როგორ მივხედოთ ვიტილიგოს-ექიმი მარინა ტოტოჩავა

დღესაც გამომიგზავნეს შაბლონური  კითხვა–ეს მალამო თუ გამოვიყენო ვიტილიგოს დროს. ნუ დაცდებით და დაიხარჯებით მალამოებზე. ეს უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე მალამო აღწევს. გეტყვით როგორია მსოფლიო მედიცინის მიდგომა და ამასთანავე ამის ფონზე მისი გათვალისწინებით, მაგრამ, ინდივიდუალურად ჩემი მიდგომა, რაც ყოველთვის შედეგიანი   დარჩა. ვიტილიგოს მკურნალობისთვის, ადრე არც  ერთ  ეტაპზე ადამიანები არ მოგვმართავდნენ ექიმებს. რადგან, ეს უმნიშვნელო ლაქა ეგონა მოსახლეობას. დაბალი დონის მედიცინა, მას ზედაპირულად აღიქვამს და ამიტომაც არის მალამოების პრეზენტირება ვიტილიგოს საშველად.  ვერ ვიტყვი, რომ ბევრს მოუმართავს ამ ჩივილით, მაგრამ რამდენიმე იყო და ძალიან წარმატებით დამთავრდა.  რა გზით მივუდექი მკურნალობას, ამას ქვევით მოგახსენებთ. ანუ მე საერთოდ, მსოფლიო სტანდარტებს, იმუნოლოგიურ მექანიზმებს ყოველთვის ვითვალისწინებ, მაგრამ, არასოდეს არ ვარ ორიენტირებული ჩივილების მიჩქმალვაზე და სიცოცხლის გარკვეული დროით  გათრევაზე. არამედ პროცესს, სიღრმისეულად, უჯრედის დონეზე ვასწორებ. მორფოლოგიას და ჰისტოლოგიას ვაკონტროლებ. უჯრედს ვუბრუნებ სტაბილურ მდგომარეობას,მისი დანაკლისის შევსებით.  შედეგში საოცარი რამ ხდება, ყველა დაავადების მკურნალობის დროს–ამის შედეგად ჰორმონებიც კი ქიმიური ჰორმონული წამლების გარეშე ნორმას უბრუნდებიან. ადამიანს კი სიცოცხლის წლებიც ემატება და ყველა ორგანო უხალისდება. ამოვდივარ იქიდან ახლაც და სხვა დროსაც, რომ ვიტილიგო ლათინური სიტყვაა და ნიშნავს უკმარისობას .ამ  სიტყვის განმარტებით,   ექიმების  ძველმა გენიოსმა თაობებმაც მოგვანიშნეს ,რომ უკმარისობის შევსებაზე უნდა აქცენტი და არა მალამოებით ტყლარწვაზე  .მ იზეზები–1–აუტოიმუნური ანტისხეულები. უნდა აიღოთ ანალიზი ანტისხეულებზე. აუტოიმუნური პროცესების დროს გამომუშავდება ანტისხეულები და საკუთარ უჯრედებს კლავს ყველა ორგანოში,მათ შორის კანში.   2–აუტოიმუნური ენდოკრინოპათიები უნდა შევისწავლოთ ამ პაციენტში და გამოვრიცხოთ. კერძოდ–ადისონის დაავადება, დიაბეტი, პერნიციოზული ანემია. ფარისებრ ჯირკვლებს უნდა გადავხედოთ ძალიან დეტალურად. გამოირიცხოს ჰიპერთირეოზი, გრეივსი, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი. 3–კარგად გავშიფროთ ჰიპოფიზი, თავისი უნატიფესი დეტალებით. 4—სასქესო ორგანოების  პათოლოგიები უნდა გამოვრიცხოთ. 