ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე, მეორე დღეა დასავლეთ საქართველოში, უსახლკარო ცხოველების დასახმარებლად და მათ გამოსაკვებად მეგობრებთან ერთად იმყოფება.
დღეს ტასომ გურიის რეგიონში მცხოვრები მიუსაფარი ძაღლები დააპურა და დააბინავა.
@ცუგა ნასაკირალიდან
გურიაში უამავი მიუსაფარი ძაღლი ცხოვრობს, მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. რთული მდგომარეობაა ნასაკირალის უღელტეხილზე, ასევე ურეკში ტრასასთან, უამრავი მიტოვებული ძაღლი ცხოვრობს და განსაკუთრებით ზამთრის სუსხიან დღეებში ძალიან უჭირთ თავის გატანა. ბევრი მათგანი, კანის დაავადებებით იტანჯება, ხშირად კი ავტომობილების მსხვერპლი ხდება.
ტასოს დახმარება ოზურგეთელმა ნიკოლოზ რუსიეშვილმა გაუწია და ჩოხატაურიდან ჩამოყვანილი ცრემლიანი და უმწეო ლეკვი, სახლში შეიფარა.
“ცრემლებიანი ლეკვიტო ჩოხატაურიდან, შეიფარა Nikoloz Rusieshvili-მა ოზურგეთში, თავის მიკედლებულ დედა ცუგოს და ლეკვებს შეუსვა სახლში, გაჩუქებამდე იქ იქნება და სიცოცხლისთვის ბრძოლა აღარ მოუწევს. ძაააან ბედნიერიი ვაარ.”- წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ტასო და გურიაში, სხვადასხვა ლოკციაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
@ცრემლიანი ცუგა ჩოხატაურიდან
ტასომ ურეკის საავტომობილო გზიდან აყვანილი ერთი ლეკვი,სენაკის გალფის კალონკაზე შეაფარა.
“ურეკის ტრასაზე ნაპოვნი ლეკვი სენაკის გალფის კალონკაზე შევაფარე
სრულიად იმედ გადაწურულმა მივწერე


მსგავსი სტატიები
- 99
#გარდენიასისტორიები ფოტო: გიორგი მახარაძის გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავს, მთისპირის, ვანიქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, "გათბა…
- 98
ლელობურთის სათამაშოდ ჩიბათში ჩასულმა, სუფსისწყლის ჭალაში, დიდი კოპიტის ქვეშ, ჭანჭათელ ნათესავ ქალებთან ერთად დევინახე პირველად ბეიაშენიო ხშირად ყვებოდა ლადიმე ბაბუა. ლურჯი ჩითის, ქამრიანი კაბა ეცვა, ალისფერი ცახოცი ეფარა და თეთრი გულისპირი ამშვნებდაო. ას ქალში რომ გამოარჩევდა კაცი იმფერი სანახავი იყო და კიდოვაც გამუარჩიეო. სხვა ქალებივით არ ტკარცალობდა, იშვიათად გეიღიმებდა მარა…
- 98
გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ, ტელეგასაუბრებისას ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება. მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, ისეთი საშინელი დამნაშავე - მე რა უნდა ვუთხრაო. კამერებს მიღმა კიდევ გავცვალეთ ამაზე ორი სიტყვა და მას მერე ვფიქრობ. განა მხოლოდ გურამზე. სხვებიც მინახავს - ნაკლები -…
- 98
"ადრე დილას ბებიამ სიმინდი გადარეკა და საფქვავი გაამზადა. ბაბუამ ტომარა გოდორში ჩადო და ბიქტორა ჩავლეშვილისას წაიღო წიქვილზე, მეც ავედევნე.. ბებიამ მოგვაძახა "არ დამიპიპკოს იცოდე, ხოროში მირჩონია საჭადედ ხოროში.. ერთი სამი კილო გული გამეიღოს საფელამუშედ გასამერდინებლად, გეყურებაა?.." მეწისქვილე სარეკელს ფხეკდა წისქვილის წინ თხემლის ძირში. ბიქტორამ ჩვენს ტომარას ნახშირით დააწერა "მერიკო, ხოროში"…