პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ დევნის თემას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს: “საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეექმნა საფრთხე, 20 ივნისს, როცა კომუნისტი გავრილივი, ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პირველ სავარძელში ჩასვეს, ყველამ გავაპროტესტეთ ეს შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნისა. ყველა იქ იყო “ იმისტიც” და “ამისტიც”- საქართველოისტები ვიყავით და ხელისუფლებამ გავრილოვის შემომყვანმა ხელისუფლებამ ხალხს – (ვინც აპროტესტებდა იმ ხალხს ) თვალები დასთხარა. საოცარია “რუსული ოცნების” სამართალი პასუხს პატრიოტს და ქართული სახელმწიფოებრიობის დამცველს ნიკა მელიას სთხოვს და არა იმას, ვინც დაარღვია კონსტიტუცია და ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი, საქართველოს პარლამენტის “პირველ სავარძელში ჩასვა” და პროვოკაცია მოუწყო ხალხს. ჩვენ ყველა ერთნაირად ვიცავდით საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას ამ შეურაცხყოფისგან ზუსტად ისე , როგორც ნიკა მელია!!!!! ხელისუფლებავ , ნუ ეთამაშებით ხალხს, ცეცხლზე უარესია ხალხის ტალღა!!”-წერს ჩარკვიანი.