფართოდ გამოყენებას და ასკვნის, რომ მინიმალური დოზა დასაშვებია. ყველა განვითარებული ადამიანი გააკეთებს დასკვნას, რომ ხელოვნური კვება არ არის ჯანმრთელობის გარანტი. მეცნიერება ამტკიცებს გრანდიოზული კვლევებით, რომ გლუტამატის ნორმის დაცვით საკვებში ,შეგიძლია აიცილო ალცჰაიმერი და მითუმეტეს სხვა უამრავი დაავადება. დიდი სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებულია, რომ გლუტამატის სიჭარბე ახდენს ამინომჟავა ასპარტატის მატებას და აძლევს ბიძგს შიზოფრენიას, კიბოს, თვითმკვლელობებს ,დეპრესიას, ქცევით აშლას, აუტიზმს, ნევროზს, ალცჰაიმერს, ღვიძლის დაშლას და სხვა .
სურსათის უვნებლობის ევროპის დეპარტამენტები ,გლუტამატის , საკვებში არატოქსიური დოზის დაშვების შემდეგა ც აგძელებენ კვლევებ ს ტოქსიურობაზე, რომ უფრო ზუსტად განსაზღვრონ მისი დღიური ,არასასიკვდილო ნორმა . ეს ხალხამდე ხომ უნდა მიიტანოს ვიღაცამ. თუნდაც ის უთხრას ადამიანებს ,რომ მეტ ნაჭერ ძეხვზე და სოსისზე დაავადება დაგეწყება ან დიდხანს ვერ იცოცხლებ. ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული მედიცინაში და ამას პრაქტიკაში ხშირად ვნახულობთ. ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არავითარი ჩივილებით არ გამოირჩეოდა, რადგან სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და ღვიძლის დაზიანება არ ყვირის, საღამოს, შებოლილი კონსერვანტიანი პროდუქტის ჭამის შემდეგ იღუპება. შუადღიდან ფერმენტების გამომუშავება ჯანმრთელშიც ნაკლებია . სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და ქოლესატერინის სიჭარბის დროს, უმრავლესობა ფერმ,ენტები შემცირებული ან გამქრალია. დილით რომ ეჭამა, არ გარდაიცვლებოდა ჯერ. გლუტამატის დანამატებით კვება , განაპირობებს ადრეულ დემენციას და სამეცნიერო რწმუნებით ——არის მოკლე გზა ალცჰაიმერამდე. ფლავონოიდების თემაში დეტალურად ავხსენი, როგორ აცოცხლებს ადამიანს ხილი და ბოსტნეული ხანგრძლივი სიცოცხლით, აცილებს დაავადებებს . კიბოს თანამედროვე, ამერიკული უნიკალური პრეპარატების შემადგენლობაში ძირითადად ხილია. მეტი გლუტამატიანი საკვები ——–მეტი დაავადებაა.
