საქართველოში, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ცალსახად ადასტურებს, რომ მოსახლეობას ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეცვლა სურს. სხვადასხვა რეგიონებში, გამოკითხულთა ნაწილი ნომერ პირველ პრობლემად სიღარიბეს, უმუშევრობას, ლარის კურსის ვარდნას და პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს ასახელებენ.
რას ფიქრობენ გურიაში, სურთ თუ არა მათ ცვლილებები ხელისუფლებაში და რა განმარტებებს აკეთებენ მათ გადაწყვეტილებაზე, ” გურიის მოამბემ” რამდენიმე ადგილობრივის აზრი მოისმინა:
გულიკო სვანიძე – დასაქმებული არაა ხალხი. სანამ ქარხნები არ აშენდება ისე არაფერი არ გამოსწორდება. ახალი პარტია როა „ქართული ფესვები“ აი, იმის იმედი მაქ, რაცხა ახალს იზამს.
ტურფა ტრაპაიძე – უსამართლობაა. ყველაფერს აიტანს ადამიანი, მაგრამ უსამართლობას ვერ აიტანს. ეს „ოცნება“ თუ არ გადადგა და არ წავიდა, ეს ქვეყანა არის დაქცეული. მე ასე ვთვლი ყოველიშემთხვევისთვის და სხვისი აზრი არ ვიცი. ხალხს კი უნდა, მოცილება ამ მთავრობის, მაგრამ რას აკეთებენ ესენი, აშინებენ ხალხს, ქურდებს და ძველ ბიჭებს რევენ საქმეში და უკვე ერთ ქალაქში მოგვარებული აქვთო ხმების რაოდენობაო.
ზეინაბ ვასაძე, ლიხაურის მკვიდრი – შეიცვალოს უნდა მთავრობა. პენსიები არ გვყოფნის ხალხს, პროდუქტებს მომატებული აქვს ფასები და ბანკების ვალში ვიხრჩობით. სამი სული ვართ ოჯახში, ყველას ორი და სამი ბანკიდან გვაქვს გამოტანილი სესხები. ფაქტიურად შეუძლებელია არსებობა და ცხოვრება, ამიტომ უნდა შეიცვალოს მთავრობა. არ ვიცი ახლა ვისთვის როგორაა და ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ეს გადაწყვეტილებაა, რადგან არც სოციალური მაქ, არც პენსია. ვარ 47 წლის უმუშევარი. რაით უნდა ვიარსებო. სახსრები მტკივა, დაავადებული ვარ. წამალს ვერ ვყიდულობ. თუ რამე გარეგნულად არ მეტყობა ჩაცმულობაზ, ეს არის გამონაცვალი სხვისი. ვეხმარები სოფელში ვიღაც-ვიღაცეებს და მაწვდიან ლუკმა-პურს
ვარლამ იაკობაძე – ჩემი აზრით, არ უნდა შეიცვალოს. „ნაციონალებს“ მაინც ჯობია. მომწონს ეს მთავრობა, გზებს აკეთებს, ყველაფერს აკეთებს.
კაკო ბერიძე – ვინც არ უნდა მევიდეს, გლეხები მინც ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.
ლამარა ფხაკაძე – მთავრობა კი არ უნდა შეიცვალოს, ხალხი უნდა შეიცვალოს. ხალხმა უნდა მიხვდეს ბოლო-ბოლო რა ჯობია და რა არ ჯობია. რა ქნას მთავრობამ. მთავრობა გამოსცემს ბრძანებას და აგენი სხვას აკეთებენ და რა ქნას მთავრობამ, ხომ არ სდევს ყველას ფეხის ნაბიჯში. აგერ მედიკამენტებზე, უბრალო წამალი, იქედან გამოუშვა აფთიაქში და წამალი აფთიაქში სულ არაა, ბაზიდანაა გაყიდული. ბაზარში კი იყიდება და აფთიაქში არაა. საიდან? მთავრობამ დაავალა მაგიც?. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გაკონტროლება. ხელი უნდა შუწყოთ იმ კაცს და ჩვენ თავსაც. მთავრობის შეცვლას აზრი არა აქ. თუ ხალხი არ გამოსწორდა, არაფერი არ იქნება. მომწონს მე ეს მთავრობა. შეძლებისდაგვარად გვეხმარება. ყველანაირი გასაქანი მოგვცა, თავისუფლება მოგვცა და აგი ბოროტულად კი არ უნდა გამოიყენო. ეს თავისუფლება გამოიყენე, გეიარე, გამეიარე, ქეც იმუშავე და ქეც ჭამე. რა ქნას აბა, მისი ჯიბიდან ეიღოს და შენ მოგცეს? ვერ მოგცემს. რამდენი მოგვცა, მაგრამ ბევრი გამოჩნდა და ბევრი არა. 65 წლის ქალი ვარ და რაც თავი მახსოვს ვწვალობ და რისთვის ვწვალობ, იმიზა რომ სხვას არ მივადგე. რაც გასაქანი მომცა იმის მიხედვით ვმუშაობ. მე მთავრობას არაფერში არ ვადანაშაულებ.