ფერხული

კომპოზიტორი არსენ კორეშჩენკო, რომლის წერილიც გამოქვეყნებულია 1898 წლის ეთნოგრაფიულ ჟურნალში, საუბრობს მის მოგზაურობაზე გურიაში. კორეშჩენკო ამბობს, რომ ქართული სიმღერები აღმოსავლურისაგან განსხვავებით არ სრულდება ფალცეტით, თუმცა აქვე ამ მხრივ გამონაკლისად უთითებს გურულ სიმღერებს.
.
„გურიაში ჩემს მიერ მოსმენილი სიმღერები გამოირჩევიან თავიანთი განსაკუთრებულობით, მათთვის დამხასიათებულია თავისებური სილამაზე, არიან ძალიან მდიდარნი და შთამბეჭდავნი: ერთიდან სიოსავით ქრის ნაზი სევდა, მეორე ასხივებს ნაზ და გადამდებ ხალხურ იუმორს, მესამენი კი გამსჭვალულნი არიან გოლიათური ყოფიერების სიფართით და გაუყალბებელი სილაღით.
ალბად ძალიან დიდხანს გამყვება ის იშვიათი შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე ერთად შესრულებული გურული ცეკვისა და სიმღერისაგან, რასაც ასრულებენ „ჩონგურის“ (აბრეშუმის სიმებიანი ვიოლინოს ნაირსახეობა) აკომპანიმენტით.
.
მე ვიხილე საოცრად საინტერესო და ორიგინალური სახალხო ფერხული: მამაკაცთა ქორო აკეთებს წრეს, ყველანი მის გვერდით მდგომს მხარზე ხელს ადებს და სიმღერას თანხლებით იწყებენ ცეკვას, ჯერ ნელა, ხოლო შემდეგ სიმღერის სიხალისის მომატების მიხედვით ცოცხლდება ცეკვა. მონაწილეთან ირჩევენ ყველაზე უფრო მოხერხებულს, რომელიც ცეკვავს წრის შუაგულში.
.
თუ ქორო დიდია აკეთებენ ორ წრეს, ასეთ შემთვევაში მეორე წრე ადის და დგება პირველი წრის მხრებზე, ამ ცეკვას ჰქვია „ფერხული“ და როგორც წესი სრულდება ქვემოთ მოყვანილი სიმღერის თანხმებით. (იხილეთ დანართი N12)“
.
P.S. კოროშჩენკოს მიერ გამოქვეყნებული მასალა საკმაოდ საინტერესოა, შემდეგში შევეცდები დარჩენილი ნაწილიც გამოვაქვეყნო.
.
Этнографическое обозрение – №1 1898 ამავე ჟუნალიდან კოროშჩენკოს ჩაწერილი “ფერხული”.
შეიძლება იყოს კლარნეტი, საყვირი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share