თქვენ ზიხართ ტელევიზორთან ,უყურებთ სპორტულ თამაშებს. ტვინი აგზნებისგან შიმშილობს და მოხერხებულ კვებას ითხოვს. მთელი მატჩის განმავლობაში აკნაწუნებთ ჩიფსებს , სუხარიკებს, ხორცის სუნიან კრეკერებს, რომლებსაც გლუტამატი რომ არ ჰქონდეს დამატებული, გამხმარი მიწის გემო ექნებოდა. აკნაწუნებთ , იღებთ ჭარბ ხელოვნურ გლუტამატს და შორდებით ჯანმრთელ სიცოცხლეს. ზეგანვითრებულ ქვეყნების უმრავლესობაში, საკვებზე ასეთი დანამატების დამატება მკაცრად აკრძალულია. კონსერვანტის სახით ორგანიზმში შემოსული გლუტამატი იწვევს მალე დაგროვებას და ფონს ქმნის დაავადებისთვის. ორგანიზმისთვის აუცილებელ გლუტამატს, ისედაც შეიცავს ზოგი საკვები . გლუტამატის ბუნებრივად შემცველი საკვებიდან , ორგანიზმში ის ზედმეტი რომ მოხვდეს , ღვიძლი ნატურალურ გლუტამატს, მაშინვე ფიზიოლოგიურ ადგილს მიუჩენს. გლუტამატი ბუნებრივად არის საკვებში, რომლებსაც მისი დაქვეითების დროს ადამიანებს დიეტურად გაძლიერებულად ვაძლევთ——–ნიახური, ყურძენი, პომიდორი, ბარდა, ხახვი, კომბოსტო, მოლუსკები, ხორცი, სოკო . ამიტომ არის ნუტრიციულად აკრძალული ,ნიახურის ცოცხალი წვენის , დღიურად ორი სუფრის კოვზზე მეტის გამოყენება. ასე გლუტამატის დღიური დოზის გადაჭარბება მოხდება და საზიანოა. .სანამ ღვიძლს ძალა აქვს, ნატურალურ სიჭარბეებს ადვილად უმკლავდება და გზას აძლევს. კონსერვანტებით განადგურებულ ღვიძლს კი, ნატურალური გლუტამატის გადამუშავებაც არ შეუძლია. ამიტომაა, დაავადებების დროს დიეტები, როგორც სამკურნალო ღონისძიება. ნატრიუმის გლუტამატთან ღვიძლი ყოველდღე მარცხდება. ჭარბი ყველაფერი ტოქსიკურია. წყალიც კი. გონიერი ძველებისგან ხუმრობა ყველას მოუსმენია——-ყოველდღე ხაჭაპურის ჭამაც დაგაავადებს. ანუ ერთი და იმავე კომპონენტის ზედდებაზეა საუბარი.
დაუნის დაავადებას ასევე ფსიქიკურ სინდრომებს , აუტიზმს და სხვა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს აქვთ ხარისხები, ისევე როგორც ყველა დაავადებას. გლუტამატის სიჭარბის დროს უფრო მეტი ხარისხითაა გამოვლენილი აუტიზმი. ხოლო ,დაუნის სინდრომის დროს, უფრო ნაკლებ სხარტი და ნაკლებგონიერია ბავშვი, თუ გლუტამატი დაკლებული აქვს. გლუტამატი თუ ნორმაა , დაუნის სინდრომის დროს მაქსიმალურად გონიერი ბავშვები არიან და ისტორიაში , მსოფლიოში ცნობილი პიროვნებებიც იყვნენ. აუტიზმის რთული ფორმების რეგულირებას ვიწყებთ გლუტამატის ნორმაში ჩაყენებით და მასთან ასოცირებული ამინომჟავების ცვლების დაბალანსებით.
ცნობილი ამერიკული კვლევებია——-ნატრუმის გლუტამატის მომატებული დოზით ვირთხების ტვინი ნაწილებად იშლებოდა. ხოლო იაპონელი მეცნიერების კვლევებით ,ისინი გლუტამატის მომატებით ბრმავდებოდნენ .თელ-ავივის საგოლის ინსტიტუტის ნეირომეცნიერთა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ გლუტამატის მომატება ნერვულ უჯრედებს ბოლომდე თანდათან კლავს. საკვლელ პირვბში ,ინსულტის შემდეგ, მათ განახორციელეს ჭარბი გლუტამატის დაწევა. რამაც გამოიწვია ინსულტის მაღალი ხარისხის რეაბილიტაცია. არაექიმიც მიხვდება რამხელა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გლუტამატის ნორმას და მომატებულის დარეგულირებას.
