“აი სისონაი (დარჩია) ნამეტანი მაგარი კაჩაღი იყო, შამოგითლიდა ამ და ამ სალიკა დადევი ამდონი და ამდონი ფულიო. ბაზარში მივიდოდა, ოზრუგეჩი, რომ გეიარდა, თავადიშვილი გეგონებოდა, ისთე ბატონკაცურა შამეიდგმიდა დოინჯს, გადაამთვალიერებდა და მერე შუუთლიდა ფულც, მუუტანდნენ, რუმ არ მიეტანენ, ვამე ნენა! თუ არ მუუტანდი და, გაგაგორებდა, მარა იმისანას კ’არ ართუმდა, ვინცხას არ ქონდა. აპა, გაჭირებულს და გლახას ქი აძლევდა თავისით, ხალხსაც ნამეტარი უყუარდა იი, სისონაი. არც ქალი ხავდა, არც შვილი. აი ოთხვე იმისანა და იმფერი ბიჭები იყვენ, რომე იერ სოფლათ ღირდა თითო.
მთქმელი მადიო მიხეილის ასული ანთაძე-მახარაძე, სოფ. ბახვი, მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან.
მარცხნიდან ნიკოლოზა მეხუზლა და სისონა დარჩია