ისევ ქოლესტერინზე და სასიცოცხლო ნაღვლის მჟავებზე
წარმოდგენა გქონდეს რეალურად რა გკლავს და რა გაჯანმრთელებს.
ეპიფიზი, ქოლესტერინის ინდივიდუალური მონაცემით, ზუსტად გისაზღვრავს, რამდენ ხანს იცოცხლებ.
ზუსტად დადგენილია მედიცინაში—————-რა შემთხვევაში იცოცხლებ 100 წელზე ბევრად მეტ ხანს.
ყველა დაავადებას აქვს მაგისტრალური და კარდინალური მიზეზი. არსებობს ბოლო აკორდული მიზეზიც დ ა ეს ერთი და იგივეა ყველა დაავადების მექანიზმში. ღვიძლი ადამიანის სიცოცხლის ხიდია, ხოლო ნაღველი კი მის ქვეშ გამავალი მდინარე. სუფთაა თუ მღვრიე ეს მდინარე, ზუსტად ამაზე ა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა. ნაღვლის წვენის და მისი მჟავების არაფიზიოლოგიური სტატუსით—–წვენის სიჩქარის დაქვეითებით და მჟავების ფუნქციური გადახრით ზიანდება, არა მარტო ღვიძლი და კუჭ- ნაწლავი, არამედ ყველა ორგანო. ეს მიზეზი ართულებს ცხოვრების ხარიხსს , ამოკლებს სიცოცხლის წლებს და მთლიანად განკარგავს სიცოცხლის ხარისხს . ნაღვლის ბუშტი ამ ქვეყანაში , ყველაზე გამოუსადეგარ ბუშტად იყო ჩათვლილი 80 პროცენტის მიერ და ადვილად ხდებოდა მასთან დამშვიდობება. მაგალითად, გაქვს ან ვირუსი ან ტრავმა ან ყურის ანთება ან სხვა ,რომელიც თითქოს , სანაღვლე გზებს პირდაპირ არ ეკვანძება. მაგრამ, ხედავთ, რომ ენა თეთრად ილესება. ენა ისევე როგორც თავის ტვინის ემერტეს დასკვნა, ამინომჟავების ანალიზი და თვალის ფსკერი გამოცდილი ექიმისთვის კომპასია, რომელზეც მთელი ორგანიზმის ვითარება და სასიცოცხლო პერსპექტივები ზუსტად იკითხება .ნებისმიერი პათოლოგიის დროს ენაზე კოპირებულია ნაღვლის წვენის და მისი მჟავების დესტრუქციის ხარისხი. ანუ ნაღვლის პრობლემა ლაკმუსია ყველა დაავადების.
ეპიფიზი, სამყაროს მმართველებთან ერთად აკონტროლებს ორგანიზმს .დაავადების და სიკვდილის საშიშროების დროს ,იძლევა სიგნალებს ჩივილების სახით. ბევრჯერ ავღნიშნე —–სიცოცხლე კოსმოსიდან თავისი ენერგიით შემოდის ყვითელ ნაღველში და იბუდებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში. ეპიფიზის ეგიდით სიცოცხლის ხანგრძლივობას საზღვრავენ და აკომპენსირებენ ნაღვლის მჟავები . მათი გადაადგილების ნორმული ტემპ ი და ფიზიოლოგიური ქმედებები—–ეს არის ჯანმრთელი ადამიანი. ნაღვლის მჟავების გადახრის დროს ამინომჟავები თანდათან ნადგურდება. ადამიანი არის ამინომჟავების მილიონობით ბიოქიმიური რეაქციების ჯაჭვების, უგრძელესი მწკვრივისგან შემდგარი . სადაც წინასწარაა სიცოცხლის გზა ჩაწერილი. სამყარო საშუალებას აძლევს ექიმებს, გონიერი ჩარევით დაავადებების დროს დარღვეული , ეს ჯაჭვი გააუმჯობესონ.
მსოფლიო მედიცინის ხანგრძლივი ცდებით დამტკიცებული აქსიომაა——–ნაღვლის მჟავების დაქვეითება ნიშნავს უპირობოდ მომატებულ ქოლესტერინს და ბევრ შემთხვევაში ნაღვლის კენჭებს. რა არის ნაღვლის მჟავების ფუნქციები, თუ ისინი ფიზიოლოგიურ ნორმაში არიან—–რეალურად აძევებენ ჭარბ ქოლესტერინს ორგანიზმიდან ; ;იცავენ უპირველესად ,კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის, შემდეგ კი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას; ;ბ ოლომდე გამოდევნიან ჭარბ ქოლესტერინს ;მხოლოდ მათი საშუალებით შეიწოვება სწორი ბიოქიმიური ფორმით —ცხიმში ხსნადი ვიტამინები——ა, დე , კა, ე , რომელთა ნაკლებობა , მძიმე დაავადებებია, ხოლო მეტობა კიდევ უფრო მძიმე ; ნაღვლის მჟავები ქოლესტერინს ხსნიან ნაღველში ანუ ხსნად მასად აქცევენ და ის ვეღარ ეწებება სისხლძარღვის კედლებს ;ასტიმულირებენ ქოლეცისტოკინინს, რაც მონელების და დახვეწილი ფიგურის ერთ-ერთი დიდი გარანტია. ;ააქტიურებენ და ამუშავებენ ლიპაზას და ამის გამო ნაწლავებიდან ცხიმებს სწორი ბიოქიმიით იწოვენ, შედეგად კი ადამიანს არც ქრონიკული დიარეა აქვს არც ეპიზოდური აშლა. ღვიძლის ლიპაზა აკონტროლებს იმ მეტაბოლიზმს, რომელიც ხდება ქოლესტერინის გადატანის დროს. ლიპაზამ —უნდა გამოაცალკევოს ქოლესტერინი, რომ ჭარბი გარეთ გამოძევდეს. ამას დროებით ერთ კურსად დალეული ლიპაზა ვერ შეძლებს, თუ ნაღვლის მჟავები და წვენი პრობლემაშია. ამიტომ ,მკურნალობა შედეგიანი მხოლოდ მაშინ არის, თუ საწყისი მიზეზების აღკვეთით ვიწყებთ. დაზიანებული —–ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის და ზრდის ჰორმონის ფონზე , ლიპაზა ტრიგლიცერიდებს ვერ აცალკევებს ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად ანუ ვერ ახდენს ლიპოლიზს .