გარედან შემოსული ნაგავი ღვიძლმა უნდა გაფილტრო ს . რა სიკეთეს და შედეგს ელი კონსერვანტებით დაფარული ღვიძლისგან. მაქსიმუმი ფილტვრის შემდეგ , დაღლილი და დაზიანებული ღვიძლი იძულებულია , რაც ვერ გაფილტრა შლაკი, სი სხლძარღვებზე და არტერიებზე დალექოს . გულის და ღვიძლის წამლებს სვამ და კონსერვანტიან ძეხვს და სოსისს აყოლებ . რა აზრი აქვს ამას. არ ვამბობ ნატურალიზმის ისეთ თეორიას მივყვეთ, მსოფლიოს ყველაზე დიდმა მოაზროვნემ– ჟან ჟაკ- რუსომ რომ წამოაყენა ანუ ისეთი პედანტიზმი, რაც გაშიშვლებას და ხეებზე შიშვლად აცვენას შეესაბამებოდა .არ ვამბობ ——არასოდეს არ ჭამო შებოლილი ძეხვი ან სხვა . აქცენტი მაქვს მხოლოდ იმაზე, რომ——– ეს შენი ცხოვრების მყარი , ყოველდღიური სტილი არ გახდეს. მეტი ნატურალური უნდა მისცე ორგანიზმს ,რომ მეტი სასიცოცხლო წლები მოიპოვო.
მსოფლიო მედიცინა წინ მიდის. გენური ინჟინერიით მიიღეს მედიკამენტები, რომლებიც კუნავენ უკურნებელ დაავადებებს –ალცჰაიმერს , სახსრებს, გულს . ღეროვანი უჯრედების გადანერგვა შედეგებს აღწევს . მაგრამ, ,ეს ხომ დროებითია. ადამიანებმა, ღეროვანი გადაინერგეს ,მაგრამ გარკვეულ დროში ისევ დაუძლურდნენ. ხანგრძლივი შედეგის და მეტი სიცოცხლის მომცემი მხოლოდ ნატურალური კვებაა . სიცოცხლის გახანგრძლივება, ჯანსაღ კვებაზე ყველაზე რეალურად არის დამოკიდებული.
ეწ კვებითი დანამატების ასე გაუაზრებლად მიღება,უფრო დამზიანებელია, ვიდრე აფთიაქის ქიმიური წამლის. მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანელმა ნუტრიციოლოგმა- რატკლიფმა, რომელიც მთავარი ექსპერტია ამ საქმეში ,განაცხადა———-ყველა ორგანიზმს აქვს ინდივიდულაური მოთხოვნა ვიტამინებზე და ნივთიერებეზე, ამიტომ ვიტამინზე ზოგადი რეკომენდაცია რეკლამის მიხედვით სრული აბსურდი და ძალიან დამზიანებელია . სიცოცხლისთვის დაუშვებელია რეკლამის საფუძველზე დანამატის მიღება——–ეწ დანამატი ხომ წამალია, უფრო მეტდოზიანია თან ნატურალური და უფრო ძლიერ მოქმედი .მისი დამატება ექიმების მიერ იუველირული შერჩევით ხდება ბიოქიმიის გათვალისწინებით და სპონტანურად ,ექიმის გარეშე დამზიანებელი და სასიკვდილოა. .ის არის ის, რაც გაკლია ან ჭარბი გაქვს . არ იცი რამდენი გაქვს და იღებ. რამდენიმე ვიტამინის სიჭარბით იწყება კიბო.
ადამიანები ავად ხდებიან იმის გამო, რომ 27 წლიდან ბუნებრივად ხდება სხვადასხვა ნივთიერებების, ზოგის პათოლოგიური მომატება ,ზოგის კი დაქვეითება. მეცნიერულად სიბერის დასაწყისი კონსტანტირებულია, 27 წლიდან .რადგან, ამ დროიდან ძვალი დაბერებას იწყებს . 27 წლიდან ჯანმრთელ ადამიანსაც, პირადი ექიმისგან პერიოდული მართვა სჭირდება ,რომ ეს სიჭარბე ან ნაკლოვანება დაალაგოს . რადგან, შემცირებული ან მომატებული ნივთიერებები, არის მძიმე დაავადებების ფონი. თანამედროვე ადამიანს , როგორც პირადი სტომატოლოგი, სტილისტი, მითუმეტეს ისევე სჭიდება პირადი ექიმის მუდმივი კონტროლი. რადგან, თანამედროვე დაავადებები ჩივილებით არ ყვირიან. სიცოცხლე კი ყველაზე მაღალი ღირებულებაა.
