კრემლის დიქტატორის ახალი გეგმა და ახალი სამიზნე. საოკუპაციო არმია, გადაჯგუფებული და დონბასზეა კონცენტრირებული. მოსკოვმა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სრული ოკუპაციის განხორციელება დაიწყო.
პუტინის ჯარი შეტევაზე გადავიდა, მთავარი სამიზნე დასახლებული რაიონები, რომლებიც მასირებულად იბომბება. ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე მიტანილი იერიშის შედეგად, მოკლულია 2 და დაშავებულია, 5 მშვიდობიანი მოქალაქე. დონბასზე საოკუპაციო ჯარის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ რეგიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
კვლავ უმძიმესია ვითარება მარიუპოლში, რომლის ნაწილი რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული. ოკუპანტების ალყის მოხსნის შემდეგ, ნანგრევებად ქცეულ ქალაქში ბუჩაზე გაცილებით მძიმე სურათს ელოდებიან. რაც შეეხება, ყველაზე ტრაგიკულ ქალაქს, საერთაშორისო პრესა დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა პუტინის საზარელი გეგმის ნაწილი იყო.