ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის-642 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-9 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

9 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 16 789, ხოლო გარდაიცვალა 51 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 587 კვლევა ტესტით, მათ შორის, 47 032 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 555 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 34,66%, ბოლო 14 დღის — 29,26%, ბოლო 7 დღის — 32,45%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 375 615-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 141 231-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს სულ 15 351 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 11 857;
  • აჭარა — 2 011;
  • იმერეთი — 3 730;
  • ქვემო ქართლი — 1 421;
  • შიდა ქართლი — 1 530;
  • გურია — 642;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 577;
  • კახეთი — 1 253;
  • მცხეთა-მთიანეთი — 597;
  • სამცხე-ჯავახეთი — 437;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 106.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 219 007 საიდანაც, 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 252, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 290, ხოლო 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share