ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის – 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-1 აპრილის კოვიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 788 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 303 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 648 653

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.2% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 303 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 626 296.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 748 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 15, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 13, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32, კახეთი – 28, მცხეთა-მთიანეთი -9, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 5 583 საიდანაც, 524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 277, აჭარაში – 36, იმერეთში – 100.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პირი, მათ შორის, თბილისში – 75, აჭარაში – 17, იმერეთში – 16.

5 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share