ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ნიკო ნიკოლაძის ციტატით გამოეხმაურა.
ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვნაზე აცხადებენ, რომ ის “ერთადერთია”, “ასეთი ჯერ არ ყოფილა”,”არწივია”, “ადამიანი კი არა, ანგელოზია” და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ “ერთადერთი”, “არწივი”, და ა.შ. ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ ‘”ადრინდელი” შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან ….
16 თებერვალი …..1890 !!!!!
ნიკო ნიკოლაძე (თხზულებანი, ტომი X), – დაწერა ზურაბიშვილმა.