5-ტვინი და ვეგეტატიური ნერვული სისტემა ყველაზე ხშირი მიზეზია მისი. 5–დეპრესია. ბავშვთა ასაკში არის ფარული დეპრესიები. ბავშვი გარეგნულად მხიარულია,მაგრამ მის გულში ემოციური რევოლუციებია. 6-მიდრიაზი -გუგების გაფართოება 6-ტაქიკარდია 7-წნევა 8- ლორწოვანი  გარსების უკმარისობა. 9-ფერმენტული უკმარისობა. 10-ყველაზე დიდი მიზეზი და მაპროვოცირებელი არის სტრესები. 11–ქიმიკატები და მზით დამწვრობა. ვიტილიგო რომ გამოჩნდება , პირველი რაც უნდა გამოვრიცხოთ ეს არის-ატიპური ანემია, ფარული დიაბეტი და ფარული ჩიყვი. დღეს ბევრ ადამიანს ბევრი პრობლემა აქვს ფარული ჩიყვის გამო. მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში, დღეს .ფარული ჩიყვის დაფიქსირება ენდოკრონოლოგების მიერ, თითქმის, არ ხდება. თუ ჩვენთან,  სადმე რომელიმე ადგილზე ხდება, მივესალმები. მაგრამ, მე რასაც ვაკვირდები როცა უეჭველი ეჭვია ფარულ ჩიყვზე, არსად არ მოხდა დაფიქსირება. საერთოდ, მარტო რამდენიმე ანალიზი ვერ ადასტურებს  ამ დაავადებას. მითუმეტეს , რომ ფერმენტების კვლევა ჩვენთან უკიდურესად შეზღუდულია. მაგრამ, თეორიული მსჯელობა ვარაუდზე ,არ უნდა ამოვაგდოთ, რაც მედიცინის მთავარი იდეური  ბირთვია. ვიტილიგო კანის პიგმენტაციის პროცესის მოშლაა. კანის კონკრეტული უბანი, ამ დროს, პიგმენტის გამომუშავების უნარს კარგავს. ეს ხდება მელანოციტებში, ფერმენტ——თიროზინაზის არარსებობის გამო.რომელიც ახდენს  პიგმენტის წარმოქმნის კატალიზებას.  ყველა დაავადების საწყისი, რომელიმე ან რამდენიმე ფერმენტის  ნაკლებობაა. ამ ხაზით ვმკურნალობ ყოველთვის, ყველა  დაავადების დროს.  უნდა იცოდე უამრავი ფერმენტებიდან ,რომლის ნაკლებობა, რომელ  ნივთიერებათა ცვლებს მოშლის, რომელ ამინომჟავას შეამცირებს, რომელ მინერალს და ვიტამინს დაკარგავს, რომელ ჰორმონს გამოიყვანს მწყობრიდან. უბრალო გაციებაც კი, არ არის ფერმენტის გამოვარდნის გარეშე. ჩვენი კანის ფერს განსაზღვრავს მელანოციტები დ მათში მელანინის რაოდენობა. აუტოიმუნური მექანიზმის დროს ,საკუთარი ორგანიზმი ჭამს და შლის მელანინს. ვიტილიგოს კერაში მელანოციტები ან გარდაცვლილია ან გამქრალია. მელანოციტების ნაადრევი სიკვდილია  კერაში. ან რჩება დეფექტური  მელანოციტები. ვიტილიგოს დროს ,კანის ეპიდერმისი გაუფერულებულია. ნათელი ლაქებია არასწორი ფორმის. ზოგი    კლიმაქსა  მეცნიერი ამბობს, რომ ეს ასე დარჩება. მაგრამ ,ჩვენ გვაქვს მაგალითები ძლიერი გაუმჯობესების და მორჩენის. მორჩენა სწრაფი პროცესი არ არის. ეს მკვდრის გაცოცხლებას ჰგავს. მაგრამ, მორჩენილი ადამიანები სახეზე არიან. 