ადამიანი ამ დროს ან ქოლესტერინ მომატებული რჩება ან მსუქანი ან ორივე ერთად ან პათოლოგიურად გამხდარი. ლიპაზა ,ეპიფიზიდან ანუ სამყაროდან ადამიანის მაკონტროლებელი ძალიდანაა გამწესებული ——— ნაღვლის მჟავების სასიცოცხლო მეთვალყურედ . საწყის მექანიზმში ყველა კიბო გადაჯაჭვულია ლიპაზებთან, გასტრინთან , სომატოტროპინთან ანუ ზრდის ჰორმონთან და სომატოსტატინთან. ლიპაზები გენებით კოდირებული ცილებია. ლიპაზა ნორმულად შლის ,მხოლოდ ნაღვლის მჟავებით ბიოქიმიურად სწორად დამუშავებულ ცხიმს. ანუ ლიპაზა, გასტრინი , სომატოსტატინი და სომატოტროპინი პარალიზებული არიან ნაღვლის მჟავების დეფექტის დროს. მსუქანი ადამიანი მხოლოდ მაშინ დაიკლებს დიეტების გარეშე, თუ ლიპაზის და ნაღვლის მჟავების ბიოქიმიური ურთიერთობა სწორად წარიმართება. ზრდის ჰორმონის, გასტრინის, ლიპაზის , სომატოსტატინის და ნაღვლის მჟავების ადექვატური ბიოქიმიური ურთიერთტანდემი ნიშნავს ——–კიბოების არარსებობას. ყველა ტიპის კიბოს პროგრამა, თუნდაც მკერდის კიბოს—– სანაღვლე გზებში და ღვიძლში იწერება.
ლიმფური კვანძების, რომელსაც ხალხი ჯირკვლებს უწოდებს- შესიება და გამკვრივება დაკავშირებული ა დეფექტური ნაღვლის მჟავების აკუმულირებასთან. ამ ფონზეა ნებისმიერი ი ნფექციის აფეთქება.
მაგალითად ,ავიღოთ ნაღვლის მჟავებიდან ერთი ——-რას აკეთებს ურსოდეოქსიქოლის მჟავა . ის ახდენს ღვიძლის უჯრედების მუდმივ კონტროლს და დაცვას, მომატებული ნაღვლის სხვა მჟავების მარილების შხამიანი ზეწოლისგან. ის ორიენტირებულია მხოლოდ, ნაღვლის ლიპოფილური მჟავების შეწოვაზე. ლათინურად ლიპოფილური ნიშნავს მეგობრულ ცხიმს. ლიპოფილური ცხიმის შეწოვა ორგანიზმს სასიცოცხლოდ სჭირდება. უცხიმოდ ადამიანი კვდება. ურსოდეოქსიქოლის მჟავა ეხმარება ნაღვლის წვენს, რომ ის ბიკარბონატებით გაჯერებული წარმოიქმნას .სწორედ ამის შედეგია ნაღვლის წვენის დინების გაზრდა .რადგან , ბიკარბონატებით გაჯერების დროს არ არის აციდოზი. ნაღვლის წვენის დინების ოდნავ შემცირება უკვე დაავადებებია. უფრო მეტად შემცირება—– უფრო მძიმე დაავადებებია .დინების ძლიერი შემცირება —– კიბოებია. ნაღვლის წვენის დაბალანსება ,არის მედიცინის მთავარი საიდუმლო და ადამიანის ნაადრევი სიკვდილისგან ხსნის გზა. ამ გზაზე არაქცენტირება, არასწორი მკურნალობა და ადამიანის დაზიანებაა დახმარების ნაცვლად. ნაღვლის წვენის დინების გაზრდა ყველა ბიოქიმიურ–ფიზიოლოგიური პროცესის სტიმულატორია .უპირველესად კი ჰორმონების ნორმული ცვლის გარანტია. ასევე, ყველა ნეირო და ნევროლოგიური პროცესების გაჯანსაღების და ნეიროტრანსმიტერების, სიცოცხლის სასარგებლოდ ამუშავების. ნუთუ რომელიმე ექიმს უნახია დაავადებული ადამიანი ——–ან მძიმე დეპრესიით ან ფსიქიკური სტატუსით ან კიბოთ ან პოდაგრით ან ჩიყვით ან შაკიკით ან ინფარქტით ან ინსულტით ან ს ხვა და მას ჰქონდეს ჯანსაღი ღვიძლი, ჯანსაღი ნაღვლის ბუშტი და ნორმაში მოფუნქციონირე ნაღვლის მჟავები? ეს რომ ვინმეს ენახოს არ არსებობს. აბსურდია არსებობდეს ნებისმიერი მძიმე დაავადება, ჯანსაღი ფიზიოლოგიიის ნაღვლის მჟავები თ და დინამიკური დინების ნაღველით. მე არ მინახია არც ინსულტით, არც შაკიკით არც პოდაგრით არც ჩიყვით და არც სხვა დაავადებით დაავადებული, სანაღვლე გზების ღია ან ლატენტური პრობლემა რომ არ ჰქონდეს .რადგან,დაზიანებული ღვიძლი და სანაღვლე სისტემა, ესაა დაავადებებისთვის ფართოდ გაღებული ჭიშკარი. ამიტომ არის, ნებისმიერი ორგანოს მკურნალობის დროს, ფონურად ვმკურნალობ ღვიძლს, რაც ასევე გულისხმობს ნაღვლის მჟავების დაბალანსებას.
