“ვიკრიბებით ხვალა, კულტურის სამინისტროსთანა, ათ საათზედა”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი Facebook-ზე ერთ-ერთი მოქალაქის პოსტზე კომენტარში წერს. FB პოსტის ავტორი დაინტერესდა, რომელია სწორი: საქორწილო კაბა, თუ საქორწინო კაბა.
“ორივე სწორია, არა?:))) ერთი ქორწილისთვისაა-ს იდეას აღნიშნავს და მეორე კი – დასაქორწინებლად აუცილებელიაო, ვინც თვლის, ის იტყოდა ასე. აბა, ქართულ ენაშიც რომ ვერევი შანიძეების შთამომავალი, მეძგერეთ და დამკორტნეთ. ქართული ენა საფრთხეშია, რადგან მინისტრს აქვს აზრი, ეს კი ყოვლად დაუშვებელია! ვიკრიბებით ხვალა, კულტურის სამინისტროსთანა, ათ საათზედა” – დაწერა წულუკიანმა.