„გადავსებულია ამერიკაში როგორც ჰოსპიტლები, ისე ინტენსიური დახმარების ბლოკები. სასწრაფოებს ვეღარ მიჰყავთ პაციენტები ჰოსპიტალში. საბედნიეროდ, ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება, ეს უდიდესი დამსახურებაა ჯანდაცვის, რომელიც ბრწყინვალედ მართავს პაციენტებს ისე, როგორც შესაძლოა ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მართავს. ამერიკაში 2700 შემთხვევა იყო სიკვდილობის. ასეთი მაღალი სიკვდილობა არ ჰქონია ამერიკას ერთი წელი. ახლა უძახეთ [ომიკრონს] მსუბუქი. არის მსუბუქი, მაგრამ შემთხვევათა დიდი რაოდენობის ხარჯზე, მეტ სიკვდილობას იძლევა“, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.