ნაღვლის ნორმული მჟავები აქტიურად იბრძვიან, ტოქსიკურად გადაგვარებული ნაღვლის მჟავების და ყველა სხვა ტოქსინის ორგანიზმიდან გაძევებისთვის. ამ გადაგვარებული მჟავების ტოქსიკურობის გამოა——-თავბრუხვევები, წნევა, შეტევები ——-პოდაგრის, შაკიკის, მაღალი წნევის, კენჭის გავლის , გულის , თირკმლის, ნაღვლის ბუშტის და სხვა. მხოლოდ —–ნორმული დინამიკის ნაღველი და მისი მჟავები ახდენენ ——–ლიმფის, სისხლის, ორგანოების, არტერიების, სისხლძარღვების გაწმენდას. უმწეობაა სისხლძარღვის ან სისხლის გაწმენდა რაღაც მცენარით, როცა მეორე წუთში ტოქსიკური ნაღვლის მჟავებით დაშლაკული ნაღვლის წვენი ტოტალურად აბინძურებს სისხლს და ყველა ორგანოს.
მაგალითად ,თქვენ აგეწიათ წნევა —-130ზე ან 140ზე და უკვე ძლიერი დისკომფორტი გაქვთ. მცდარი და არასწორი სტრატეგიით სვამთ წნევის დამარეგულირებელს და საფუძველს უყრით, გულის სარქვლის თანდათან განადგურებას და კოლაფსის ფონით უეცარ სიკვდილს. ამ დროს სისხლი და ლიმფა სავსეა ნაღვლის ტოქსიკური მჟავებით, რადგან მათი ბალანსი დარღვეულია. ნაღვლის ტოქსიკური მჟავები განაპირობებენ მცირედ აწეულ წნევაზე თავის ტკივილს. რადგან ,ამ დროს სრულად იშლება ამონიუმის ცვლა. ამონიუმი შარდოვანად ვერ გადაიქცევა და ტოქსინები მრავლდება. რისი მექანიზმი უამრავჯერ ავხსენი. ესაა შაკიკის და სხვა დისკომფორტების მთავარი მექანიზმიც.
ხანგრძლივი მეცნიერული დაკვირვებებით საბოლოოდ დადასტურებულია———- ჭარბი ქო ლესტერინის წარმოქმნის შემცირებაში, მთავარი მონაწილეობა აქვს ნორმაში მყოფ ნაღვლის მჟავებს. ვინც ბიოქიმიის დეტალური გააზრებით ვმკურნალობთ ქოლესტერინის სიჭარბეს , მთავარ ორიენტირად გვაქვს ნაღვლის მჟავების დაბალანსება. ნაღვლის მჟავები ქოლესტერინის მოლეკულებთან ბიოქიმიური ურთიერთობის დროს, ქოლესტერინს აკარგვინებენ სიმკვრივეს და აქცევენ თხევად მასად. შედეგად არ არის ქოლესტერინის სიჭარბე. რადგან თხევადი ფორმით, ზედმეტი ქოლესტერინი ადვილად გამოძევდება. ხოლო თუ ეს ბიოქიმიური რეაქცია არ შედგა , ზედმეტი ქოლესტერინი ძალიან მკვრივი რჩება და ორგანიზმიდან ვერ გადის. თუ ნაღვლის მჟავებიც ნორმაში ჩადგება და ნაღვლის ადექვატური რითმი აღდგება, სწორი და თანმიმდევრული მკურნალობით მთლიანად იშლება ნაღვლის ბუშტის ——ქოლესტერინული ტიპის ქვები. ასეთი ტიპის ქვები ნაღვლის ბუშტის ქვების სახეობების 70 პროცენტია. როცა ითვლებოდა, რომ კონკრემენტებიანი ნაღვლის ბუშტი უპირობოდ ამოსაღები იყო, ეს წარმოადგენდა უდიდეს შეცდომას. არის თერაპიული , მწვავე ვარიანტები, როცა მართლაც ექვემდებარება ნაღვლის ბუშტი აუცილებელ ამოკვეთას.
სამყაროდან ადამიანში სიცოცხლის მაქსიმალურად გასახანგრძლივებლად მოვლენილი ნაღვლის მჟავები, თუ ფიზიოლოგიურ ნორმებში არიან, მაშინ თერაპიულ სასწაულებს აკეთებენ. კერძოდ, ბლოკავენ უმძიმეს და სასიკვდილო დაავადებების გამომწვევ —–HLA ანტიგენების მიერ ორგანოების უჯრედებზე გამანადგურებელ ზიანს. Hla ანტიგენების ზეწოლით , ციტოკინების და ინტერლეიკინების პათოლოგიური მატება, თანდათან სასიკვდილო ზიანს აყენებს და შლის ———სახსრებს ,ღვიძლს, გულს, ტვინს და სხვა ორგანოებს. ეს არის ძლიერ დაზიანებული ორგანოების წამყვანი მექანიზმი . ამ მექანიზმით იშლება სახსარი, ასე ჩნდება———- ციროზი, კიბოები, ტვინის გლიოზები ; გულის ოპერაციის , სტენტირებების საჭიროება; თირკმლებში სასიკვდილო მემბრანოზული გლომერულოპათიები, ფილტვის შეუქცევადი დაავადებები, ასთმა, ქრონიკული რინიტი,დიაბეტის მძიმე ფორმები, ინსულტის მკვეთრი ფონი, ამოკვეთის საჭიროებამდე მისული ორგანოები და სხვა. ნაღვლის მჟავები თუ ფიზიოლოგიურ ნორმაში არიან——ისინი hla ანტიგენების, ასევე, ნორმიდან გადახრილი ციტოკინების და ინტერლეიკინების განეიტრალებას ახდენენ. ანუ სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა წყდება—- ღვიძლში , ნაღვლის ბუშტში და ნაღვლის წვენში. წარმოუდგენლად მიმაჩნია ნებისმიერი ორგანოს დაავადების მკურნალობის დროს, პირველივე კურსში ღვიძლის აღდგენის დაწყების სამკურნალო პოზიცია არ ჩავსვა. რაც გულისხმობს ნაღვლის მჟავების რეგულირებას. აზრიც არა აქვს სხვანაირად და აბსოლუტურად უშედეგო იქნება სხვა ტიპის მკურნალობა. მაგალითად ,ამიტომ იწყება სახსრების მაღალი დონის მკურნალობა, ღვიძლის და სანაღვლე გზების რეგულირებით.
