მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი გულით გარდაიცვალა.

2005 წლიდან ნიკა ქაცარიძე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

ნათამაშები როლები რუსთაველის თეატრი:

  • უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ ( სერ ტობი ბელჩი) რეჟ. რობერტ სტურუა
  • ლაშა ბუღაძის კომედიაში „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და… პრეზიდენტი“ (დაცვის ბიჭი – ენრიკო) რეჟ. რობერტ სტურუა
  • დავით კლდიაშვილის ტრაგიკომედია „დარისპანის გასაჭირი“ (ხელოსანი) რეჟისორები რობერტ სტურუა, ზაზა პაპუაშვილი
  • არჩილ სულაკაურის ზღაპარი „სალამურა“ (მეფე) რეჟისორები რობერტ სტურუა რევაზ ჩხაიძე, დავით კვირცხალია
  • ნედიალკო იორდანოვის „გონზაგოს მკვლელობა“ (მოკარნახე) რეჟ. გოშა გოშაძე
  • ჟან დელი, ჟერალდ სიბლეირასი „გაუმარჯოს ბუშონს“ (ნიკოლა) რეჟ. იოსებ ბაკურაძე
  • ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“ (მეფარნე) რეჟ. გიორგი თოდაძე
  • თომას ბერნჰარდი „სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher“ (მედუქნე) რეჟ. ქრისტიან პაპკე
  • მონაწილეა სპექტაკლებისა „მალე მოვალ წვიმად“ , „ჯადოსნური ღამე“

ვაკის თეატრალური სარდაფი

მიხო მოსულიშვილის კომიკური თრილერი „საშობაო ბატი კომშით” ( გებრიელ ბონიფაციუსი) რეჟ. გურამ ბრეგაძე

კანცელარიის შენობა

ირაკლი სამსონაძის საშობაო ზღაპარი „ინდაურ ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ (ინდაური ინდიკო) წარმოადგინეს უპატრონო ბავშვებისთვის, რეჟ. ნიკა შველიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share