სიცოცხლის გასახანგრძლივებელი ელექსირი – ფიზიოლოგიურ ნორმებში მყოფი-მონოამინოოქსიდაზაა
სიცოცხლის და ჯანმრთელობის საიდუმლო სკივრი
რომელია მსოფლიოში ყველაზე ძლიერ საკაიფო ნარკოტიკი, რომელსაც ნარკომანი სხვა განზომილებაში გადაყავს.
სიკვდილი – სიცოცხლის სახელით.
რასაც ჭამს შენი შვილი, ისეთივე ჯანმრთელობა ექნება
როდის კლავს ქმარი ცოლს
სად დევს ბო იარდის ციხე-სიმაგრის სამედიცინო გასაღები
მარინა ტოტოჩავა
რა აქვთ მსგავსება——–შიზოფრენიას, სიბრმავეს, ვიტილიგოს,ინსულტს, დეპრესიას ,ნარკოტიკზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას; პარკისონს, ეპილეფსიას ,სეროტონინის კლასიკურ სინდრომს და ამ სინდრომის დაავადებებში გამოხატულებებს———ტაქიკარდიას, ჩიყვისმიერ თირეოტოქსიკოზს ,არითმიას,ქრონიკულ დიარეას, ქცევის აშლას, სიმსივნეებს, დამბლებს, თვითმკვლელობას, კაცის პოტენციის დაკარგვას , ნერვული წნულების თანდაყოლილ დეფექტებს და კიდევ რამდენიმე დაავადებას? მათი მთავარი მექანიზმის მაგისტრალური ხაზი გადის ერთ უდიდეს ფენომენზე —–მონოამინოოქსიდაზაზე , რომლის გადახრის გამოსწორების რეალური , ნატურალური გზა ურთულესი გასავლელია და ამიტომ აქამდე მედიცინამ იოლი სტრატეგია აირჩია. ევროპელი მეცნიერების აღიარებით, იოლმა სტრატეგიებმა კრახი განიცადეს. გამოსავალი ნამდვილად არსებობს ასეთი რთული დაავადებებისგან, მაგრამ ექიმებისთვის ტიტანური შრომის ხარჯზე. ესაა მონოამინოოქსიდაზის დალაგება ამინომჟავური ბალანსებით.
ტვინის გლიის ნეირონების, ნაწლავის, ღვიძლის ,თირკმლის, გულის, ფილტვის და სხვა ორგანოების —— მიტოქონდრიების გარე მემბრანის გარსში არის ———-სამყაროს საოცრება, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საიდუმლო სკივრი———ყველაზე მთავარი ცილა—-ფლავოპროტეინი -მონოამინოოოქსიდაზა .აბრევიოატურიტ ——–mao .მაო გარკვეულწილად ყველა ორგანოშია .მისი ბიოსინთეზი კი, როგორც წესი ღვიძლში ხდება.
გავიხსენოთ რომელია ბიოგენური ამინები. ესენია——-კადავერინი, კარნიტინი, სეროტონინი, სპერმინი, ჰისტამინი, ქოლინი ;ასევე ბიოგენური ამინებია კატექოლამინები ———დოფამინი, ნორადრენალინი ანუ ნორეპინეფრინი, ეპინეფრინი ანუ ადრენალინი, ჰისტამინი, თირამინი და სხვები . ამათი გადახრები მთელი მედიცინაა, ყველაზე მძიმე და შემაწუხებელი დაავადებები. ბიოგენური ამინები ორგანიზმში სინთეზირდებიან ამინომჟავების დეკარბოქსილირების დროს. ექიმიც არ არის საჭირო,იმის აღსაქმელად, რომ მაგალითად, გადახრილ სეროტონინზე ან ადრენალინზე ან ალერგიების შავ მეფეზე—-ჰისტამინზე როცაა საუბარი , ესეიგი დიდი გარღვევაა ამინომჟავებში. ყველაფერი და საერთოდ ,სიცოცხლე იწყება და გრძელდება ამინომჟავებით . ყველა დაავადების დროს მთავარი დარტყმა ამინომჟავებზეა. მათი გააზრების გარეშე მკურნალობა,დაავადების ირგვლივ მთვრალივით სიარულს ჰგავს. თითოეული არანატურალური ლუკმა,ანგრევს ამინომჟავების გრაფიკულ სტრუქტურებს, სადაც დაბადებამდეა ჩაწერილი ადამიანის სიცოცხლის სრული გზა.
მოშლილი ბიოგენური ამინების ზეწოლაა მთავარი მიზეზი——– ფსიქიკურ აგზნების და დეპრესიული შეკავების პროცესებში ,წნევის წარმოშობაში , ეპილეფსიაში, ტაქიკარდიაში და სხვადასხვა დაავადებებში. ბიოგენური ამინების ცვლის მოშლაა———შიზოფრენია, თვითმკვლელობა, პარკისონი, დეპრესია, ეპილეფსია,გონების შეზღუდვა ,სიმსივნეები, სეროტონინის სინდრომი, ქცევითი აშლილობები ,ნარკოტიკზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და სხვა. ბიოგენური ამინები უნდა იყვნენ კლასიკურ ნორმებში , რომ ადამიანი ჯანმრთელი იყოს . გადახრილი ბიოგენური ამინი ნებისმიერ მხარეს -ეს არის ძალიან დაავადებული ადამიანი. ჩამოთვლილი დაავადებები არიან ბიოგენური ამინების მოშლის კრიტიკული ვარიანტები. გარდა კრიტიკული მდომარეობებისა, ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები ,რადგან არ იკვებებიან ნატურალურად და რაც მთავარია, მათი გარკველ დონეზე გადახრილი ამინების დაბალანსება ვერ ხდება პრობლემური ამინომჟავების მიერ . ზედმეტი ბიოგენური ამინების ანუ თანდათან მკვლელი საწამლავების გაწოვა უნდა ხდებოდეს ამინომჟავების მიერ სწორი ჟანგვითი დეზამინირებით. ანუ ამინო ჯგუფზწე nh3 ის ——ამიაკის მოცილებით. ამინო ჯგუფზე ამიაკის ნაშთის ანუ საწამლავის მოცილებას ანუ ნებისმიერი დაავადების მორჩენას ან ნებისმიერი ჩივილის მოხსნას ახორციელებს ფერმენტები———–ამინოქსიდაზები. ანუ მაო . ანუ ის , რაც არის დღევანდელი სტატიის მთავარი თემა. ის არის სიცოცხლის, არსებობის შენარჩუნების, სიცოცხლის გახანგრძლივების, დაავადებათა მორჩენის მთავარი გარანტი . მაგალათდ, როცა ამინომჟავა ჰისტიდინს სწორად ჩამოშორდება ამიაკის ტოქსიკური ჯგუფი, ის არ გადაიქცევა ალერგიების წყაროდ—–ჰისტამინად და დარჩება ერთ-ერთ ძლევამოსილ ამინომჟავად ,რომელიც კურირებს მთავარ სასიცოცხლო ორგანოებს . ხოლო თუ არ ჩამოშორდება, მაშინ იქცევა ჰისტამინად და ალერგიული დაავადებებით და ასთმით აწამებს ადამიანებს. დარჩენილი ამიაკის ტოქსიკური შლამები იწვევენ———–შაკიკს, ციროზს, წნევას,თავის ტკივილებს, პოდაგრას, კენჭის გავლას, ორგანოების გადაგვარებას, ინსულტებს, ინფარქტებს და სხვა .
სანამ ავღწერ როგორ აუბედურებს ადამიანებს მაოს დაკლება ან მატება, მანამ განვმარტავ მისი კოლოსალური ფუნქციების მხოლოდ ნაწილს. მაო მთავარ როლს ასრულებს ბიოგენური ამიონების მეტაბოლიზმის მართვაში .ანუ ნეიროტრანსმიტერების სწორად ფუნქციონირებაში, რაზეცაა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელი და უპრობლემო სიცოცხლე. მაო აკატალიზებს ჟანგვითი დეამინაციის რეაქციებს. რამდენად სწორად მიდის ეს რეაქციები ,იმდენად ჯანმრთელადაა ადამიანი და მეტს ცოცხლობს. ყველას აქვს ოცნება თავის ახლობელს მოურჩეს ან შიზოფრენია ან ნარკოტიკზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, სიმსივნე ,გონებრივი შეზღუდვა, აფექტური ქცევები, ეპილეფსია და სხვა. ყველა მექანიზმი გახსნილი აქვს თანამედროვე მედიცინის მეცნიერებას. მხოლოდ განხორციელებაა ურთულესი. რადგან , ექიმებისგან მოითხოვს დიდ შრომას ,ძალისხმევას და დროს . ეს რეალურად სასიცოცხლო, მაგრამ არაპოპულარული გზაა. რადგან , პაციენტი საერთოდ ვერ ხვდება რა შრომას ატარებს ექიმი მუშაობის ამ სტილით უზუსტესი სასიცოცხლო დანიშნულების გამოსაყვანად. მედიცინა უხშირესად სწრაფ მოგებაზეა გათვლილი. ეს გზა კონკრეტული ექიმებისთვის წამგებიანია და დიდ დროს ითხოვს. მითუმეტეს, ეს გზა ინდივიდუალურია თითო პაციენტისთვის და ყოველთვის არ ექვემდებარება, სტანდარტებს. რადგან, ამინომჟავები ყველა ადამიანში სამყაროდან ჩადებული ინდივიდუალური სასიცოცხლო პროგრამაა.