თუ ნაღვლის წვენში ნაღვლის მჟავების ნორმული დონეა, პარაზიტები და ბაქტერიები ორგანიზმში არ არსებობს. დეგრადირებული ნაღველი არის პარაზიტების საცხოვრებელი სავანე მთელს ორგანიზმში . ამღვრეული, ჭუჭყიანი, გასქელებული, შენელებული ტემპის ნაღველი , პარაზიტებისთვის ადაპტირებული გარემოა. ისინი ჯანმრთელ ორგანიზმში არ იბუდებენ. დღევანდელმა ეკოლოგიამ, გაუკონტროლებელმა კვებამ, უკონტროლო საცხობებმა და მარკეტებმა, არანატურალურმა კვებამ, პირველადი ჯანდაცვის რგოლების მოდუნებამ, იოდდეფიციტის ენდემიური კერის არეალში ცხოვრებამ, ცხოვრების დაბალმა ჰიგიენურმა დონემ—-გამოიწვია ღვიძლის და სანაღვლე გზების მასიური დასუსტება და პარაზიტების უზომოდ გამრავლება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დღეს ადამიანთა 80 პროცენტი აგრესიული პარაზიტების თერაპიული პროტექტორატის ქვეშ არიან. ნეგატიური აგრესიული პარაზიტები ბიოლოგიურ მიმიკრიას ახდენენ და ლაბორატორიული ტესტებისთვის შეუმჩნეველი არიან. ამის შედეგია ღვიძლის დასუსტება და ნაღვლის მჟავების ფუნქციების უკიდურესი და მასიური დაკნინება.
ფიზიოლოგიურ ფარგლებში მყოფმა ნაღვლის მჟავებმა უნდა აღკვეთონ, როგორც ყაბზობა, ისე აშლა, რომელთა საბოლოო შედეგი სიმსივნეებია. დაამკვიდრონ საკვების ადექვატური შეწოვა. ამ შემთხვევაში არ იქნება მალაბსორბცია და დიზბაქტერიოზი, რომლის შედეგად ზიანდება ღვიძლი; ვიტამინების და მინერალების შეწოვა ვერ ხდება და შესაბამისად, ვითარდება უამრავი დაავადება. ნორმაში მყოფი ნაღვლის მჟავები ახდენენ ნაღვლის წვენის დროულ გადაადგილებას .ყოველი შენელებული ნაღველი ახალი დაავადებაა. სამედიცინო სტანდარტით სიკვდილი ბიოქიმიურად საბოლოოდ სტატუსდება ,არა გულის გაჩერების დროს,არამედ ნაღვლის წვენის მყარი გაჩერების დროს. რადგან, გაჩერებული გული ამუშავდება, მტკიცედ გაჩერებული ნაღველი კი ვერა. არცერთი დაავადება არ მოურჩება ცეჰეპატიტგადატანილებს, თუ მუდმივად ნაღვლის კომპენსირებას არ მოახდენენ.
შაკიკის ფონის ადამიანებში, როცა ნაღველი ოდნავ შენელდებ ა , დაუმუშავებელი საკვების ერთი ნამცეცი მაინც, დამპალ სეგმენტად გადაიქცევა. სწორედ ესაა ერთი მთავარი ეპიზოდი შაკიკის შეტევის რთული კომბინირებული მექანიზმიდან. ნორმიდან გადახრილმა ნაღვლის მჟავამ ვერ შეძლო ლპობადი სეგმენტის დამ უშავება და შეწოვა, გასტრინისა და ლიპაზას პარალიზების გამო. რამაც დაარღვია ამონიუმის ცვლა და ამონიუმი ვეღარ ახერხებს შარდოვანად გადაქცევას. ამ დროს ძლიერად ირღვევა ამინომჟავების ცვლა და ბალანსი .უცებ გროვდება ტოქსიკური ნაღვლის მჟავები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები და იწვევენ თავის ტკივილებს. ყოფილა შემთხვევები შაკიკის შეტევა უცებ შემიჩერებია. შაკიკის დროებით შეჩერებას ყველა ექიმი შეძლებს და ყველა არაექიმიც, თუ დააზუსტებს——- რამდენია წნევა. ნაღვლის მჟავების ტოქსიკური ამბოხის დროს , თავის ტვინის სისხლძარღვები ეხვევიან შხამიან გარსებში, სისხლძარღვის კედლების დრეკადობა დაცემულია და აპარატი ზუსტ წნევას არ აჩვენებს. სართოდ კი, მექანიზმის გათვლით ძირფესვიანად უნდა შაკიკის მკურნალობა . რომელიც რეალურად რჩება და უკვე ამის ბევრი მაგალითი მ აქვს. შაკიკის სრული მკურნალობის დროს ,მთავარია აღდგეს ღვიძლის დარღვეული 50 ზე მეტი ფუნქცია. ბიოქიმიურად უნდა გასწორდეს შარდოვანას დანგრეული ციკლის ყველა სტადია. სიცოცხლესთან ადექვატური უნდა გახდეს ნაწლავების ბიფიდოფლორა. ყურადღება უნდა მიექცეს ღვიძლის ფარულ ან ღია ჰემანგიომებს, რომლებიც ღვიძლის ფუნქციებს პერმანენტულად აზიანებენ და ნაღვლის მჟავები მწყობრიდან გამოყავენ. სამწუხაროდ, ხშირად ღვიძლის ჰემანგიომებს ჰაეროვანი ახსნა აქვთ და ვერ ხდება მათი მკვლელი მოქმედების გააზრება. ასე რომ შაკიკის მრავალფუნქციური მექანიზმის გამოსწორება საჩქაროა . რადგან , ყოველი ახალი დამპალი სეგმენტის ფაქტორი , ჰიპოფიზის ნაადრევ ინვოლუციას იწვევს და ადამიანის სიცოცხლის წლებს ძლიერ ზღუდავს .