ნებისმიერ დროს შესაძლებელია დასრულდეს გულის გაჩერებით – რატიანი 27 წლის ექთანზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, 27 წლის ექთნის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ნებისმიერ დროს შეიძლება გული გაუჩერდეს.

“მინდა გითხრათ, რომ ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ დადებითი ეფექტი კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით”,– თქვა ლევან რატიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share