მაო არის ოქსიდორედუქტაზა. ის ახდენს მონოამინების დეამინირებას . ანუ ნეიროტრანსმიტერების ისეთ ფორმებში გადაყვანას, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. სიცოცხლე მაშინ წყდება, როცა უძლური მაო სამუშაოს ამთავრებს. მაო არის სამყაროდან, კოსმოსიდან შემოსული, ტვინის სიგნალების დამლაგებელი ორგანიზმში. მისი ორი იზოფერმენტიდან ნერვული ქსოვილის მაო——ა დეამინირებს და მართავს სეროტონინს, ადრენალინს ,ნორეპინეფრინს და სხვა. ხოლო მაო -ბ ე ——დოფამინს, ჰისტამინს, თირამინს და სხვა. მ ედიცინის მსოფლიო მეცნიერებამ, ბევრი დაკვირვების შედეგად, გადაჭრით გამოიტანა დასკვნა, რომ——–გონების აფექტურ აშლას და ამ იზოფერმენტების მომატებას ან დაკლებას შორის კავშირი უდავო და მაქსიმალურია.
სწორად და სრულად მართავს მაო ტვინის სიგნალებს?——–შესაბამისად არ არის ზევით ჩამოთვლილი დაავადებები. მაო მთავარი მონაწილეა სეროტონონის წარმოქმნის და გარდაქმნის პროცესში .მაოს ნორმაში ყოფნამ , უნდა გადააქციოს სეროტონინი 5 ჰიდროქსიინდოლაცეტალდეჰიდად,რომ არ მოიმატოს სეროტონინმა ორგანიზმში და აღარ იყოს სეროტონინის სინდრომი. შესაბამისად აღარ იქნება ფსიქიკური აშლა ან აგრესიული სიმსივნეები,ეპილეფსია, საოპერაციო ჩიყვი, დიარეა და სხვა. ეს მარტო დამოუკიდებელ სინდრომს———-სერტონინის სინდრომს არ ეხება. ყველა პათოლოგიას ,რომელიც მაოს გაავებით ან დაკნინებით მიდის ,ლოკალური სეროტონინის სინდრომი ახლავს——–ესაა ტაქიკარდია, ჩიყვის დროს თირეოტოქსიკოზი, დიარეა და სხვა. თუ მაო გადახრილია ,სეროტონინი იზრდება .მაოს გაავება და სეროტონინის სინდრომის ნებისმიერი გამოვლინება ,სიგნალია სამყაროდან, რომ ორგანიზმი დიდი დარტყმისთვის ემზადება .ანუ სიმსივნისთვის. ამიტომ, მაგალითად, ტაქიკარდიის შეჩერებაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ მარტო, არამედ მის წარმომშობ მიზეზებს უნდა ვუმკურნალოდ. პულსი თუ ხშირად გიჩქარდება,დაზიანებული მაოს ზემოქმედების ქვეშ მაშინც ხარ. გულზე სტენტირების საჭიროებაა?——–დიდი ხანია მაო გადახრილია და გულს მაოს დეგრადაციის გამო ამიაკის ნაშთები წამლავს.ღვიძლის და სანაღვლე გზების პრობლემა მაოს დიდი უძლურებაა.
მაოს მთავარ ი ფუნქცია არა მარტო გაავებული ან დაჩლუნგებული ნეიროტრანსმიტერების რეგულაციაა, .ის მთავარი სასიცოცხლო პროცესების მმართველია, რომელთა მოშლის დროს ყველაზე რთული დაავადებებია .მაოს გარეშე ფარისებრში თიროზინის იოდირება ვერ მოხდება. ამ ფაქტზე კი უამრავი დაავადებაა ჩამოკიდებული. ანუ მაოს სტატუსზეა დამოკიდებული დაგაზიანებს თუ არა ფარისებრი. დაზიანებული მაოს გარეშე არ არსებობს ჩიყვი, მითუმეტეს ოპერაცია ფარისებრზე.
მაოს აშლის დროს მწყობრიდან გამოდის ფერმენტები. ფერმენტების დაზიანებას ან დაცემას მოყვება ჰორმონების დაზიანება. ორგანიზმში წარმოიშობა, კვანძები, ფიბრომები ცისტები, კისტები, პოლიპები. მეტასტაზი მაოს კრიტიკული აშლაა. მაოს აშლა პირდაპირ გადაეკვეთება პოლიპებს, ფიბროზებს და ასეთ წარმონაქმნებს . რადგან ,ყოველი კონკრეტული ქსოვილის ასეთი პათოლოგიური ადჰეზიის უკან ანუ ქსოვილის პათოლოგიური შეწებების უკან დგას—— კონკრეტული პარალიზებული ფერმენტი. ექიმის ვალია უნდა იცოდეს რომელი ფერმენტის ნაკლებობის ან მეტობის გამო არის ეს პოლიპი. რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება,რომ გაიწოვოს, სანამ გაზრდილა. რადგან ,პოლიპის მოშორების ოპერაციის შემდეგ ეს პათოლოგიური სწრაფვა ქსოვილის, არ შეჩერდება და სხვა ადგილზე გაჩნდება წარმონაქმნი სხვა სახით. მედიცინის სირთულე იმაშია, რომ სხვადასხვა ადამიანში ერთიდაიმავე პრობლემის დროს, სხვადასხვა ფერმენტი შეიძლება აღმოჩნდეს მიზეზად. ამიტომაა აბსურდი ერთი დაავადების დროს ყველასთვის ერთიდაიმავე მკურნალობა. არასწორი მკურნალობით ადამიანი უფრო ზიანდება და ამას სჯობს , მხოლოდ შესაბამის ნატურალურ დიეტაზე იყოს. ეს უფრო შედეგიანი იქნება. ამ ყველაფრის უკან გადახრილი მაო დგას . სწორედ მისი გადახრის ფონზეა რეაქტიული ჟანგბადის გააქტიურება, რომელიც ორგანოების ანთებებს აქრონიკულებს.
რატომ აზიანებენ ღვიძლს ანტიდეპრესანტები? მაოს გადახრის დასაწყისში თირკმლის ან ღვიძლის საწყისი ანთებებია. რაც პარალელურად ასახულია ფარისებრზე და არის დეპრესია .დეპრესიის გამო დაუსაბუთებლად ინიშნება ანტიდეპრესანტები . ისინი საბოლოოდ ძალიან აზიანებენ ღვიძლს, სწორედ რომელმა დაზიანებულმა ღვიძლმაც გამოიწვია ეს დეპრესია.
ნებისმიერი ქცევით აშლილობა არის ორგანული. მის ქვევით ფიზიოლოგიური გადაცდომებია. დაზიანების ტალღები მაოს სიჯანსაღის პროპორციულია.
ეგრედწოდებული მაოს ინჰიბიტორები—–ანტიდეპრესანტები , აქტიურად ინიშნება და ხან კითხვაც არ დაისმის გაავებულია მაო თუ დაჩლუნგებული .ხელოვნური ინჰბიტორ ანტიდეპრესანტი ი შედეგიანიც რომ იყოს ,წესით მხოლოდ დროებით ინჰიბიაციას ანუ გაწოვას —– დეაქტივაციას ახდენს. თუ მაო დაკნინებულია ,ამ დროს მითუმეტეს არ უნდა დაინიშნოს .რას ბოჭავ რაც ამ შემთხვევაში ისედაც არ არის. მაღალი დონის ევროპულ და ამერიკულ მედიცინაში ოფიციალური უკუჩვენებაა—— მაოს ინჰიბიტორ ანტიდეპრესანტების დანიშვნა თი რკმლის და ღვიძლის ანთებების დროს . ბუნებაში კი არ არსებობს დაავადება ,რომელიც ღვიძლის ანთების გარეშე მიდის. მედიცინამ ძლიერ ქვეყნებში უკვე აღიარა მაოს გადახრის დროს ანტიდეპრესანტების კრახი. განსაკუთრებით დეპრესიების დროს.
