“ბატონმა კალაძემ და ბატონმა გახარიამ ეს ნარკოურთიერთობები ერთმანეთში რომ გაარკვიონ, უმჯობესი იქნება”

“იკვეთება, თუ რა ინტერესი აქვს ბატონს, რომელიც ამ ინიციატივით გამოვიდა – ბატონ კალაძეს. ვფიქრობ, ბატონმა კალაძემ და ბატონმა გახარიამ ეს ნარკოურთიერთობები ერთმანეთში რომ გაარკვიონ, უმჯობესი იქნება, აქ სრულიად ზედმეტი ვარ მე, ჩემი ღრმა რწმენით. მე ასე წავიკითხე ნამდვილად. ყველა კითხვაზე ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად გულწრფელი და თავშივე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია.

რაღაცაშია საქმე, ბატონ კალაძესა და გახარიას შორის, გასარკვევია როგორც ჩანს, რაღაც ნარკოურთიერთობები და გაერკვევიან, იმედია. მე ჩამიბარებია, ჩავაბარებ. კანონი არცერთ მერობის კანდიდატს ახლა არ ავალდებულებს. კანონის თანახმად, სწორ დროს, ყველა ვალდებულია ნარკოტესტი გაიაროს, მაგრამ აქ კანონისმიერი ვალდებულება, ამ წუთას, არაფერ შუაშია. იკითხება პოლიტიკური ქვეტექსტები, რაღაცაშია საქმე და ამაში ბევრი ადამიანი დარწმუნდება როგორც ჩანს უახლოეს მომავალში,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share