“მმართველმა გუნდმა არასერიოზულ შეფასებებს თავი დაანებოს, გაბედოს და დაარეგისტრიროს კანონპროექტები ნულოვანი ბარიერისა და სრულად პროპორციული სისტემის შესახებ. დანარჩენზე მერე ილაპარაკოს”, – ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს ოპოზიცია მძევლად აიყვანოს და არასასურველ შედეგებზე პასუხისმგებლობა აჰკიდოს. “მმართველი გუნდი იტყვის, პროპორციული სისტემა არა გაქვს იმიტომ, რომ ჩვენი ხმები ამისთვის საკმარისი არ იყო, ოპოზიცია კი პარლამენტში არ შემოვიდაო. ამიტომ მმართველ გუნდს ვთავაზობთ, ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ
კანონპროექტი დაარეგისტრიროს, რესპუბლიკური პარტია კი კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და მხარს დაუჭერს კანონპროექტს”, – რესპუბლიკელი ლიდერის ამ განცხადებას ოპოზიციონერი ლიდერების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ზოგიერთმა რესპუბლიკელები ღალატშიც დაადანაშაულა. როგორ აპირებს რესპუბლიკური პარტია საკუთარი პოზიციის დაცვას და როგორია მისი სტრატეგია, ხათუნა სამნიძე გვესაუბრება:
– უპირველესად მინდა დავადასტურო, რომ
რესპუბლიკური პარტია გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს კვლავ იზიარებს. ჩვენ არ გვავიწყდება, რომ ვართ ბლოკის სუბიექტი და მანდატი “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობით მივიღეთ. ოპოზიციური ერთობის შეთანხმებიდან არ გავსულვართ, ჩვენი ინიციატივით არ ვემიჯნებით ოპოზიციურ მოთხოვნებს, მაგრამ ასეთ ვითარებაში საჭიროა “ქართულ ოცნებაზე” შეტევა. რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, რომ ამ ფრონტზე გადავიდეთ შეტევაზე, კედელთან მივაყენოთ “ოცნება”. თუ ამაზე წამსვლელია, წავიდეს. დაარეგისტრიროს უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი და პირადად მე ვპირდები, რომ ჩემი ხმა ექნება. ეს არის ერთადერთი კანონპროექტი, რომლის მხარდაჭერასაც რესპუბლიკური პარტია აპირებს, სხვა მხრივ არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან ერთად მუშაობას.
ნახეთ, როგორ გვეთამაშება მდინარაძე – იცის, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება პირველად სწორედ უბარიერო პროპორციული სისტემის გამო შედგა. ახლა ამბობს, მზად ვართ დავარეგისტრიროთ კანონპროექტი, ამას კი 113 ხმა სჭირდება, ოპოზიცია კი არ არის მზად, რომ ქვეყანას დაუკანონოს უბარიერო სისტემაო. დარწმუნებული ვარ, თუ ოპოზიციური პარტიები დაინახავენ, რომ ეს კანონპროექტიც დარეგისტრირდა, ძალიან გაუჭირდებათ ქვეყნის მომავალზე უარის თქმა. მე თუ მაქვს შესაძლებლობა, რომ ხმა მივცე კანონპროექტს, რომელიც კანონად იქცევა და სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, თავს უფლებას არ მივცემ, რომ ასეთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღო.
– ის იქნება, რომ ჩვენი მოთხოვნების ერთგული ვრჩებით – ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების თემა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. პარლამენტში კენჭისყრა არ უდრის საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას. ეს მომავლის კანონია.
– ჩვენი ინიციატივა არასწორად გაიგეს. ჩვენ ვრჩებით საერთო ოპოზიციურ ფორმატში, მაგრამ ამასთან ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი გზა, თუ როგორ შევუტიოთ ყოველდღიურად “ოცნებას” და ვამხილოთ სიცრუეში.
– გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ფორმატში. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ მათი წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნებია და არა პროპორციული ნულოვანი ბარიერით, მაშინ დაარეგისტრირონ კანონპროექტი, თუ არადა, პირდაპირ თქვან, რომ მზად არ არიან რეფორმებისთვის.