მთელს მსოფლიოში გახმაურდა, ცნობილი ამერიკელი ექიმის ,მსოფლიოში ყველზე ცნობილ სამედიცინო გამოცემაში დაბეჭდილი კრიტიკული სტატია ,რომელშიც ის აღწერდა ,როგორ მოიწამლა ჩინურ რესტორანში გლუტამატით . ამ ფაქტის შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა ტერმინი——–ჩინური რესტორნის სინდრომი. ამ ექიმს ჭარბი გლუტამატისგან სიკვდილის საფრთხე დაემუქრა—–კისერი შეუშუპდა, რაც ხორხის შეშუპების და მოხრჩობის გარანტია . აღენიშნა უძლიერესი არითმია, რამაც გულის გაჩერების საშიშროება შექმნა .მან და ექსპერტი ექიმების ჯგუფმა ეს დააბრალა საკვებში დამატებულ ჭარბ გლუტამატს. რასაც ჩვენი მოსახლეობა ყოველდღე იწოვს ნაყიდი არანატურალური პროდუქტებისგან .
ადამიანი ნერვული წნულების ბადისგან არის აგებული . ნერვული სისტემის ზიანი ყველა დაავადების ბაზისია. ჭარბი გლუტამატი ანადგურებს ნერვულ სისტემას.
ადამიანი ისწორებს ხასიათს—– შებოლილებით, ჩიფსებიოთ, ხრაშუნებით, კრეკერებით, კონსერვებით , სპორტული დანამატი სითხეებით, მშრალი მზა ნამცხვრებით და სხვა. ნაგვის გაფილტვრით წელში მოხრილ ღვიძლს ,ეპიფიზისგან დავალებული აქვს ათრიოს კოსერვანტებით გაბერილი სხეული, რომელიც ადამიანებმა ღორმუცელობისგან დააგროვეს .
ხშირად ადამიანები, კონსერვანტების გამო თავისუფალი რადიკალების და მძიმე მეტალების საბადო არიან და შემდეგ აოცებთ კიბო საიდან მოვიდა. ჩემი აზრით, სახელმწიფო პროგრამა უნდა მუშაობდეს ოქსიდაციური სტრესის ხარისხის დადგენის. ეს იქნება უნიკალური მიდგომა კიბოს და რთული დაავადებების პრევენციისთვის. რომელიც არც ისე ძვირი იქნება. რადგან ,არავითარი შანსი არ არსებობს კიბო ან მძიმე დაავადება დაიწყოს, თუ ოქსიდაციური სტრესი ზენიტს არ მიაღწევს. ე ქიმმა კი უპირველესად, ამ სტერსის კატეგორია უნდა დაადგინოს.
მარკეტში ,მხოლოდ, მაღალი ხარისიხის პროდუქტი ეძებეთ. აიღე პატარა მიწის ნაკვეთ, დათესე ფხალი, ბოსტნეული ,დარგე ხილი. ჭამე ბევრი ხილი და თხილეული. ესაა ხანგრძლივი სიცოცხლისკენ ყველაზე სწორი გზა. ზოგი ქვეყნის სურსათის უვნებლობის სამსახურებმა დაადგინეს გლუტამატის მაქსიმუმი დოზირება,მხოლდოდ ,10 გრამი ერთ კგ პროდუქტზე. მაგრამ, ჩვენში ბევრი ჭამის სტილია და ამ არცისე საიმედოდ დადგენილი პარამერტის , ძლიერი გადამეტება ხდება ყოველდღიურად.
მოჭარბებული გლუტამატი იმუნიტეტის ბოლომდე დამზიანებელია . ნარკოტიკის და პლანის მომხმარებლების შვილებს დაბადებიდან დაზიანებული გლუტამატი აქვთ.