შაკიკი ეპიფიზის დიდი სიგნალია, რომ სიმსივნე რაღაც დროში, რომელიმე თაობაში, ორგანიზმის კარს მოადგება. თუ ახლო გენეტიკაში კიბო გაქვთ, იმ ორგანოს გაჯანსაღებაზე გადაიტანეთ აქცენტი. საერთოდ, სამყაროდან ადამიანში, ყველა ფაქტი გამაფრთხილებელ სიგნალებს ექვემდებარება და მათი იგნორირება სიცოცხლის შეზღუდვაა .დაუთვლელი მაგალითების მოყვანა შემიძლია ამაზე. ვერ ვახერხებ ტექსტის შეზღუდვის გამო .მაგალითად, თუ თავის პერიოდული, შემაწუხებელი ტკივილია, არ არსებობს, რომ რაღაც დროში აუტოიმუნური ჩიყვი არ ჩამოყალიბდეს.
მსოფლიო მედიცინის მეცნიერებამ უკვე მყარად დაადგინა——–ღვიძლს თანდათან შლის და ღვიძლის ფუქციებს აზიანებს ——-ნაღვლის წვენის არასტაბილური ბალანსი. დაავადების და დისკომფორტების დროს, ზიანის მთავარი ხაზი გადის ——მოძრაობაშენელებულ და დაუბალანსებელ ნაღვლის წვენზე .რაც უფრო დუნდება მისი სიჩქარე, ორგანიზმი ნაკლებად შეიწოვს——ნაღვლის მჟავებს, შედეგად ქოლესტერინის სიჭარბეა და შესაბამისი სასიკვდილო რისკების ზრდა. ამიტომ ვერ ხდება ქოლესტერინის შეწოვა, დაშლა , განაწილება და ის ილექება და გროვდება სისხლძარღვების კედლებზე. ვერ ხდება ნაღვლის მოდუნების დროს კა ვიტამინის შეწოვა. ეს კი თრომბოზის გამოცხადებული ბუმის დასაწყისია .სანამ ნაღვლის წვენის სწორი ტრანზიტი არ აღდგება, სულ თრომბის და სიკვდილის საშიშროება იქნება. კა ვიტამინის პრობლემის გამო სისხლის კოაგულაცია განწირულია თრომბული დარტყმებისთვის. დადასტურებულია მეცნიერულად——- ნაღვლის მჟავა თუ ბიოქიმიურად ამინომჟავებს—-გლიცინს და ტაურინს არ დაუკავშირდა თრეონინის კონტროლის ქვეშ——–ქოლესტერინს ვერ დაშლის. ერთი სტატინი როგორ დაარეგულირებს ქოლესტერინს, თუ თუნდაც ამ სამი ამინომჟავის ცვლის ყველა კომპონენტი სრულად ბალანსირებული არ არის. ამ სამის მოშლა აჩქარებს ღვიძლის გაცხიმოვნებას. გაცხიმებული ღვიძლი ანუ სტეატოზი ნიშნავს——ფარხმალდაყრილ, მეტაბოლურად გასაცოდავებულ ღვიძლს , რომელსაც 50 ზე მეტი ფუნქცია მწყობრიდან გამოსული აქვს და ფიბროზის ეტაპის შემდეგ მეტასტაზისთვის სამზადისი ელოდება. სიცოცხლის კიბეზე , ფიბროზი , მეტასტაზის წინა საფეხურია. ფიბროზი ძნელად, მაგრამ წარმატებით რჩება და მისი დატოვება არ შეიძლება და უკიდურესად საშიშია.
ქოლესტერინი და მზის სხივები ქმნიან დე ვიტამინს. დაქვეითებული დე ვიტამინი ნიშნავს——-მოშლილ ღვიძლის ფუნქციებს, მწყობრიდან გამოსულ ნაღვლის მჟავებს ,დაკნინებულ სიცოცხლეს და უამრავ დაავადებას. წამლით აწეული დე ვიტამინი ისევ დაიწევს. დე-ს ფიზიოლოგია სასიცოცხლო ხდება, მხოლოდ ღვიძლის და ნაღვლის წვენის გაჯანსაღების შემდეგ. დე ჰორმონია და მისი აწევ—-დაწევა და რყევა იმუნიტეტს ანგრევს. ადამიანის არასწორი ცხოვრებისგან, სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ხელჩაქნეული ჰიპოფიზის და ეპიფიზის ფონზე, გააგრესიულებული ნაღველი ჰორმონებს სასიკვდილო პოზიციებში ათამაშებს.
. ხშირი მეტეორიზმის ანუ გაზების დროს ნაღვლის წვენში ნაღვლის მჟავების ბალანსი დარღვეულია. ნაღველი ნელა გადაადგილდება ნორმასთან შედარებით და შიგ ხრწნადი და ლპობადი პროცესებია. მომენტალური იშვიათი მეტეორიზმის მიზეზია, არასწორი კვება ,როცა რომელიმე ამინომჟავის არასტაბილური სიჭარბეა.
