„სალომე ზურაბიშვილის გაერთიანება იქნება რბილი, პროდასავლური ძალა, რომელსაც ივანიშვილთან თითქოს შეხება არ ექნება, მაგრამ ეს უკანასკნელი სწორედ ამ წარმონაქმნზე გააკეთებს არჩევანს და „ქართულ ოცნებას“ სწორედ ამ ძალით ჩაანაცვლებს.
თუ ჩვენ არ გავიზრებთ და არ გაავანალიზებთ სერიოზულად მომხდარს, არ მივალთ სწორ დასკვნებამდე – რამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი წასულიყო „მესამედ მოსვლაზე“ პოლიტიკაში – მაშინ ჩვენ დავმარცხდებით და დავმარცხდებით ძალიან მწარედ“
ეს განცხადება „გურიის მოამბესთან“ საუბარში სამოქალაქო პლატფორმა „თაობები ქვეყნისათვის“ ერთ ერთმა ლიდერმა, ევროკომისიის პროექტების ხელმძღვანელმა, რევაზ ბეროზაშვილმა გააკეთა.
„ მოდით ვნახოთ რა თქვა ბატონმა ივანიშვილმა – მე დავბრუნდი არა იმისათვის რომ არჩევნებში „ოცნებამ“ გაიმარჯვოს, ეს ისედაც, უჩემოდაც მოხდება, არამედ დავაზღვიო სხვა გამოწვევებიო, კერძოდ ისაუბრა კორუფციულ რისკებზე და ოპოზიციის სრულიად – მისივე სიტყებით რომ ვთქვათ „განადგურების გამო“ შევებრძოლო ახალ გამოწვევებსო.
ჩემი აზრით ივანიშვილი იმისათვის არ დაბრუნდა პოლიტიკაში, რომ, მან აქცენტი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთოს. მოდით ავხსნათ რას მნიშნავს ეს და რა არის ბატონი ივანიშვილის მორიგი „ტრიუკის“ მიზანი.
მანამ სანამ ამ „ტრიუკზე“ ვისაუბრებდეთ მინდა შეგახსენოთ ერთი მოვლენა, რომელიც ყველას „გამოგვრჩა“ – პრეზიდენტ ზურაბიშვილის არნახული გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც დადებითად აშუქებდა და ხოტბასაც კი ასხამდა არა მარტო სახელისუფლებო, არამედ კრიტიკული მედია და მას შემდეგ რაც სტატუსის მიღების საკითხის ალბათობამ მაქსიმუმს მიაღწია, ამ ხოტბა დიდებით პრეზიდენტი, რომელიც მანამდე მართლაც ბუტაფორია იყო, მოულოდნელად გახდა ერთ ერთი სერიოზული აქტორი და დაიწყო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო პოზიციების გამყარება
პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილის გააქტიურების პარალელურად უნდა ვთქვა, რომ არაფერი მას განსაკუთრებული და მითუმეტეს საქებარი ჯერ არ გაუკეთებია და ის ისევე რჩება ოლიგარქის პირად კუთვნილებად, როგორადაც დღემდე მას საზოგადოება მიიჩნევდა
პრეზიდენტი დადიოდა საზღვარგარეთ და დასავლეთს ეუბნებოდა მოგვეცით სტატუსი – მართალია ხელისუფლება ამას არ იმსახურებს, მაგრამ იმსახურებს ხალხი-და ამ განცხადებას აკეთებდა ქვეყანაში თანამდებობრივად კონსტიტუციის გარანტი-თუ მთავრობა არაფერს არ აკეთებს, რატომ არ მოქმედებ მისი დათხოვისა და ხელახალი არჩევნებისათვი? ცხადია რატომაც-ეს არ შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში
ჩემი აზრით ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში არა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს, არამედ პირიქით, მას ხელისუფლებაში მოყავს ახალი ძალა, რომელსაც ამ ეტაპზე სათავეში არ ვიცი ვინ ჩაუდგება, მაგრამ შესაძლოა ეს იყოს სალომე ზურაბიშვილი, კვირიკაშვილთან და სხვა ბიძინოლოგებთან ერთად, ყოფილი „ოცნების“ სახეები, ბესელია, თუნდაც ხუხაშვილი და ასე შემდეგ.