ვანილმანდელის და ჰომოვანილის მჟავებს ს პედიატრიაში ვიყენებთ ადრენალინთან დაკავშირებული სიმსივნეების გამოსაკვლევად და სამკურნალოდ.
ჰომოვანილის მჟავა პედიატრიაში ფართოდ გამოიყენება , მეტაბოლიზმის მოშლის ადრენალური ტიპის დასტურისთვის. ა მ დროს მაო გადახრილია დოფამინის არასრულფასოვნებასთან ერთად. როცა გონების დეფიციტია და ფსიქიკის და ქცევების არასრულფასოვნება, ეს ნორმიდან აუცილებლად გადახრის ჰომოვანილის მჟავის მონაცემს.
მეცნიერულად დადასტურებულია——– ყველა ასაკში ჰომოვანილის და ვანილმანდელის შეცვლას და ასევე,სეროტონინის და ადრენალინური სისტემის სხვა ელემენტების მატებას 90 პროცენტში მოყვება კატექოლამინური სიმსივნეები. კატექოლამინების, მაგ ადრენალინის ან სხვა მისი ჯგუფის ნაერთების ან სეროტონინის მატება უდიდესი სიგნალია, რომ სიმსივნეა ჩასაფრებული. ამ დროს ონკომარკერებზე უნდა გადაემოწმოთ, მათი დადებითობა სიმსივნის დაწყების შანსების დასტურია.
აბსოლუტურად ყველაფრის შეჩერების მექანიზმი და საშუალებები ჩადო სამყარომ მედიცინის შესაძლებლობებში. ყველაფრის შეჩერება ,აცილება და მკურნალობა შეიძლება. მაგრამ, ეს ვერ მოხდება მშრალი სტანდარტებით, ბიოქიმიის მძლავრი ცოდნის გარეშე .რაც საშუალებას აძლევს ექიმებს ამინომჟავების ბალანსები გამოიყვანონ, საიდანაც ყველაფრის საშველი იაზროვნება. ორგანიზმი ასიგნალებს სიმსივნის წინა სინდრომებს და ისინი ცნობილ — პარანეოპლასტიკურ ანუ სიმსივნის წინარე სინდრომთა ცხრილშია წარმოდგენილი. რომელზეც ადრე დაწვრილებით ვისაუბრე. მაგალითად, ესენია——–კალციუმის მატება, სეროტონინის ან ეპინეფრინის მატება, ტაქიკარდია, აგრესიული წნევა, ჩიყვი, გახანგრძლივებული ჭარბი ქოლესტერინი, ფარისებრის გახანგრძლივებული და მოუგვარებუელი პრობლემა , კუჭ-ნაწლავის ან სახსრების გაქრონიკულებული პრობლემა, ფილტვების ფიბროზი ,გადატანილი სველი პლევრიტი, პოლიკისტოზი თირკმელში ან საკვერცხეში, აგრესიული პოლიპი და სხვა.
როცა სიცოცხლის ძალა —–მაო დაქვეითებას ან მომატებას იწყებს, შესაბამისად რაღაც დროში აუცილებლად შეიცვლება ჰომოვანილის მჟავა. ჰომოვანილის და ვანილმანდელის მჟავების რიცხვით დგინდება——–დამბლისთვის ან ინსულტვისთვის საშიში პოზიცია აქვს თუ არა წნევას, თუ——— მას მხოლოდ მეტაბოლიზმის გაჯანსაღებით მოაწესრიგებ. ფონების ასეთი აკადემიური მართვის დროს, უფრო კნინობითად აღიქმება სამუდამოდ დანიშნული წნევის დამარეგულირებელი .
სიმსივნეების 80 პროცენტში——-ჰომოვანილის, ვანილმანდელის შეცვლაა ნორმიდან და კატექოლამინების მომატება. კიბო ეს არის ბოლომდე გზადაბნეული კატექოლამინები—ნეიროტრანსმიტერები. ეპილეფსია და დეპრესია კი აშლილი ნეიროტრანსმიტერები. ნეიროტრანსმიტერების დაბალანსებით ადამიანი აუცილებლად გამოვა ნებისმიერი მძიმე მდგომარეობიდან. მაოს დაქვეითებას თავიდანვე მოყვება- შარდში ჰომოვანილის მჟავის შეცვლა .ეს ორი მჟავა უნდა გაიზომოს ,რომ დაადიფერენცირო, შემაწუხებელი წნევა მხოლოდ მეტაბოლურია თუ სიმსივნე ფეოქრომოციტომაა საძიებელი. რომელიც აგრესიული ,მაღალი წნევების უკან ძალიან დიდ პროცენტში იმალება. ჰომოვანილის მჟავა ნეიროტრანსმიტერების მეტაბოლური მარკერია . მისი და დოფამინის კონტროლის გარეშე ვერცერთ ნეიროდეგენერაციულ დაავადებას ,ვერც დეპრესიას სრულფასოვნად ვერ მოარჩენ.
მაოს მძიმე გადახრის დროს ჰომოვანილი ყოველთვის შეცვლილია. .ჰომოვანილის შეცვლა ყოველთვის ასოცირებულია სიმსივნეებთან. ხან კეთილ, ხან კი ავ სიმსივნეებთან .ჰომოვანილის მატებას იწვევს ფერმენტი———–დოფამინ ბეტა ჰიდროლაზა, რომელიც საერთოდ დოფამინის ნორეპინეფრინად ანუ ნორადრენალინად გადამქცევია. ამ ტესსტში განხილულია სიმსივნის და მძიმე დაავადებების ყველა საიდუმლო . ეს კლასიკური შპარგალკაა დამწყები ექიმისთვის, თუ ის გონიერი და პედანტი აღმოჩნდება და სურვილი ექნება მექანიზმებით ანუ სწორი გზით მოარჩინოს ადამიანები.
დავაკონკრეტებ———-მაო რომ ძალიან გადახრილია, ჰომოვანილი შეცვლილია ანალიზში. ფერმენტი დოპამინ ბეტა ჰიდროლაზა რომ დაქვეითებულია ——-ჰომოვანილი შეცვლილაა და სიმსივნის დაწყებას ვეღარაფერი შეაჩერებს. მაგრამ მისი დაჭერა და მართვა შეიძლება , თუ ამ ფერმენტს ასტიმულირებ. ზოგადად ,დაკლებულები უნდა ასტიმულირო და მომატებულის ინჰიბიცია უნდა გააკეთო ანუ გაწოვა. მაგრამ, არა უკიდურესად დამზიანებელი ანტიდეპრესანტებით, არამედ იმ ნატურალური საშუალებებით ,რაც თანამედროვე მედიცინამ უკვე იცის . დაავადებები, სიმსივნეები ორგანიზმის ბუნებრივი გზიდან აცდენაა და ქიმიის დომინირება ორგანიზმში .მაო ——ყველაფერ ქიმიურზე და არანატურალურზე ძალიან ილახება. მისი შეზღუდვა კი ნიშნავს ,ადამიანის სასიცოცხლო შესაძლებლობების ძალიან დაკნინებას და სიცოცხლის წლების შემცირებას.
შესწავლილია დიდი ხნის დაკვირვებებით და დადგენილია ევრო და ამერიკულ პედიატრიაში—————მაო ფერმენტის პასიურობა როცა გამოიხატება , ბავშვები აუცილებლად გაიზრდებიან —————–ან ქურდები ან მკვლელები ან მოძალადეები ან ნარკომანები ან ალკოჰოლზე დამოკიდებულები ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები .ეს სინდრომი აქვს მოძალადე ქმარს, რომელიც კლავს ცოლს. სერიული მკვლელები მაო ფერმენტის ძლიერი პასიურობით გამოირჩვიან. მნიშვნელოვანი კვლევებით დადატურებულია, რომ მკვლელებს აქვთ მაოს ძალადობრივი გენი. ასევე, იმავე რთული ცდებით დადგენილია თუ მაო ფერმენტი ნორმაზე ზევით აქტიურია—-მაშინ ძლიერი დეპრესიაა. მაო ყოველთვის გადახრილია ფსიქიკური და ჰორმონული სტატუსების დროს. დეპრესიის დროს მაო საგრძნობლად გადახრილია და ესტროგენები მომატებულია. კაცის ლიბიდოს დაქვეითების დროს, მაო გადახრილია და ესტროგენები მომატებულია .პროსტატის კიბოს დროს მაო გადახრილია და ესტროგენები მომატებულია. ქალებში საკვერცხის კიბოს მკვეთრი შანსი როცაა, მაო გადახრილია და ესტრადიოლი მომატებულია. საშვილოსნოს კიბოს დროს მაო გადახრილია და ესტროგენები მომატებულია. გულის ინფარქტის დროს მაო გადახრილია და ესტროგენები მომატებულია . ყველა პოზიციის ჩამოთვლის შესაზლებლობას ტესტის ზომა არ მომცემს. მაგრამ ,ერთი კი ცხადია მაღალი დონის მედიცინისთვის , რომ მონოამინოოაქსიდაზას ცვლილების გარეშე სიცოცხლისათვის საშიშ ი პრობლემები არ დადგება.