დაზიანებული ნაღვლის მჟავები მსხვილ ნაწლავში რეცეპტორებს აიძულებენ გამოამუშავებინონ——ტრიფტოფანის და სეროტონინის შუამდებარე სტადიის ანუ 5 ჰიდროქსიტრიფტოფანის და კალციტონინის გენთან შერწყმული უაგრესიულესი პეპტიდი, რაც მომენტალურად შლის კუჭს. ეს არის კუჭის ტრანზიტორული დროებითი აშლის მექანიზმი. რასაც ამწვავებს და ანახლებს გამვლელი პარაზიტის აგრესია.
ნაღვლის მჟავები მიიღება ასევე მსხვილი ნაწლავის ბაქტერიებისგან. ამიტომ ,არცერთი მკურნალობა არ იქნება შედეგიანი, თუ თავიდანვე ნაწლავთა ლატენტურ დიზბაქტერიოზს არ ვუმკურნალებთ .
ქოლესტერინი არის ცხიმოვანი მჟავების გაერთიანება . ქოლესტერინი ჰორმონების და ნაღვლის მჟავების ,წინა, ბიოქიმიური სტადიაა. ქოლესტერინი ქმნის ჰორმონებს, ნაღვლის მჟავებს ,დე ვიტამინს, იმუნიტეტს. ქოლესტერინი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი ნორმა ნიშნავს კიბოსგან თავის დაზღვევას. მაღალი ქოლესტერინი ნელა კლავს. ხოლო ნორმის დაბლა ქოლესტერინი სწრაფ კიბოებს იწვევს . სწრაფი კარცინომები და ჰამარტომები დაქვეითებული ქოლესტერინისგანაა. ამ ორი ტიპის კიბოს გამწვავება ხდება მავნე სოკოებით და აგრესიული პარაზიტებით.
ქოლესტერინის გარეშე არ შეიქმნება ნაღვლის წვენი .რაზეც დამყარებულია ჯანმრთელობა და სიცოცხლე . ძიება აღარ სჭირდება მძიმე ჰორმონულ მოშლას, თუ ქოლესტერინის დარღვევა გაქვს .ესეიგი მძიმე ჰორმონული დისბალანსი გაქვს. საერთო ქოლესტერინის მატება დასტურია, რბილად რომ ვთქვათ , ადამიანი არაკულტურულად, უფრო სწორად არათანამედროვედ რომ იკვებება .ქოლესტერინების სწორი აკადემიური მკურნალობა —–ეს სიცოცხლის რეალური გახანგრძლივებაა. უახლესი, ბოლო ევროპული სამეცნიერო მტკიცებებით მედიცინის მეცნიერება აღიარებს, რომ —————— სტატინები არა მარტო ოქსიდირებულ ანუ დეგრადირებულ ქოლესტერინს ამცირებენ, არამედ ამცირებენ და წალეკავენ სასიცოცხლო ქოლესტერინებსაც , რომლებიც ჰორმონებს ქმნიან. რასაც მოყვება——– სხვადასხვა ორგანოების უკმარისობები, კაცის პოტენციის დაკარგვა, ქალური ორგანოების გადაგვარება, სიმსივნური პოზიციები, ღვიძლის და სახსრის დაშლა და სხვა. ანუ სტატინებით ილამაზებ ანალიზს, მაგრამ იმოკლებ სიცოცხლეს. მედიცინის მეცნიერების უმაღლესი მიღწევა და კლასი——ბიოქიმიის გააზრებით დეტალური მკურნალობაა. ქოლესტერინების დარღვევის მთავარი სათავეა ზრდის ჰორმონის უკმარისობა. ზრდის ჰორმონის გაუთვალისწინებლობა ანუ არასწორი მკურნალობით შეხებული გაუაზრებელი და უხეში ხელი, გამოცხადებული სიკვდილია ან უკიდურესი დეგრადირება ჯანმრთელობის. რადგან, ისაა ეპიფიზიდან ჩანერგილი , სიცოცხლის ერთ-ერთი საყრდენი მთავარი ბოძი, რომელზეც ზუსტი ათვლა უნდა გავაკეთოთ ნებისმიერი დაავად ების დ როს.
ნაღვლის მჟავები ფარნესოიდის x რეცეპტორის და g p b a r1 ის ანუ t g r s ის მეშვეობით მართავენ ჰორმონებს. ჰორმონების მუშაობა მთლიანადაა აწყობილი ნაღვლის მჟავების ნორმაზე. ქოლესტერინთან ერთად ნაღვლის მჟავების წარმოქმნაში მთავარი პირია——–ნაწლავის ჰორმონი -f g f 15—19.
ვარგისიანი ანუ უჯერი ცხიმი ქოლესტერინის სიჭარბეს არ იწვევს . პირიქით მისი დამბალანსებელია. სრულიად უცხიმო დიეტები ,ადამიანის დაბალი განვითარების გამოხატულებაა. მეცნიერულად დადასტურებულია , რომ მავნე ქოლესტერინი უფრო დომინირებს——დსლპში ანუ დაბალი სიმკვირივის ქოლესტერინში, მსლპში ანუ მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინში და ძდსლპში ანუ ძალიან დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინში.
