ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, გია კიკაბიძეს, კორონავირუსი დაუადსტურდა. ვირუსსზე, დადებითი პასუხი კიკაბიძემ გუშინ მიიღო. როგორც გურიის მოამბემ გაარკვია, კიკაბიძე ამჟამად, საკუთარ კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: _ თავს კარგად ვგრძნობ. მითხრეს, რომ კოვიდსასტუმროში გადავსულიყავი, თუმცა, ჩემს კლინიკაში დარჩენა ვარჩიე. აქ პაციენტებსაც მივაქცევ ყურადღებას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კიკაბიძემ.
გია კიკაბიძე ბოლო რამდენიმე თვეა სპიკერის ფუნქციას ითავსებს. სწორედ კიკაბიძე აცნობს საზოგადოებას ინფიცირებულთა სტატისტიკას ყოველდღე. “გურიის მოამბე” გამოჯანმრთელებას უსურვებს ბატონ გიას.
რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას აჭარაში _ ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 420 პაციენტი (დღემდე გამოჯანმრთელებული 28 345 პაციენტი) დაფიქსიედა 142 ახალი შემთხვევა. კლინიკა დატოვა 84-მა პაციენტმა. კრიტიკულად, მართვით სუნთქვაზე 38 პაციენტი იმყოფება. ამ დროისთვის, აჭარაში სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს 728 პაციენტი; კოვიდ სასტუმროში – 822 პაციენტი, ხოლო ონლაინ კლინიკაში 2 315 პაციენტი.
მსგავსი სტატიები
- 84
გურიის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს კახა მურადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენი ინფორმაციით მურადაშვილი მკურნალობას თბილისში, საავადმყოფოში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არსებული ინფორმაციით, მურადაშვილი ვირუსით ბათუმში, აქციებზე, მაშინ დაინფიცირდა, როცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტს თანამშრომლებთან ერთად დახმარებას უწევდა
- 83
ისევ და ისევ კოვიდის ირგვლივ მედიცინის მეცნიერებაში სტატისტიკას, განმსაზღვრელი როლი აქვს ექიმის აზროვნების დროს. როგორც მსოფლიო სტატისტიკას ისე ლოკალურს. ზოგადად, ადამიანი ყველგან ერთნაირია .მაგრამ, გეოგრაფიული არელის მიხედვით, ადამიანების ფიზიოლოგიური ცვლები და იმუნობიოლოგიური სტატუსები მკვეთრად განსხვავედება ერთმანეთისგან. საქართველოს ერთი სოფლიდან ,მეორე, ახლომდებარე სოფელში რომ დაისვენოს მოზარდმა, ეს შეიძლება, მისთვის კურორტი და…
- 82
- 81
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 064-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 740 ადამიანი, 42 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 212526-ს შეადგენს. აქედან 188408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2182 გარდაიცვალა.