ყველაზე საკაიფო ნარკოტიკი, რომელიც ნარკომანს ძლიერ კაიფს აძლევს და გადაჰყავს სხვა განზომილებაში ეს არის——–დიემთი . დიემთის ეწევიან ან სვამენ .ძლიერი კაიფი კი დგება, მაგრამ შესაბამისად, ღვიძლი პირველი მიღებისთანავე იწყებს ნგრევას . ყველა ორგანოს აზიანებს ნარკოტიკი, მაგრამ განსაკუთრებით იმ ორგანოებს, რომლებიც მას მისი განეიტრალებისთვის თავიდანვე ბრძოლას გამოუცხადებენ. ანუ პანკრეასს და ღვიძლს . დიემთის ვერანაირი, იმუნიტეტის საბრძოლი —–გამანეიტრალებელი რეაქცია ვერ ანეიტრალებს, გარდა კუჭში ბუნებრივად მყოფი მონოამინოოქსიდაზის ა, რომელიც სანამ ღვიძლის დესტრუქცია არ დაიწყება, მანამ ანეიტრალებს ნარკოტიკს. რას აკეთებს ზოგადად ნარკოტიკი და ამ შემთხვევაში დიემთი ანუ დიმეთილტრიპტამინი ——ნარკოტიკი დიემთი მონოამინოქსიდაზას ანუ მაოს, ყოველ ახალ მიღებაზე თანდათან———–გლეჯს, მემბრამებს უბზარავს, დეენემს უჩლუნგებს ;შლის , ფიტავს და წყვეტს იმ ნერვებს, რომლებსაც გადააქვთ ნეიროტრანსმიტერული სიგნალები და ამუშავებენ ორგანიზმის სისტემებს ;ხლეჩს სულის კონტაქტს ფიზიკური ორგანიზმთან ; საბოლოოდ ადამბლავებს ნეიროტრანსმიტერებებს,რომლებიც ერთმანეთან ავტომატური საუბრით ახორციელებენ ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელ მექანიზმებს.
მაო არის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მარკერი და სიცოცხლის არსებობს მთავარი გარანტი . მხოლოდ ის ანეიტრალებს დიემთის. დიემთი ანუ უმაღლესი კაიფის სტატუსის შემქმნელი ნივთიერება , ბუნებრივად გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმში შემდეგი მდგომარეობების დროს———-როცა ქალი მშობიარობს, როცა ადამიანი კვდება და კლინიკური სიკვდილის დროს, როცა ტვინს ჰგონია რომ კვდება. ღმერთმა ადამიანი მინიატურულ მიკროკოსმოსის ანალოგად შექმნა. ადამიანს აქვს ყველა ის ნივთიერება რაც სამყაროშია. დიემთი ფიზიოლოგიურად გამოიყოფა არანახული, გაუსაძლისი ტკივილების დროს, რომ ადამიანმა შეძლოს ამ ტკივილების გადატანა. ამ მომენტში მაო თვლემს და ხელს არ უშლის დიემთის .რადიკალურად განსხვავებულად იქცევა მაო, როცა დიემთი ხელოვნურად შემოდის ორგანიზმში და მაშინ მაო მას ანეიტრალებს.
როგორც ვთქვი ყველაზე მძლავრი საკაიფო ნარკოტიკი, რომელსაც ნარკომანი სხვა განზომილებებში დიდი ხნით გადაყავს ეს არის ის სითხე თუ მოსაწევი ,რომელიც შეიცავს დიემთის. შეგნებულად არ ვასახელებ იმ მცენარეებს ,რომლებშიც დიემთის დოზა დიდია. ზოგი ჩვენთანაც ხარობს.
.დეგრადირებული, განვითარებაშეწყვეტილი, დეპრესიული, სულიერად განადგურებული ,სულდაზიანებული , პერსპექტივაზე ხელჩაქნეული ნარკომანი ,დიემთის, მცენარეებში დაეძებს და სხვა განზომილებებში გადასვლით იბედნიერებს თავს . ღმერთი კი არასოდეს პატიობს არავის, მის მიერ ნაჩუქარი სიცოცხლის ასე ბრიყვულად ხელყოფას. ცხოვრებისგან დამარცხებული ნარკომანის, მდიდარია თუ ღარიბი, მთავარი ,უდიდესი,საბედისწერო შეცდომა ის არის ————-კაიფს სხვაგან ეძებს ,რომ თავის ორგანიზმს მიაღებინოს——— როცა დიემთი ———-ტვინის საკუთრივ ჰორმონია და ის ყოველთვის გვეძლევა–სპორტული ცხოვრების, პატივისცემის და მოწყალების გაცემის, სხვისი წარმატებით აღფრთოვანების, კეთილი სიტყვის თქმის ,დავიწყებულის გახსენების ,სიკეთისმქნელის არ დავიწყების, მადლიერების გამოხატვის, თანაგრძნობის გულით გამოხატვის, პრობლემურ ადამიანებზე დახმარების გაცემის ,ნაკლები ამპარტავნობის და სხვებისადმი მეტი დაფასების დროს. ყველაზე დიდი კაიფი და ასევე ახალი სიცოცხლისკენ დიდი ბიძგი ——ჯანმრთელი, ღირსეული, სხვებისადმი პატივისცემით სავსე ცხოვრებიდან მოდის .ხელოვნურად მოპოვებული დიემთით ნარკომანი გზას იმოკლებს სიკვდილისკენ .ბუნებრივად გამოყოფილ დიემთის დროს მონოამონოქსიდაზა ყოველთვის სიამოვნებით თვლემს და არა თუ არ ანეიტრალებს მას, არამედ სწორედ მაშინ ძლიერდება და ჯანმთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამატებს .ნარკოტიკი ებრძვის იმას——–რაც ახანგრძლივებს სიცოცხლეს ანუ მაოს.
არაბუნებრივად მოპოვებული დიემთის ზეპიკი , არის სასმელ——–აიაჰუასკაში . სადაც დიემთის შემცველი მცენარეების კომბინაციაა. ამ სასმელშია სული, ასე თვლიან შამანები და მეცნიერებიც . ამიტომაცაა სასიკვდილო და ორგანიზმისთვის დამანგრეველი. რადგან, ადამიანის ანატომიას და საერთოდ სიცოცხლეს ვერაფერი მოერეოდა, სულ ი მეორე სულს რომ არ დაენგრია. ტყვია ისე არ აზიანებს ადამიანს, როგორც მეორე ადამიანის ანუ მეორე სულის ცუდი სიტყვა. ბევრი ადამიანი ვიცით ცუდი სიტყვის გამო რომ გული გაუსკდა ან ინსულტი დაემართა . ერთი სულიერიდან წამოსული ცუდი სიტყვა ყველა ზე მეტად ამსხვრევს მეორე ადამიანის სულს. როგორც ხელოვნური — დიემთიდან ,რომელიხც მახინჯ სულს შეიცავს ,ა სევე ბოღმაადამიანის სულიდან ხდება მეორე ადამიანის სიკვდილი. დაავადებები, მხოლოდ გაბზარული სულის სიმპტომებია.
შემთხვევით გადავაწყდი ვიღაც დაბალგანვითარებული კომენტარს უკეთებდა რომელიღაც ვეგანურ საიტს , რომელიც ახასიათებდა მცენარეს და დაუწერა————სულელებო ,მატყუარებო, აფერისტებო მცენარე როგორ გაწმენდს აურას .ასეთებს ჰგონიათ, მჩიხიბავი რომ ბოლში გახვევს ის წმენდს აურას. დაბალგანვითარებული ადამიანები ყველაზე ხშირად , ფულს ,საკუთარი თავის გაბრიყვებაში იხდიან . მცენარეებ ი ღმერთმა შექმნა. ზოგ მცენარეს შეუძლია ადამიანის სულის ჩაკვლა ,ზოგს კი გაწმენდა და გაჯანსაღება. ხელოვნური დიემთით ინგრევა ნარკომანის სული. სხეულ ი კი დანგრეული სულის ნანგრევებში ზიანდება.
