დავით მდინარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. თავდაპირველად ვაქცინას მედპერსონალი გაიკეთებს.

დილიდან, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო ოზურგეთშიც.

ოზურგეთის კლინიკა “მედალფას” დირექტორი დავით მდინარაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა.

“იმედი მაქვს დღეიდან დაიწყო კორონავირუსის დასასრულის დასაწყისი”- განაცხადა მდინარაძემ აცრის შემდეგ.

შეგახსნებეთ,AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა, რომელიც მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი, საქართველომ 13 მარტს მიიღო.

გურიაში სულ 1100 დოზა ვაქცინა შემოვიდა.აქედან 600 ოზურგეთისთვის,300 ლანჩხუთისთვის და 400 ჩოხატაურისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share