“დღეს სხვათა შორის საუბილეო -70- ე პარლამენტის სხდომაა, რომელსაც არ დასწრებია არც ხოშტარია, არც ნათელაშვილი, ხოშტარიას ნაწილში თავის მოთხოვნა იყო და ვაკმაყოფილებთ, ღირსეულად მოიქცა, რაც შეეხება ნათელაშვილს, გვწყევლის და გვებრძვის და რატომ ვერ გავიგე. ჰქონდა შესაძლებლობა აქამდე შემოსულიყო, მაგრამ სიაც კი ჩახსნა, თავის თავს დააბრალოს, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო” – უყვარს ასეთი გამოთქმები და ასე გადაეცით. რაც შეეხება ჯაფარიძეს, კონსტიტუცია გვაქვს და თუ ადამიანს მისჯილი აქვს, ეს შეუსაბამოა პარლამენტის წევრის სტატუსთან და აქედან გამომდინარე მიიღო უმრავლესობამ გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოვიქცეთ”
“ოცნების” დეპუტატი ზარქუა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე.