ივანიშვილის რჩევები უკიდურესად მნიშვნელოვანია, ის არის გროსმაისტერი პოლიტიკაში – კობახიძე

”რა თქმა უნდა [რჩევებს მივიღებ], სტატუსის მიხედვითაც, თქვენ იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი, ბიძინა ივანიშვილი არის არამხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთერთი წარმომადგენლის, არამედ, ზოგადად პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები არის თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვი – პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია წინასწარ გათვალოს 10-15-20 სვლა, ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არამარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მისი რჩევები ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.”

ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე კითხვაზე, მიიღებს თუ არა რჩევებს ბიძინა ივანისვილისგან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share