ეს იქნება რბილი, პროდასავლური ძალა, რომელსაც ივანიშვილთან თითქოს შეხება არ ექნება, მაგრამ ეს უკანასკნელი სწორედ ამ წარმონაქმნზე გააკეთებს არჩევანს“ აცხადებს ბეროზაშვილი.
მისივე ვარაუდით, საბოლოოდ მივიღებთ რას-არჩევნებს „ოცნება“ წააგებს – იმიტომ რომ ივანიშვილი მათ გაყალბების საშუალებას არ მისცემს, არჩევნები გაყალბდება ახალი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, რომელიც ასეთ სიტუაციაში გავა პირველ ადგილზე და შემდგომ შექმნის კოალიციას იგივე „ოცნებასთან“
„რადგან ოპოზიციიდან პარლამენტში შევლენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „გირჩი“ ხოშტარიას გაერთიანება თუ მას შეუერთდება მელია და გვარამია. რომლებიც მაქსიმუმ ხმების 40%ს მიიღებენ ერთობლივად.
„ლელო“ ან შევა ბიძინას ახალ პროექტში ან დარჩება პარლამენტს გარეთ, გახარიას რაც შეეხება ისიც თუ არ შეუერთდენა სალომე ზურაბიშვილის ანუ ივანიშვილის ახალ პროექტს -მის ამოიმრჩეველთა ხმების უდიდეს ნაწილს სწორედ ეს გაერთიანება წაიღებს და გახარიაც პარლამენტს მიღმა დარჩება.
მივიღებთ მოცემულობას, რომ ივანიშვილი ფორმალურად არჩევნებს აგებს. მაგრამ ფაქტიურად ისევე რჩება ხელისუფლებაში როგორც იყო-უბრალოდ ახლა ის სამიზნე აღარ იქნება და თავს უფრო არხეინად იგრძნობს, რადგან იტყვის რომ არჩევნები წააგო და ძალას, რომელმაც გაიმარჯვა ის ვერ და არ აკონტროლებს.
ოპოზიციამ ივანიშვილის მესამედ მოსვლა მონათლა როგორც მმართველი პარტიის სისუსტე და ივანიშვილის მესამედ მოსვლას განიხილავს როგორც მაშველ რგოლს მმართველი ძალისათვის, რაც ვფიქრობ რომ დიდი შეცდომაა და ასეთი ზერელე ანალიზითა თუ დიაგნოზით. ივანიშვილი მომავალ არჩევნებში კვლავ მოგვიგებს
სწორ აქცენტებზე ჩემი აზრით დღეს სამწუხაროდ ოპოზიციაშიც არ საუბრობენ – არ საუბრობენ ასევე ექსპერტებიც და თავისთავად ბიძინოლოგები სულ სხვა მიმართულებით მიდიან“ აცხადებს ექსპერტი
რევაზ ბეროზაშვილი-ტელეკომის ექსპერტი. ევროკომისიის პროექტების ხელმძღვანელი (BeGREEN, SEASON, DESIRE 6G, 5G ClARITY, 5G RECORDS…)
პლატფორმა „თაობები ქვეყნისთვის“ შექმნის იდეის ავტორი და ამავე ჯგუფის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ერთ-ერთი წევრი
„პლატფორმა თაობები ქვეყნისთვის თქვენთვის შეიქმნა. ის ეკუთვნის ყველას ვინც გაწევრიანდება. ყველას შეგიძლიათ თქვენი აზრი ქვეყნის წინსვლასთან დაკავშირებით დადოთ გამოკითხვაზე და ხმის მიცემით გადაწყდება მისი ბედი. ამ პლატფორმაზე ყველას ერთი თანაბარი ხმა აქვს. არ არიან უფროსები, აქ ყველა ვმსჯელობთ და ვსაუბრობთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე და მიზნისკენ მიმავალ გზებზე. პლატფორმის მიზანია გააერთიანოს მსოფლიოში გაბნეული ქართველები და ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ საქართველოს სასწაული. შემოგვიერთდით და ერთად ვიზრუნოთ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაზე: – ნათქვამია პლატფორმის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://taobebi.com/