20 წლის წინ ვწერდი და ვამტკიცებდი, რომ მელანინს შლის დე ვიტამინის დეფიციტი. დღეს ეს ყველა სწავლულისთვის  ცნობილია. მითუმეტეს, შლის, თუ დე ვიტამინის დეფიციტის გენეტიკური განწყობა არსებობს. ინტერნეტმა ბევრ  ადამიანს  თვალი აუხილა ბევრ  რამეზე. მეგობარმა  ექიმებმა იციან ამ ამბის სახუმაროდ გახსენება. 10 წლის წინ ერთმა თბილისელმა  ექიმმა ჩემი დანიშნულება ნახა ზრდასრულ ადამიანზე და დამცინავად მითხრა :დე ვიტამინი რატომ დაგინიშნია ,ეს ხომ ჩვილი ბავშვების წამალია. ამ ტექსტს კომენტარიც არ სჭირდება. არ ვაპირებ აქ დე ვიტამინზე საუბარს, ისედაც ხშირად ბევრს ვწერ მასზე. მას უკვე ჰორმონი ჰქვია  მსოფლიო მედიცინაში.   დე რომ   არა უჯრედში ვერ შევიდოდა უამრავი მინერალი და ამინომჟავა და დაინგრეოდა ბევრი სასიცოცხლო პროცესი. მელანინი მაღალმოლეკულურ პიგმენტებს მიეკუთვნება. მას აქვს ურთულესი სტრუქტურა და ქიმიური ხასიათი. მელანინი უხსნადი პოლიმერია. მელანინის ფორმირების დროს, პირველ ეტაპზე, თიროზინისგან წარმოიქმნება—დოფა– დიოქსიფენილალანინი. დოფა ქრომი პოლიმერიზდება და მელანინი წარმოიქმნება. ადამიანს აქვს სამი ტიპის მელანინი–ეუმელანი, ფეომელანი, და ნეირომელანი. ეუმელანი—ყავისფერი და შავი ფერების შემქმნელია. ფეომელანინი–წითლის, ტუჩების ფერის, თმის. მისი მეტი შემცველობით გამოირჩევიან  მწითურები. ნეირომელანინი ტვინშია. მელანინზეა დამოკიდებული–ფრინველების, ცხოველების, მწერების, თევზების ფერები. მელანინი იცავს ქსოვილებს სხივური დაზიანებისგან.  კანი ურთულესი ორგანოა. კანი თუ არ გაატარებს ონკოლოგიურ რადიკალებს, ადამიანს კიბო არ დაემართება. კანის ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. კანს ისე არ უნდა მოექცეთ, როგორც ხარის ტყავს. ყველაზე მეტად კანის დაზიანებით ზიანდება ტვინი. ნახეთ ტვინის ტომოგრაფიის პასუხები, რამდენი  დეფექტური  პრობლემებია ,თუნდაც, ბავშვთა ასაკში ვიტილიგოს დროს ტვინში. ეს მცირე დეტალები ბევრ რამეზე გესაუბრებიან. მანდამაინც სიმსივნეს თუ არ ვხედავთ ,არ უნდა ვთქვათ-აქ არაფერია. ამ დეტალების გამოსწორება მუშაობს, საბოლოო გამოსწორებაზე პროცესის. თავის ტვინში   იმ  მცირე დეფექტების გამოსწორება ,უკვე მუშაობს ვიტილიგოს მორჩენაზე. რადგან ,ტვინი ის სასწაული ადგილია, რომელიც ყველა უჯრედს აკონტროლებს სხეულის და მისი ბრძანების გარშე არსად არაფერი არ დაირღვევა. ვიტილიგო მელანინის დაქვეითებული შემცველობაა. ალბინოსებს კი ,ის სულ არა აქვთ. მელანინი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. ვიტილიგოს დროს, კანის ეს ნაწილი სხეულისკენ ატარებს რადიკალებს და შხამებს.  