დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება უფასოდ 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე შეეძლებათ.
ვაქცინის გაკეთება 6 თვის ასაკიდან ყველას მოქალაქეს შეუძლია.
“ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა”, – ნათქვამია NCDC-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 20 ნოემბერს თქვა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.