ნარკოტიკით თანდათან იფიტება მონოამინოოქსიდაზა. თუ თავიდან, მაო ანეიტრალებდა ხელოვნურად მიღებულ დიემთის, ბოლოს დიემთი უფრო ხანგრძლივ კაიფს იწვევს ,სასიცოცხლო ამინოოქსიდაზას უფრო და უფრო გამოფიტვის ხარჯხე. განზომილებებში გადასვლა საათები გრძელდება. ხანგრძლივი კაიფი ყოველთვის ამინოოქსიდაზის დათრგუნვის ხარჯზეა . ბევრმა ცდამ და კვლევამ დაადასტურა მედიცინის მეცნიერებაში, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი , მათ შორის მოსაწევიც აბინძურებს და ჩაშლის კარმებს და უძლიერესი დისონანსი შეაქვს ფსიქიკურ შრეებში .შლის გენურ კოდებს და ქმნის მუტაციებს. საერთოდ, ყველა კიბოს დასაწყისში მუტაციაა. დიდი პრობლემების მქონე ზრდასრულების ან ბავშვების ანამნეზის შეკრების დროს, ვსვამ კითხვას——–იყო თუ არა მამა– ნარკომანი, ამ ბავშვის ჩასახვის დროს. ყველა სახის ნარკოტიკი,მათ შორის მოსაწევი, რომელიც რატომღაც უვნებელი რეპუტაციით გამოირჩევა ხალხში, გენებს ცვლის და მუტაციებს იწვევს არამარტო ამ ადამიანში ,არამედ შთამომავლობაში.
ყველა მძიმე დაავადების დროს , ასევე კიბოს დროს მაო უკიდურესადაა ა დაუძლურებული. ექიმის უმაღლესი ფუნქცია აქედან უნდა დაიწყოს, თითოეულ ადამიანში ინდივიდუალურად მისი გადახრების გათვალსწინებით——–როგორ დაუბრუნოს მონოამინოოქსიდაზას — ჯანმრთელი სტატუსი, რომ დაცული იყოს სიცოცხლე და არა იქიდან—— ინკუბატორის წიწილებივით ყველას ერთ დაავადებაზე ერთი და იგივე ხელოვნური მკურნალობა მისცეს. რადგან, მკურნალობა ეს არის ადამიანის მდგომარეობის ამოცნობა სამყაროში. გაუგებარი მცნებაა, რომელიმე ორგანოს ან დაავადების მკურნალობა. უნდა ვუმკურნალოთ————–მთლიანად ამ ადამიანს.
მთელი ცხოვრება ვაკვირდებოდი რომელია ის მცენარეები, რომლებიც არიან მონოამინოოქსიდაზას მასტმულირებლები და დამბალანსებლები. მათ სხვადასხვა ფუნქცია აქვთ და მხოლოდ ამ სასიცოცხლო ვეგანურ მცენარეებს ვიყენებ ვითარების მიხედვით სხვადასხვა ადამიანში ინდივიდუალურად . ევროპის და ამერიკის უმაღლესი მედიცინა განსაკუთრებით აღიარებს და იყენებს ამ მცენარეებს ვეგანური მედიკმენტების სახით. ქიმიური მედიკამენტი დასაშვებია მხოლოდ დაავადების მწვავე პერიოდში. ბუნების შექმნილი ადამიანის დაავადების აღდგენა უნდა მოხდეს , მხოლოდ ნატურალური მედიკამენტებით. ადამიანი ფიზიოლოგიურ სინქრონიზაციაში უნდა იყოს ბუნებასთან. დაავადების დროს მაოს მეტობა ან ნაკლებობაა , რის გამოც იშლება ამინომჟავების გრაფიკული ფორმულები, რაც სიცოცხლის შემოკლების სიგნალია . მაოს დასუსტების ან პათოლოგიური აქტივობის დროს უნდა რეგულირდეს გადახრილი ამინომჟავები , რომ ადამიანი გამოვიდეს მძიმე მდგომარებობებიდან ,მათ შორის კიბოსგან, ამ მედიკამენტების საშუალებით, რომელთა კონკრეტული დასახელება მედიცინისთვის ცნობილია. როცა მაოს აბალანსებ , საფუძველში არღვევ პათოლოგიას და მატებ ადამიანს სიცოცხლეს. რაც შეეხება ამინომჟავების ბალანსების გამოყვანას, აქ ზუსტად მიყვები ბიოქიმიას და გეძლევა სასიცოცხლო ნივთიერების დამატების შანსი. რასაც მოითხოვს პაციენტის მონაცემები.
მონოამინოოქსიდაზა აძლევს ადამიანს სიცოცხლის შანსს და ძალას. ახლა გავხსნი კიდევ ერთ აკადემიურ მომენტს, რომლის გააზრება დამწყების ექიმისთვის იქნება წარმატებული მოღვაწეობის მყარი საფუძველი .როგორც მეცნიერულად დამტკიცებულია ზოგი ბიოგენური ამინი ——-ნეიროტრანსმიტერები, იქმნებიან ნაწლავებში- დამპალი ბაქტერიებისგან და აგრესიული პარაზიტების ხრწნადი ნაშთებისგან. ასევე ამ გზით იქმნებიან დამპალი ენდოკრინული უჯრედები- — კარცინოიდები, რომლებიც კარციოიდული ტიპის კიბოებს ქმნიან. კარცინოიდებზე შესაბამის სტატიაში უკვე ვრცლად ვისაუბრე. ეს არის ის ამოსავალი წერტილი მკურნალობაში, როცა აუცილებლად შეძლებ კიბოთ დაავადებულიც აცოცხლო, ნარკოტიკზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მოხსნას თანდათან შეუწყო ხელი , ყველა დაზიანებული ორგანო გამოაჯანმრთელო, კიბოსწინარე პარანეოპლასტიკური სინდრომი შეაჩერო და კიბოში არ გადაიყვანო. ნაწლავის ამ დაჭაობებული, აზელილი მასისგანაა შექმნილი პრობლემურად მოქმედი ნეიროტრანსმიტერები და სხვა ბიოგენური ამინები, რომლებიც ალერგიას, ეგზემას, ფსორიაზს და სხვა დაავადებებს იწვევენ. ა მ შემთხვევაში არის დიზბაქტერიოზის ლატენტური ფორმა, რომელიც ყოველთვისაა—– მძიმე და ქრონიკული დაავადებების , იმუნოლოგიური პათოლოგიების, კიბოს, ეგზემის, ალერგიის ფსორიაზის და სხვა მტანჯველი პრობლემების ფონი. ზოგი დამწყები ექიმი შეიძლება შეცდეს, რადგან დიზბაქტერიოზი მარტო დიარეით ეგონოს გამოხატული. დიზბაქტერიოზის აგრესიული ფორმა ყაბზობით ან მოკლე ეპიზოდული აშლებით გამოიხატება. ხოლო ზეაგრესიული ფორმის დროს, ნაწლავმა შეიძლება, იმუნური სისუსტის გამო, მკაფიო გამოხატულება საერთოდ არ გამოავლინოს. ნაწლავებში შექმნილია ჯოჯოხეთური ჭაობი, რაც ქრონიკულად წამლავს ორგანიზმს და სიმსივნეებისკენ მიერეკება ქსოვილებს. ამისგან ორგანიზმი მუდმივად, ლატენტურად იწამლება. ტოქსინემია შეიძლება გამოვლინდეს —-ან კვებით ინტოქსიკაციად ან წნევის აწევის ფაქტად ან ალერგიულ გამონაყრად ან პერიოდული ტაქიკარდიით ან კენჭის გავლით ან პოდაგრის შეტევით ან სახსრის გამწვავებით ან ნაღვლის გაღიზიანებით ან პანკრეატიტით და სხვა დაავადებით. მითუმეტეს -ალერგიებით,
ამიაკის დაგროვება, შარდოვანას ციკლის მოშლის გამო, ნეიროტრანსმიტერების დეზამინირების პროცესის ჩაშლით ყველა აქ ჩამოთვლილი დაავადების ფონია. ნაწლავებში და ღვიძლში ბუმია დაზიანებული ბიოგენური ამინების და გადაგვარებული ნეიროტრანსმიტერების. ყველაფერი იწყება ნაწლავებიდან და გრძელდება ღვიძლში ,სადაც დგება განაჩენი ყველა ორგანოს ჯანმრთელობის . ყველაზე მნიშვნელოვანი ჯირკვლის—- თავის ტვინში, რომელსაც თანამედროვე უცხოელი მეცნიერები ღმერთის მეთვალყურეს უწოდენებ —–ეპიფიზის . რეცეპტორული საწყობი ნაწლავებშია. რეალური გასაჯანსაღებელი მკურნალობა იწყება ნაწლავის მიკრობების ბალანსის დამყარებით და არა——– ერთი რეკლამირებული წამლით, რომელიც ამ ყველაფერს დროებით შეფუთავს და ადამიანს დაზიანებს.