ალბინიზმის და სიყრუის კონტაქტი უვე დაადგინა მედიცინამ. ასევე, თეთრი კატები ცისფერი თვალებით ყრუები არიან.  ადამიანებში, დაქვეითებული პიგმენტაცია და სიყრუე ,არის მხოლოდ—–ვაარდენბურგის სინდრომის დროს.   პარკისონის დროს ქვეითდება ნეირომელანინი. თუ გაქვთ ჭორფლი ან ხალები, ეს ლოკალურად მელანინის თავმოყრაა. თიროზინაზა მელანინის წარმოქმნას აკატალიზირებს. დაჭრილი კარტოფილი ჰაერზე რომ შავდება, ეს ეს თიროზინაზას კვალია. თიროზინაზა  არის მცენარეებში, სოკოებში, ცხოველებში. თიროზინაზებს, სხვადასხვა სტრუქტურები, მოლეკულური მასა და თვისებები აქვთ. მაგრამ. ყველა ერთმანეთს ჰგავს აქტიური ცენტრის სტრუქტურით. თიროზინაზას აქტიური ცენტრი, ზუსტად ჰგავს ჰემოციანინის აქტიურ ცენტრს. აგებულებითაც და ხასიათითაც. თიროზინაზას აქტიურ ცენტრს აქვს უნარი , დაითრიოს ერთი მოლეკულა ჟანგბადის. მას,  შემდეგ  ი ყენებს შესამჟავებლად. ადამიანის თიროზინაზა, ეს არის ტრანსმემბრანული ცილა. რომელიც მდებარეობს მელანოციტების მემბრანაში. უმეტესი ნაწილი თიროზინაზის მოლეკულების, ასევე აქტიური ცენტრიც, იმყოფება მელანოსომების შიგნით. ძალიან ცოტა ნაწილი კი, მელანოსომების გარეთაა-მელნოციტების  ციტოპლაზმაში. თიროზინაზა-მონოფენოლური მონოოქსიგენაზააა.   ფერმენტი ,რომელიც აქტიურად აკატალიზებს ფენოლების შემჟავებას.  ჩემი აზრით, კანის პიგმენტაცია,  ადამიანის ფსიქოლოგიური  სახეა და ფიზიოლოგიური მექანიზმების ხასიათების ჯამის გამოვლინებაა. კანის პიგმენტაცია მელანინის სინთეზის შეფასებაა. მელანოციტები ქმნიან, არა მატრო კანის ,არამედ თმების, თვალის, რქოვანას მელანინს .კანის ფერი მელანოციტების ხარისხზეა დამოკიდებული. ჯანსაღია კანის ვიდი, ჯანსაღია მელანოტიცები.  მელანოციტებს ჯანმრთელ მდგომარეობაში აქვთ უნარი, რომ მელანინი მიაწოდონ კერატოციტებს ეპიდერმისის გარე შრეში. მნიშვნელობა აქვს ფერის შექმნისას მელანოსომების ზომებსაც. მუქი ლაქები კანზე ,ეს არის დიდი რაოდენობით მელანინის დაგროვება  კანის კერატოციტებში.მალამოები პრიმიტიული დროებითობაა. ადამიანი უნდ გაჯანსაღდეს და ფიზიოლოგიური დარღვევები გამოსწორდეს.  საუბარია არსებულ მუქ ლაქებზე. ის არ უნდა შეგეშალოთ, უცებ წარმოქმნილ მუქ ლაქებში, რომელიც ახასათებს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას და დახმარების დაგვიანების შემთხვევაში სიკვდილით მთავრდება. ეს არის მძიმე მოწამვლების  დროს , შხამიანი მცენარეებით .ასეთია მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ეწ  ტუნგოს ნაყოფი, რომელსაც კომუნისტების დროს იბარებდნენ.   