ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქონელი მასიურად იკარგება. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ-ჯგუფი ”This is ლანჩხუთი” ავრცელებს.:
”მასიურად მგლების შემოსევას რომ დავაბრალოთ, ყველა სოფელში თითქმის მგელი ჭამს?
რა ქნას ამ მშრომელმა ხალხმა ვინც შინამეურნეობით ირჩენს თავს?
ყველამ ვიცით, რომ საქონლის ქურდობას აქვს აქ ადგილი, მესმის რთული გამოსაძიებელია მაგრამ ხელფასებს რისთვის ვუხდით ჩვენი ჯიბიდან პოლიციას? რომ იმუშაონ და ამ ხალხს დაეხმარონ.
ერთი რომ დაისჯება სამაგალითოდ, სხვას აღარ გაუჩნდება იმის სურვილი რომ ოჯახებს რჩენის წყარო გამოაცალონ.
მე რამოდენიმე დღის წინ ვესაუბრე ალექსანდრე სარიშვილს ამ თემაზე, მაგრამ მხოლოდ შუხუთი ვიცოდი, აღმოჩნდა რომ მასიურად იკარგება საქონელი.
იქნებ დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით ხელისუფლებაც და პოლიციაც.” – წერს ნინია ბარამიძე ფეისბუქ-ჯგუფში ”This is ლანჩხუთი”