იმის საილუსტრაციოდ რა იწყება ნაწლავებიდან და როგორ შეუძლია ნაწლავის ბაქტერიების სწორ ბალანსს სიცოცხლის რეალური მართვა, მედიცინის მეცნიერებაში ცნობილ მაგალითებს მოვიყვან, ტექსტის სიმცირის გამო, მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან იმ საოცარი სამეცნიერო ფაქტებიდან, რაც ძალიან ბევრია .
ნაწლავის იერსინიები, სტაფილოკოკები და ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ქმნიან ფიბრინოლიზინს. ის წმენდს და უკვალოდ შლის ყველზე მტკიცედ შეწებებულ სასიკვდილო თრომბებს ყველა ორგანოში, არტერიებსა და სისხლძარღვებში. ასევე ერთ კომპონენტად , გვეხმარება ფილტვის ფიბროზების, პოლიპების და მსგავსი წარმონაქმნების დაშლაში . ფიბრინოლიზინი, მხოლოდ ნაწლავების ბაქტერიებიდან იქმნება ნაწლავებში. ძალიან გრძელი კურსის გამათხიერებლები სამედიცინო უტოპიაა და კურსის ჩათავების შემდეგ , თუ მთავარ მიზეზს მაშინ მაინც არ უმკურნალე, თრომბწარმოქმნა უფრო აქტიური გახდება . რადგან რჩება გამათხიერებლებისგან დაზიანებული და გამოფიტული ძვლის ტვინი. თრომბული ფაქტორი მხოლოდ მაშინ მოიხსნება და შესაბამისად, ინსულტის, ინფარქტის და უეცარი სიკვდილის მაღალი შანსიც, როცა ნაწლავების ფლორაში კეთილი და მავნე ბაქტერიების ბალანსი აღდგება.
.მეორე მაგალითი———- ფერმენტი ნეირომიდაზა აშორებს ანუ მისგან ათავისუფლებს მწებავ ნახშირწყლებს მნიშვნელოვან სამ მჟავას . ეს მჟავები ეპითელიუმის სიჯანსაღეს იცავენ ყველა ორგანოში. ათხევადებენ ლორწოვან გარსებში გამონაჟონებს, რომ ისინი არ დაჩირქდნენ. ათხევადებენ ლორწოს, რომ სასუნთქი სისტემა არ გაიჭედოს და ლორწოსა და ნახველისგან განთავისუფლდეს; ნებისმიერი დაავადების დროს ორგანოების ეპითელიუმიდან, ლორწოვანი გარსებიდან ხსნიან ანთებებს, ამცირებენ ლორწოს. ორგანის ანთება არის საერთოდ არსებული ლორწოს მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე. ანათების გაწოვის ხარისხი იმით იანგარიშება, რამდენად მოხდა ამ ორგანოდან ლორწოს ალაგება .ევროპულ მედიცინაში ექიმებისთვის, ოდითგან ანდაზაა- აფორიზმივით, რომელსაც დღესაც ხშირად ახსენებენ ექიმებს—–მკურნალობის ბოლოს არ დატოვო მუკუსი —– ლორწო, რომ არ მიიღო ამ ორგანოს ქრონიკული დაავადება ან სიმსივნური გადაგვარება.
ამ ფერმენტის და იმ სამი მჟავის ნაკლებობა დიდ მონაწილეობას იღებს— ფიბროზის, პოლიპების, ფიბრომების და მსგავსი წამონაქმნების გამკვრივებაში. გონებაჩამორჩენილ ბავშვში გონებრივი პროგრესი ვერ მიიღწევა მარტო ნოოტროპილური მედიკამენტებით და სრულიად უეფექტო იქნებიან .ნეირომიდაზამ უნდა მოაშოროს ტვინის ნეირონებში ნახშირწყლებს მიწებებული ეს მჟავები, რომ ტვინმა გახსნა დაიწყოს. ნეირომიდაზა იქმნება მხოლოდ ნაწლავებში ნაწლავების ბაქტერიული ფლორიდან——–პასტრელიდან, იერსინიებიდან, კლოსტრიდიადან, სტრეპტოკოკიდან, დიპლოკოკიდან და სხვა, აღნიშნული მჟავების და ნეირომიდაზას მექანიზმების გააზრების გარეშე სრული აბსურდი და უკიდურესი პრიმიტიულობაა , როგორც თავის ტვინის ნეიროდეგენაციული დაავადების მკურნალობა, ისე ლორწოვანის ანთებით მიმდინარე ნებისმიერი ორგანოს მწვავე ანთების მკურნალობა. მეორეს—— სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესს რას აკეთებს ნეირომიდაზა? ეს ფერმენტი მძიმე ვირუსების დროს დაზიანებული უჯრედებიდან აძევებს ვირუსებს .ვირუსზე მიწებებულ შაქარს შლის და ხვეტავს ვირუსებს ქსოვილებიდან. ადამიანებს, რომლებიც გარდაიცვალენ ვირუსული დაავადებებით, მითუმეტეს პანდემიების დროს, ამ ფერმენტის ნაკლებობა ჰქონდათ. უფრო სწორად კი არაჯანსაღი ნაწლავების ფლორა და დაზიანებული ღვიძლი. ფერმენტების უმრავლესობა ნაწლავებში იქმნება.
რახან ლორწოვან გარსებზე ვსაუბრობ, როგორ ხდება ჩვენში ძირითადად, რინიტების მკურნალობა?ანტიბიოტიკი, ცხვირის წვეთები , აეროზოლი დ ა ამ სამეულის გამეორება უსასრულოდ. რეალური მექანიზმების გააზრების გარეშე ამას პრიმიტიული მიდგომაც არ ჰქვია.
.ნაწლავში ათასობით კეთილი მიკრობია და უამრავ დაცვით ფაქტორებს წარმოქმნიან. თუ ამ მიკრობებს და ფერმენტებს არ ვიცნობთ და ვერ გავარჩევთ მათ სასიკეთო და მავნე თვისებებს ,დაავადებებს ვერ მოვარჩენთ. ფერმენტების სწორად მოქმედების არეალი , რაც უამრავ დაავადებას აცილებს ადამიანებს ,ჯანმრთელი ნაწლავებიდან იწყება. ხოლო დამპალ და ხრწნად ნაწლავის ბაქტერიული ფლორიდან ,რა თქმა უნდა ,დეფექტური ნეიროტრანსმიტერები წარმოიშობა და ხელს უწყობენ დაავადებების ჩამოყალიბებას——-შიზოფრენიას, ფსიქოზებს, ეპილეფსიას , სეროტონინის სინდრომს, სიმსივნეებს, ფსორიაზს, ეგზემას, მძიმე ალერგიებს, გონებრივ პრობლემებს ,ფილტვის და სხვა ორგანიების დაავადებებს და სხვა. მედიცინის დეტალები ბევრ საოცარ ფაქტებს გვაწვდიან——ვიტამინების რამდენიმე სახეობას, რომლებსაც მხოლოდ ჯანმრთელი ნაწლავის ბაქტერიული ფლორა ქმნის, კურირებს ის ამინომჟავები, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ ღვიძლს და ნაწლავებს. არ გაუმჯობესდება და ვერ იცოცხლებს კიბოთი დაავადებული, თუ ნაწლავების ბაქტერიული ფლორა არ დაიწყებს განჯანსაღებას და ღვიძლის ჯამრთელობა არ განმტკიცდება. ყველა ორგანო ფიზიოლოგიურ ქმედებებში—- ანგარიშვალდებულია ღვიძლთან. რადგან ღვიძლში ხდება ყველა ნივთიერების სინთეზი. უამრავჯერ ვნახე პრაქტიკაში, რომ იმუნოლოგიური პარამეტრების დალაგებას არ სჭირდება ადამიანის რობოტად გადაქცევა ხელოვნური მედიკამენტების კასკადით. რინიტით დაწყებული ასთმის ჩათვლით, ყველა ტიპის ალერგია გაუმჯობესდება და მორჩება, თუ ნაწლავის ბაქტერიების სტატუსს ინდივუდუალურად დავაკვირდებით სხვადასხვა ადამიანში. მედიცინამ აღიარა ——-ეს არის კიბოს აცილების მთავარი ხერხი.