სიკვდილობის შემთხვევები იყო, როცა ბავშვებს ლეღვი ეგონათ ტყეში. მელანოგენეზის დარღვევა დაკავშირებულია გენთან. რომელსაც მელანოციტები შეიცავს.უ ახლესი მეთოდი დეპიგმენტაციის არის ,საწყისი გენეტიკური მექანიზმის შეცვლა, რომლებიც პიგმენტაციას განაპირობებენ. მაგრამ ეს სამყაროს წინააღმდეგ წასვლაა და არ ვიცით მის შემდეგ როგორ იქნება ადამიანი.  ამიტომ, რადგან ვიტილიგოს ჰქვია ლათინურად უკმარისობა, მე ვაღიარებ უკმარისობის შევსებას, როგორც ყოველთვის და ის 100 პროცენტიან შედეგებს იძლევა  .ოღონდ თუ გაშიფრავ ყველა რეაქციას და აღადგენ დანაკლისებს. მგონი ხვდებით, ეს საერთოდ რთული პროცესია და სიბრიყვეა მალამოების იმედად ყოფნა. დავაკონკრეტებ—თიროზინაზა ფერმენტია, რომელიც აკატალიზებს მელანინის წარმოქმნის პროცესს , თიროზონის შემჟავების გზით. თიროზინაზა არის ცილა, რომელიც ამინომჟავების შერწყმით მიიღება. ამინომჟავების ეს ალიანსი  ა რის გენი dnkას ინფორმაციის გადამტანები. ეს გენი იგივე ,თიროზინის  შემქმნელი კოდია. მან ფერმენტის როლი ,რომ მოირგოს უნდა ჩაერთოს ფოსფორის შეერთების რეაქციაში .თიროზინაზას ფოსფორილირების პროცესი კატალიზირდება ფერმენტით–პროტეინკინაზათ. მას ააქტიურებს კალციუმის იონები. ანუ მელანოციტების შიგნით  თიროზინაზას, კალციუმის აქტიურობა უნდა დაემატოს.  ხედავთ ,რომ ამინომჟავების გარეშე არაფერი არ ხდება. სწორედ როგორც ვიტილიგოს, ისე ნებისმიერი დავადების დროს, თუ ექიმი ჩაწვდება რომელი ამინომჟავას დეფიციტია, ის თავის  გონიერ  ხელს უკვე გენეტიკურ ჯაჭვზე  ახებს  . ეს უკვე აღარაა ის შაბლონური მკურნალობა, რაც დღეს ხშირად ხდება და მარტო ქიმიით ჩივილების მიჩქმალვაზეა  ორიენტირებული. ეს არაა სამყაროს წინააღმდეგ წასვლა გენების გახლჩის გზით. ეს მოთვინიერებაა აწყვეტილი ჰორმონების. მათი დეზორგანიზაცია  იმიტომ მოხდა,  რომ შემადგენელი  და შემქმნელი ნაწილები დაკარგეს-ამინომჟავების, მინერალების, მჟავების, ვიტამინების სახით. თუ ექიმი მიხვდება ,პააციენტში რომელი ამინომჟავების დეფიციტია, ის სანუკვარ მიზანთან ახლოსაა–  რეალურად შეაჩეროს პაციენტის სიცოცხლის ნგრევა და მიუმატოს სიცოცხლის ათწლეულები. ასეა ვიტილიგოც. მას იმიტომ ჰქვია,მედიცინის წარსულის გენიოსებიდან -უკმარისობა. ის მორჩება დანაკლისების  შევსებსით. შარშან იყო ეს შემთხვევა .სტუტენტი გოგონა ბრონქიტის სამკურნალდ მოვიდა. თან თავისი ამბები მომიყვა. ძალიან მოწყენილი იყო. თავის თანაკურსელს მიჰყვებოდა ცოლად.  ეს განათლებული, წესიერი, კულტურული, კარგი სტუდენტი, ძალიან შეყვარებოდა ბიჭს . მაგრამ, სადედამთილო აღმოჩნდა ტრაკშიპეროგარჭობილი . ბიჭისთვის დაუყვირია :ამ გოგოს   სხვა სიკეთესთან ერთად ვიტილიგო აქვსო. ღარიბ  გოგონას პატარა თეთრი რგოლები ჰქონდა ხელზე.  