მსლპ ანუ კარგი ქოლესტერინი ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდი თუ ნორმაშია, მას დაგროვილი ქოლესტერინი თავად გადააქვს და ქოლესტერინი ნორმა ხდება, სისხლძარღვები იწმინდება ქოლესტერინული შლაკებისგან. მსლპ—ს ქოლესტერინი ღვიძლში მიაქვს . ღვიძლშია ქოლესტერინის დაშლის საამქრო და ეპიცენტრი. მსლპ-ს შემცირება ინფარქტ-ინსულტ-ემბოლიის შანსებს ზრდის. თუ მეტია მსლპ ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ანუ მაღალი სიმკვირივის ქოლესტერინი, მაშინ უფრო მცირეა სიხლძარღვების მძიმე ათეროსკლეროზი და ქოლესტერინის დაგროვების შანსები. მსლპ—–ები არიან ქოლესტერინის—— სისხლძარღვის და არტერიის უჯრედიდან გამომტანები. ხოლო დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინებს პირიქით—– სისხლძარღვის უჯრედში შემოაქვთ ქოლესტერინი.
დღეს ევროპულ და ამერიკულ მედიცინაში, ქოლესტერინების ფრაქციაში განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მიიჩნევა—— დსლპ ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი ანუ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი .დსლპ ქოლესტერინი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეა მკურნალობაში —სისხლძარღვის და არტერიის გადასარჩენად და ინფარქტ-ინსულტის და უეცარი სიკვდილის ასაცილებლად. სიკვდილთან ყველაზე მეტად მექანიზმებით ასოცირებულია ——–დსლპ. დადგენილია, რომ თუ დსლპ ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელია ადამიანებში, ისინი 100 წელზე მეტ ხანს ცოცხლობენ .თუ ———–დსლპ 100 ზე მეტი გაქვს, განგაში გამოაცხადე შენი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის სასიცოცხლო ლიმიტის შეზღუდვის მაჩვენებელი. დსლპ-ს მოშლის დროს მეტაბოლური გარღვევა არის რეცეპტორებში, ნეიროტრანსმიტერებში და ნერვულ წნულებში. შესაბამისად , ნერვულ—-ფსიქიკურ სფეროში. ამ დროს ხან, ჩამორჩენილი მიდგომით დიაგნოზი -ნევროზი იწერება და კუჭი ივსება არასაჭირო წამლებით. სიცოცხლე კი შველას ითხოვს. ადამიანების ჯანმრთელობის დეგრადირება მანამ გაგრძელდება, სანამ ნევროზს მარტო წუწუნის გამომხატველ მცნებად აღვიქვამთ, როცა ადამიანი უნდა მიამშვიდო და სამყაროს მოწყვიტო. რეალობაში კი ეს ნეიროტრანსმიტერების მოტორულ-ფსიქოსომატური დეფექტია მეტაბოლური კრახების გამო. ნევროზის მორჩენა ღვიძლის მეტაბოლიზმის გამოსწორებით იწყება და არა დამამშვიდებლებით , მითუმეტეს ანტიდეპრესანტებით. რომლებიც საბოლოოდ კლავენ ღვიძლს.
დსლპ ძვრება სისხლძარღვის კედელში და მსხვილ ქოლესტერინულ შლაკებს და ათერსკლეროზულ ბალთებს ქმნის. ვარიკოზული სისხლძარღვის ენდოთელიუმში აუცილებლად შეძვრება არა მარტო დსლპ, არამედ მაკროფაგები და თრომბები. ეს იმის უმტკიცესი დასტურია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ქოლესტერინის აწევის პრეცენდენტი აქვს, ვენური უკმარისობით არ იტანჯებოდეს, თუნდაც უთხრან —–ვენური პრობლემა არ გაქვსო.
ფრედრიქსონის ცნობილი კლასიფიკაციის მიხედვით, მსოფლიო მედიცინაში გვაქვს მისი სქემის ვარიანტები————–ჭარბი ქოლესტერინის ჰომოზიგოტური ფორმის დროს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის რიცხვი ნორმას 6 ჯერ აჭარბებს. ამ ვარიანტში ადამიანები 20 დან 30 წლამდე კვდებიან სისხლძარღვებით ან გულით ან სიმსუქნით ან უეცარი სიკვდილით. ჰეტეროზიგოტური ფორმის დროს———-დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი მომატებულია ორჯერ ან სამჯერ. ადამიანები ამ დროს 30 დან 45 წლამდე კვდებიან. მეოთხე ტიპია ასაკში ქოლესტერინემია ანუ 50 წლიდან . ამ დროს სასიკვდილო ფაქტორებს ქმნის ძალიან დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის მომატება. საუკუნის უბედურება ის არის, რომ ადამიანები ამ დარღვევებით———-ან ძილის დროს ან ფეხზე მოსიარულე, რუტინულ ცხოვრებისეულ მოქმედებებში კვდებიან საწოლთან მიჯაჭვის გარეშე .შეიძლება რომელიმე , მედიცინის ჩამორჩენილ მუშაკს მისთვის ეთქვას ,რომ არაფერი გჭირსო. თანამედროვე დაავადებების ვერაგი ბიოქიმია , ვიზუალურად უხვი არ არის. ამიტომ აღნიშნულ პარამეტრებზე მაქსიმალური სასიცოცხლო მობილიზება უნდა გამოვიჩინოთ.
ევროპული ნუტრიციოლოგიური სქემებით , მეცნიერულად დამტკიცებულია ქოლესტერინის დაშლის კონკრეტული ხელშემწყობი საკვები——კენკრა, კომბოსტო, ცხიმიანი თვეზი, თხილეული, პარკოსნები,ავოკადო, შავი შოკოლადი,სოიო. ლობიო, სტაფილო, ვაშლი,მოცხარი, წითელი ღვინო,მწვანე ჩაი, შვრია,ხორბლის მარცვლები, მცენარეული ზეთები, სელი, ჩია,კვერცხი, ბადრიჯანი, ნიგოზი, მოცვი,ნუში,ბროწეული, ქერი, მარწყვი,ცერეცო, მუხუდო, ფორთოხალი, იოგურტი, ნატურალური რძე, მაყვალი,ქინოა, გიჯიბერი, ციტრუსები, პაპაია,არარაფინირებული ზეთები.