მაოს რთული გადახრის გარეშე არ არსებობს ადამიანების ეს კატეგორია——-სიყვითლით დაბადებულები, ახალშობილობაში გამოხატული ყაბზომა, ცე ჰეპატიტ და ბოტკინგადატანილები, კუჭ-ნაწლავის პრობლემის მქონეები, ღვიძლით დაავადებულები, მონონუკლეოზგადატანილები ,ადამიანები დიარეით ან ყაბზობით, ნარკომანები, ქრონიკული დაავადებით დაავადებულები და სხვა. აბსურდია ტერმინები—–მსუბუქი სიყვითლე, მსუბუქი ბოტკინი და ბუნებაში არ არსებობს ცე ჰეპატიტის შემდეგ ბოლომდე მორჩენილი ღვიძლი. ბოტკინის დაავადებაც , ცე ჰეპატიტიც ,მხოლოდ იმ ადამიანებს შეეყრებათ, რომლებსაც გენეტიკურად, დაბადებიდან აქვთ ღვიძლის ფერმენტების განსაკუთრებული უკმარისობა .პროფილაქტიკური სისტემები სუსტია და ვერ ხდება ამ კატეგირიების პედიატრიული ასაკიდან მართვა, რაც მათ ცხოვრების უდიდეს პრობლემებს ააცილებდა.
ბევჯერ მისაუბრია დეტალურად, დაზიანებულ შარდოვანას ცვლაზე, რომლის შედეგია უამრავი დაავადება—- შაკიკი, პოდაგრა , სახსრების გამწვავება, კენჭის დაძვრა ,გულის შეტევა ,ღვიძლის მდგომარეობის გაუარესება, თირკმლების პრობლემები და სხვა. საერთოდ, დაავადება არ არსებობს ამ ციკლის მოშლა ერთ მექანიზმად რომ არ ჰქონდეს. ამონიუმი შარდოვანად არ გადაიქცევა, რომ გამოვიდეს შარდით . ორგანიზმში რჩება ამიაკის ჯგუფი, რაც იწვევს ტკივილებს და დისკომფოტრებს. მთავარი მიზეზი იწყება ნაწლავებიდან. აქ არ ხდება ამინოჯგუფზე NH3 -ის მოცილება, რასაც ახორციელებს ამინოქსიდაზები . ანუ ისინი ვისზეც ვსაუბრობ დღეს. ნებისმიერი დაავადების ძირეული პრობლემის გულში დგას ამინოქსიდაზები. საერთოდ ბიოგენური ამინები ანუ ნეიროტრანსმიტერები და სხვა ამინები ამიაკის წარმომქმნელი ნივთიერებებია .ამონიუმი რომ შარდოვანად ვერ გარდაიქმნება და არის სხვადასხვა ორგანოს შეტევები, ამ დროს ნეიროტრანსმიტერების მახინჯი ტრანსფორმაციაა და სწორედ ამიტომ არის ეს დიდი დისკომფორტები. ამინები მარტო ამიაკის წარმოებული ნივთიერებები არ არიან. ენდოგენური ამინები ქსოვილებშიც იქმნებიან. მაგ ადრენალინი იქმნება თირკმელზედა ჯირკვალში,ჰისტამინი იქმნება ღვიძლში. ამით მაინც გაიაზრებს დამწყები ექიმი , რომ ჰისტამინი რომელიც ალერგიის შემქმნელია ღვიძლის დაზიანების ფონის გარეშე ალერგიას არ გამოხატავს. როცა ადამიანს შეტევა აქვს ან დისკომფორტი ექმნება ————-ფერმენტები—ამინოქსიდაზები ვერ მუშაობს ანუ მაო ვერ მუშაობს.
ღვიძლის დაზიანება არ ყვირის. ეს უნდა მტკიცედ შევიგნოთ. უფრო სწორად კი ყვირის რაც აქ ბევრჯერ ავღწერე, მაგრამ ძველ წიგნებში აღწერილი სტანდარტული ჩივილებით აღარ გამოიხატება . შეიცვალა სამყარო. ქიმიური ფორმა მიიღო. ღვიძლი მუდმივად იბრძვის გადაამუშავოს ორგანიზმისთვის არაადექვატური საკვები, რაც ამ საუკუნემ მოიტანა.
ჯანმრთელობას , ორგანიზმის გასუფთავებას მართავს ამინოქსიდაზები. ნახარშით გაწმენდა აბსურდია. სისხლის მეორე ტალღა კვლავ შემოიტანს მიკრობებს. როცა მაო ბალანსირებულია ნაწლავების ფლორაში, თავად ლადგება პროცესები——- დამპალი ნივთიერებები გამოძევდება. კიბოს შანსი ქრება. მაო ,სამუშაო განწყობითაა ჩასაფრებული ნაწლავებში. ეპიფიზი ცდილობს ადამიანი ,მიუხედავად მისი არასწორი საქციელებისა და ღორმუცელობისა, აცოცხლოს და დაამაგროს დედამიწაზე . ეპიფიზი თავისი წარმომადგენლობითი შემადგენლობით სამუშაოდ კუჭ-ნაწლავშია მობილიზებული. სუპერარისტოკრატ ღვიძლს ,სანამ ფეხი არ გამოეშლება ბოლომდე ,მანამ ის უსიტყვო შემსრულებელია კუჭ-ნაწლავის უხარისხო თუ ხარისხიანი დავალების. ადამიანი იმდენად ეხმარება თავს და საკუთარ სიცოცხლეს ,რაც მეტად იქნება აქცენტირებული ნატურალურ კვებზე . ღვიძლი იბრძვის, რომ ყოველი არანატურალური ლუკმის შემდეგ, ამის გამო დეზორგანიზებული ამინომჟავები თანდათან დაალაგოს სასიცოცხლო გრაფიკულ ფორმულებამდე .რომ არ დაინგრეს ორგანიზმი ან არ დაიწყოს დაავადებები . ვერცერთ დედას ვერ ექნება შვილების ჯანსაღად აღზრდაზე პრეტენზია, თუ მისი შვილი რეგულარულად ჭამს მარკეტის კვერცხს ან სვამს მის რძეს. ადამიანს ყველაზე მეტად ის არანატურალური პროდუქტი აზიანებს ,რომელშიც ბევრია ამინომჟავები . ამიტომ განსაკუთრებით არასასურველია არანატურალური რძე და კვერცხი. ღვიძლის ყველაზე დიდი შრომა და ტანჯვა გარდა ბაქტერიების, ვირუსების და პარაზიტების განეიტრალებისა, არის ის, რომ მას მუდმივი ბრძოლა უხდება ამიაკის ნაშთებთან. რომლებიც უფრო მეტად არანატურალური კვების დროს წამოიქმნებიან. ნეიროტრანსმიტერების სწორი დაშლა და მომწამლავი ამიაკის ჯგუფის ჩამოშორება მხოლოდ ჯანმრთელ ღვიძლს შეუძლია. ამიაკის ვერგაინეიტრალების შედეგია დაავადებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ.
ღვიძლი ცდილობს დიზბაქტერიოზული ნაწლავიდან მუდმივად გადმოსროლილი მომწამვლელი ნივთიერებების განეიტრალებას-ფენოლის, ინდოლის, სკატოლის , ამიაკის და სხვა . ღვიძლის ტვინი ამ მილიონობით რეაქციის დროს, ჯერ ახარისხებს კეთილ და საწამლავ ნივთიერებებს ერთმანეთისგან. სასუფთაო სამუშაოს შემდეგ ცდილობს—–ცილების, ცხიმემის,ნახშირწყლების ფერმენტების და იმუნოგლობულინების აუცილებელ, სასიცოცხლო რაოდენობის შენახვას და დაცვას .
ყველა—– მსუბუქი თუ მძიმე დაავადება იმის შესაბამისად მორჩება—-რამდენად გადახრილია მაო. მაგალითად , ვიტილიგოს რთული მექანიზმის მიუხედავად , მის დროს ყველაფერი დადის ერთ მომენტზე——მეტაბოლიზმი ინგრევა ბიოპტერინით. კატექოლამინები მომატებულია .მონოამინოოქსიდაზა —-ა მომატებულია და შედეგად—–მელანოციტებში კალციუმის სწორი ტრანსპორტი მოშლილია. ესაა ვიტილიგოს მთავარი —-გული მექანიზმი. რომელიც იწყება ფენილალანინის მოშლიდან.
მეცნიერება ევროპაში აღიარებს, რომ მაოს ქიმიური ინჰიბიტორები —ანტიდპრესანტები, ხანგრძლივი დალევით ორგანიზმისთვის დამანგრეველია .ეს არის სიკვდილი—————- სიცოცხლის სახელით .
ბიოგენური ამინებიდან -ნეიროტრანსმიტერებიდან ხალხის ცნობიერაბასთან ახლოს, უფრო სეროტონინია და ისევ დავკონკტერდები მასზე. მაო თუ ნორმაა ის გარდაქმნის ამინებს ნაწლავებსა და ღვიძლში სწორი რექციებით და არ არის——- ალერგია ,კიბო, შიზოფრენია და სხვა დაავადებები; არ არის სეროტონინის მავნეობები——-ტაქიკარდია ადრენალინური სიმსივნეები და სხვა. არ აკვირდები მაოს და მის ქვემდებარე ბიოქიმიას?————–მკურნალობ მხოლოდ ზედაპირულად.