რამდენი მაქვს დრო ქორწილამდე, ვიკითხე მე. სამი თვე იყო .ზაფხული იწყებოდა. ჩვენ მივიღეთ შედეგი და ეს გოგონა დღეს სახეზეა. მითუმეტეს , რომ სრული საშუალება არ ჰქონდა,ყველა მედიკამენტის შეძენის. რა ხალხური მეთოდებიც დავამატე ,ამას კონკრეტულ სხვა პაციენტთან  გავამხელ .რატომ არის ეფექტური ვიტილიგოს მკურნალობის დროს, კანზე ქათმის ნაღველის გამოყენება. იმიტომ , რომ ნაღველი ლეციტინს, ქოლინს და იმ იშვიათ ამინომჟავებს შეიცავს, ვიტილიგოს დროს რომ დაცემულია. ოდესმე მსოფლიო მედიცინა მივა იმ დასკვნამდე, რომ ყველა ორგანოს მორჩენის სათავე -სანაღვლე გზებშია. როგორც დღეს  ყოველდღე ვამტკიცებთ, რომ თუ სანაღვლე გზების მკურნალობას ორიენტირად აიღებ, ყველა ორგანოს მოარჩენ.  ეს აქსიომაა, იმათთვის, ვისაც მედიცინის შინაგანი ხმა ესმით. არ არსებობს ვიტილიგოთ დაავადებული, სანაღვლე გზებში პრობლემა რომ არ ჰქონდეს. რაც უფრო ფარულია პრობლემა ამ დროს, მით უფრო მძაფრია  პროცესი. ბავშვებში სანაღვლე გზების მოშლას  და ვიტილიგოს დაწყებას აპროვოცირებენ სანაღვლე გზებში ჩასახლებული პარაზიტები.   ტვინის გადაღლა და ბრძოლა მძიმე იყო, მაგრამ, ამ წესიერი გოგონასთვის ღირდა. მას სულ გაუქრა თეთრი ლაქები. სამწუხაროდ, ქორწილამდე ვერ მოვასწარი.  ვიტილიგო არ უნდა შეგვეშალოს და უნდა დავადიფერენციროთ  შემდგ დაავადებებთან————–პიებალ დიზმთან, სკლეროდერმიასთან, ლეპრასთან, სკლეროატროფიულ ლიშაისთან, თეთრ ლიშაისთან, ქიმიურ ლეიკოდერმიასთან, ლეიკოდერმიასთან მელანომის დროს. ესენი ძალიან ჰგვანან და დიდი დაკვირვება სჭირდება განსხვავების დროს. მაგალითად, შემოსაზღვრული სკლეროდერმიის დროს, კანზე სკლეროზული, თეთრი კერებია. ვიტილიგო რომ არ დაგემართოთ, კანის ფერს ნორმაში სჭირდება ოთხი პიგმენტი1-მელანინი –ყავისფერი. 2-კაროტინი-მწვანე 3–ჰემოგლობინი-ჟანგბადის მტარებელი, რომელიც არის კაპილარებში და წითელია. 4-ჰემოგლობინი რეგენერატორი ანუ აღმდგენი. ის არის ვენებში და ლურჯი ფერისაა. აქედან მარტივი აზროვნებით მიხვდება ადამიანი, რომ ვისაც ვიტილიგო აქვს ,მას ბევრი კომპონენტი აკლია ამ 4 პიგმენტის გარდა და შევსება ესაჭიროება. რადგან პრობლემა მას, ვენებსა და კაპილარებშიც აქვს. ნუ    შეგეშინდებათ. ვიტილიგო ,განსაკუთრებულად ზე ნიჭიერებს ემართებათ.  