ევროპული და ამერიკული ნუტრიციული გათვლებით მეცნიერულად შესწავლილი და დამტკიცებულია შემდეგი მონაცემები———დილით ორი მოხარშული და არა შემწვარი კვერცხი მუშაობს ცუდი ქოლესტერინის შემცირებაზე .ნიგოზი ამცირებს ცუდ ქოლეატერინს და ზრდის კარგ ქოლეატერინს. რაც უფრო ცხიმიანია თევზი მით უფრო დაწევს დაბლა ქოლესტერინს, რადგან მეტია შიგ ნატურალური ომეგები. ახალი ამერიკული გამოკვლევებით 20 გრამი ნუში და შავი შოკოლადი ცუდ ქოლესტერინს ამცირებენ . ზრდასრულებში ნუშის მარცვლის დღიური ნორმაა მაქსიმუმ 4 ან 5 მარცვალი. რადგან, მასში შემავალი ბე 17 ვიტამინი —-ამიგდალინი კიბოს საწინააღმდეგოა . მაგრამ, გადაჭარბება ციანიდის შხამს აგროვებს. 10 წლამდე ბავშვებში ნუშს არ ვნიშნავთ ტოქსიკურობის გამო .მოცვი არტერიებს ასუფთავებს ,ადრეკადებს.ზრდის კარგ ქოლესტერინს . დაბლა წევს წნევას. ვსაუბრობ მხოლოდ ტყის მ ოცვზე და არა გენმოდიფიცირებულზე. ცუდ ქოლესტერინს ამცირებს———-ოსპი,შვრია, ლობიო,წიწიბურა. მარცვლეულს სჭირდება ხშირი მიღება ანუ ყოველდღიური. როცა ბოჭკოვანი საკვები კუჭ-ნაწლავის ბიოქიმიას გადის, ღვიძლი ამ დროს ითხოვს მეტ ქოლესტერინს, რომ ნაღვლის მჟავების მარილები შექმნას. ამით ანუ ბოჭკოვანი საკვების ხშირი მიღებით ,ჩაწოლილი ქოლესტერინი იხარჯება და მცირდება. ეს არის პარკოსნების მეტაბოლური გენიალობა. ბ ევრს ჰგონია, რომ ჩია ან სელი მანდამაინც წყალში უნდა გააფუოს და ზოგს ეს არ მოსწონს .ა მერიკული ნუტრიციოლოგიური სტანდარტით ისინი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებს ,მაწონს ,კეფირს . ვაშლი ხელს უშლის, რომ ქოლესტერინი სისხლძარღვის კედელზე მიეწებოს. თუ რეფლუქსი გაქვთ მწვანე ვაშლს ნუ შეჭამთ. შ ვრია ცუდ ქოლესტერინს ამცირებს. მისი ბოჭკო ყველა მარცვლეულზე უფრო ხსნადია . ბადრიჯანი არ გათალოთ. კანი მანგანუმს შეიცავს, რომელიც კიბოს რადიკალების ცნობილი ამცილებელი ანტიოქსიდანტია .ბადრიჯანი ისეთ მჟავებს შეიცავს, რომლებიც იცავენ კარგ ქოლესტერინს. ბადრიჯანი ისრუტავს ქოლესტერინს სისხლიდანაც . სადილის მომაზადებისას არ დაკარგოთ მისი თესლებიც . არ დაჭრათ წვრილ ნაჭრებად. პატარა ნაჭრებიდან იკარგება ძვირფასი, სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ნივთერებები. კერძის გაკეთებისას არ ხარშოთ ის დიდხანს ზეთში, მოშუშეთ მცირე წყალში. ნიგოზი ზრდის კარგ ქოლესტერინს და ამცირებს ცუდს. ხან გამოიყენეთ დარიჩინი, კოჭა, კურკუმა, ცაცხვის ჩაი. ისინი შლიან ჭარბ ქოლესტერინს.
რომელიღაც კომპანია აღმოსავლური მცენარეული წამლის რეკლამას აკეთებდა და ტექსტში იყო—–აურას წმენდსო .იქვე დაბალი განათლების ადამიანმა, ეს უკიდურეს უაზრობად შეაფასა. რადგან ასეთებს აურის გაწმენდა, მხოლოდ მჩხიბავ-მკითხავებიდან სწამთ. ყველა სწორი და ნატურალური მკურნალობა აურას წმენდს .რადგან აკადემიური მკურნალობა მღვრიე ნაღვლის სანაციაზე და ფიზიოლოგიურ სტატუსში დაბრუნებაზეა ორიენტირებული .დღეს ყველა დაავადების მეცნიერული მტკიცებულება საბაზისო სტრესის ფონითაა ახსნილი. სიტყვა—- ნაღველი , სევდის და სტრესის ანალოგია. ყველა დარდი, შეურაცხყოფა, შიში, უიმედობა, წყენა, უხეში სიტყვა ,სტრესები———- ნაღვლის წვენში კუმულირდება, ცნობიერებას აკნინებს და დაავადებებად აირეკლება. ადამიანის სიცოცხლის ყველა საიდუმლოება ნაღველშია. სიცოცხლე და სიკვდილი ადამიანის სასიცოცხლო დღეებს ნაღვლის წვენში იყოფენ. ემბოლიით უეცარი სიკვდილის უშუალო წინაპირობაა, სისხლ ში დეფექტური ნაღვლის მჟავების მატება. ჯანსაღ ნაღვლის მჟავებს ფიზიკურ——-სულიერი მისია აქვთ.
ნაღვლის მოქმედებაში მთ ლიანად ჩართულია———-აკატეჰე ანუ ჰორმონების ლიდერი—–ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, ვაზოპრესინი, ინსულინი, თიროქსინი, ყველა ნეიროტრანსმიტერი და მთელი ნერვული სისტემა.