ალცჰაიმერის დროს მიტოქონდრიების ფუნქციები დაკნინებულია, მაო უკიდურესად გადახრილია.
სეროტონინით და სხვა ნეიროტრანსმიტერებით ადამიანის ტვინის მილიარდობით ნეირონი , ერთმანეთს შეთახმებულად გადასცემს სიგნალებს, ადამიანის ორგანული და ფსიქიკური თანხმობისთვის და ჯანმრთელობისთვის. ტვინის ნეირონები და ყველა ნერვი სეროტონინით, დოფამინით და ნორეპინეფრინით ერთმანეთს ესაუბრებიან. ესენი რეაქციებში სწორად თუ შევლენ სრულყოფილი მაოს მოქმედებით, არ იქნება არცერთი დაუძლეველი დაავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკნინდება ან აიშლება ჰორმონები და შეწყდება ფერმენტების გამოყოფა. ნაწლავის დაზიანებული ფლორიდან შექმნილი სეროტონინი ყოველთვის აგზნებულია შიზოფრენიის, სიმივნეების და სხვა დროს . მძიმე დაავადებების ფონი—— დიზბაქტერიოზი და დაზიანებული ღვიძლია . დიზბაქტერიოზის დროს მაო ყოველთვის გადახრილია. ჯანსაღი მაოს ა ტიპს გადაყავს მოჭარბებული და აგზნებული ნეიროტრანსმიტერები ნეირონზე . ეს გადაყვანა ხდება სწორი რეაქციებით და სეროტინინი ნორმა ხდება .შესაბამისად, შიზოფრენიის, ქცევითი აშლის, სიმსივნეების და მსგავსი დაავადებების შანსი მცირდება .გადახრილი მაო — ა თრგუნავს იმ ამინომჟავებს, რომლებსაც სწორად უნდა შეეექმნათ სეროტონინი. რომ არ დათრგუნულიყო სეროტინინის შემქმნელი ამინომჟავები, არ იქნებოდა არც იზოლირებული სეროტონინის სინდრომი არც სეროტინინის გამოვლინებები-ტაქიკარდია, ნაწლავთა აშლა, ფსიქოზები, ჩიყვი თირეოტოქსიკოზით და სხვები .როგორც ხედავთ ყველაფერი იწყება და მთავრება ამინომჟავებით .სრული მორჩენა არცერთი დაავადების დროს არ ხდება ამინომჟავების ბალანსების დალაგებამდე. ეს არის ერთადერთი სასიცოცხლო საშველი ყველა მძიმე მდგომარეობის და ყველა გახანგრძლივებული დაავადებების დროს.
როგორც ბევრჯერ ავღნიშნე ნეიროტრანსმიტერების დაშლა ნივთიერებებად ხდება მაოს მიერ .მაო და კატექოლამინტრანსფერაზა——- ნორეპინეფრინს და ეპინეფრინს ა ნუ ადრენალინს ვანილამდელის მჟავად გადააქცევენ .თუ არა ——————–ანუ თუ სწორად არ წარიმართა ეს რეაქცია, უკვე ბაზისი ეყრება შიზოფრენიას, სიმსივნეს ,დამოკიდებულებებს და სხვა მძიმე პათოლოგოიებს . ასევე პულსის აჩქარება ს , თირეოტოქსიკურ ჩიყვს,დიარეას, ნევროზებს, ფსიქოზებს, ჰორმონულ აშლებს და სხვებს ანუ როცა ადრენალინი რჩება ადრენალინად და შიგა ან გარე სიმპტომატიკა გაავებულია. მექანიზმის ამ შტრიხებზე რომლის გასაღები პირდაპირ დავუდე დამწყებ ექიმს , მთლიანადაა დამოკიდებული ეს უმძიმესი დაავადებები. ეს არის სიმსივნის, ფსიქიკის აშლის,ღვიძლის დაშლის შეჩერების, დამოკიდებულებების და სხვა დაავადებების ———-ბო იარდის ციხე-სიმაგრის გასაღები.
მაო უკიდურესობაშია დამოკიდებულებების დროს—–ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე; ასევე ფ სიქოზების, ეპილეფსიის და პარკისონის დროს. სეროტონინი არ მოიმატებს თუ მაო ნორმაა .
.მაო და ზოგადად ყველა ამინოქსიდაზა შეიცავს სპილენძს . ღვიძლი სპილენძის და თუთიის დეპოა. მაოს გადახრაში ღვიძლის დაავადების დროს მ ონაწილეობს, ღვიძლში სპილინძის ცვლის მოშლა. ეს პრაქტიკულად ბევრ პაციენტზე დავასაბუთე. როცა სპილენძის ცვლის მოშლა მათი ღვიძლის განადგურების მიზეზი აღმოჩნდა. საერთოდ ,ერთი პირველი რითაც მკურნალობას ვიწყებ ——–მძიმე მეტალების დათვლაა. სპილენძის წყარო ნიგოზია. დროს ჩამორჩენილ ვითარებაში ადამიანებს ღვიძლის დაავადებების და ქოლესტერინის სიჭარბის დროს ნიგოზს უკრძალავენ . ხოლო ჩვენ,გარკვეული კატეგორიის ექიმები კი, ამ დროს ევროპულ მედიკამენტებს ვნიშნავთ ნიგვზის ცხიმის შემცველობით . სპილენძს შეიცავს მაო. როცა მაოს უკიდურესი დაკნინებაა სპილენძის ცვლის მოშლით მიდის ციროზები. კუჭ-ნაწლავის დიდი პრობლემების დროს მაო გადახრილია და სპილენძის ცვლის მოშლაა.
მხოლოდ მაოა ნეიროტრანსმიტერების ჭკუაზე მომყვანი. ჯანსაღია მაო? არ არის ეს მტანჯველი დაავადებები.
მაოს რეალური ინჰიობიტორები— ნატურალური მცენარეები აცილებენ აგზნებულ სეროტონონს და დოფას——–მათ დამშლელ და გამანადგურებელ—— მავნე ფერმენტებს. ინჰიბიციას ანუ გაწოვას უკეთებენ მაო ა – ს დამშლელ პათოლოგიურ ენზიმებს. ეს მცენარეებია მაოს და შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობის გარდამრჩენები. ჭარბ მაოს თ რგუნავს კენკროვანი ხილი, ვაშლი,ყურძენი,მწვანე ჩაი, ანანასი და სხვა. მაო უნდა გახდეს ნორმა, მისი ინჰიბიტორი და განმამტკიცებელი მცენარეული მედიკამენტებით და ნატურალუირ კვებით. ეს მცენარეული წამლები უნდა იყოს კონკრეტულ ადამიანზე ინდივიდუალურად მორგებული. .უძილობა, გვიან დაძინება .ამოვარდნაა კოსმიური წესრიგიდან. სტაბილურად გვიან დაძინების შედეგი მაოს გადახრაა.
საღი მონოამინოოქსიდაზა მუდმივად იბრძვის, რომ ადამიანი ყველა საშიშ სიტუაციას გადაარჩინოს . ის მედიკამენტად არ არის———–ის უნდა გამოყოს ჯანმრთელმა კუჭ-ნაწლავმა და ჯანმრთელმა ღვიძლმა. ამიტომ ამ ორგანოების მკურნალობა საბაზისო მკურნალობაა ნებისმიერი დაავადების დროს. ბევრს უკვირს ნებიმიერი დაავადების დროს, თუნდაც ფილტვების პრობლ;ემის დროს, რატომ ვიწყებ მკურნალობას ნაწლავებით და ღვიძლით.
რეკომენდაციებში ხშირად ვამბობ და გავიმეორებ ——–კვებაში გამოყენეთ თხის რძე და მისი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ მონოამინოოქსიდაზას დამბალანსებელ და სასტიმულაციო ნივთიერებებს. მეტი აღქმისთვის კიდევ იგივე დასკვნა———კიბო, შიზოფრენია, სიბრმავე ,ჩიყვი, დეპრესია, ტაქიკარდია , დიარეა,ეპილეფსია ,ვიტილიგო ,ღვიძლის დაშლა და სხვა მძიმედ მოსარჩენი დაავადებები რომ არ იყოს—- ამისთვის ბიოგენური ამინები, კატექოლამინები, ნეიროტრანსმიტერები მაომ უნდა დაშალოს რეაქციაში ადვილად შემსვლელ ნივთიერებებად .დაუშლელი, აწყვეტილი, კატექოლამინები და სხვა ბიოგენური ამინები იწვევენ ამ დაავადებებს. ანუ მაო უნდა იყოს ჯანმრთელი ეს დაავადებები რომ არ განვითარდეს.