კანზე ტვინი სიგნალებს იძლევა, ამ ლაქების სახით–დაეხმარეთ ორგანიზმსო. მე ძალიან წინააღმდეგი ვარ და არასოდეს ვურჩევ პაციენტებს- პუვათერაპიას. ფოტოსენსიბილიზატორით სეანსები კანის კიბოს მომეტებული რისკია. პირველად უნდა დავადგინოთ, ვიტილიგო იზოლირებული ნაკლოვანებაა ორგანიზმის, თუ სისტემური დაავადების ფონზეა. ფარული ჩიყვი და ფარული დიაბეტი აქტიურად უნდა ვეძებოთ. ჰორმონების რიცხვი ნატურალურად უნდა დავაბალასოთ. ჩემი ხარნგრძლივი დაკვირვებით  გლუტათიონის ნაკლებობა აპროვოცირებს ვიტილიგოს. გლუტათიონის ნაკლებობა, როგორც ცნობილია მალე აჩენს სახეზე ნაოჭებს. ასევე აჩენს პიგმენტურ ლაქებს. აუშნოებს სახის კანს. სწორედ კანში გლუტათიონის ნორმული დონე, აჩერებს კიბოს თავისუფალი რადიკალების შეჭრას ორგანიზმში კანის გზით. ისევ და ისევ ამონომჟავები. ადამიანის მკურნალობა, ნებისმიერი დაავადების დროს ძალიან დაბალი დონისა, თუ არ ვიცით ამ დროს, რომელი ამინომჟავის ნაკლებობაა.  მათი ნაკლებობის გარეშე ადამიანი ავად არ გახდება. ისინი ცილის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ გესაუბრებით ასე ხშირად ,ცილების ცვლის ნორმაში მიმდინარეობის აუცილებლობაზე. ვიტილიგოს დროს ყოველთვის აღმოვაჩინე თუთიის დაბლა დაცემა. საერთოდ ,ცილების ცვლა და სინთეზი ნორმაში არ წარიმართება თუ თუთია დაკლებულია. კანის როგორც ორგანოს სწორ ფუნქციონორებაში, უდიდესია თუთიის მონაწილეობა. თუნდაც, იმიტომ რომ თუთია ერთ-ერთი მთავარი რგოლია ჰორმონების შექმნაში. ისევ დე ვიტამინს მივუბრუნდები. რადგან საათები მინდა ვილაპარაკო დეს უდიდეს მნიშვნელობაზე. მარტო ერთს გამოვყოფ -დეს გარეშე კალციუმი და ფოსფორი არ შეიწოვება. კალციუმის და ფოსფორის გარეშე მელანინის სინთეზი ირღვევა .როგორც დიდი ხანია ვაკვირდები  და  აშკარად ვხედავ, ვიტილიგოს მაპროვოცირებელია ასევე დეფიციტი-ჰაშ ვიტამინის,  ნიაცინის , ა ვიტამინის, კოლაგენის, თუთიის, ე ვიტამნის, მანგანუმის.  ჰაშ ვიტამინი კოენზიმია.  ის მთავარია, ენზიმების ანუ ფერმენტების წარმოსაქმნელად. ის მთავარ როლშია კრებსის ციკლში ანუ იმ უამრავი რეაქციის პროცესში, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს და მათი ფიზიოლოგიური მიმდინარეობა ადამიანის სიცოცხლის გარანტია. ჰაშ ვიტამინი კრებსის ციკლში ტრიკარბონატული მჟავების ცვლას ლიდერობს და კანის სიჯანსაღის გარანტია .ვიტილიგო  მელანინის სინთეზის დარღვევაა და ამ სინეზში ერთ-ერთი მთავარი რგოლი მანგანუმია. მანგანუმის დანაშაულზე ვიტილიგოს დამართებაში ,ფართოდაა გაჟღერებული მსოფლიო მედიცინაში.   ყველა დაავადება რჩება, მაგრამ, მორჩენის მთავარი გარანტია-უნდა  ვიცოდეთ   რა ხდება   ამ     დროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share