საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათი უკვე გადასწია, შაბათ-კვირას გაიხსნა რესტორნის ღია სივრცეებიც. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუმჯობესებული არ არის და დადებითობის მაჩვენებელიც 4%-ზე მაღალია, ხელისუფლებისგან ხალხი ახალ ნაბიჯებს ელოდება. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რა აკრძალვების გაუქმება არის მოსალოდნელი ზაფხულიდან. როგორც გაირკვა, შემდეგი ნაბიჯი, წესით, გადაადგილების შეზღუდვების სრულად გაუქმება და საზღვრების გახსნა უნდა იყოს.
პანდემიის დროს მთავარი მაინც ის არის, რომ იყოს შეთანხმებული მოქმედება მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. მოქალაქეებმა უნდა დაიცვან რეგულაციები, რომელიც არა დასასჯელად, არამედ მათი ჯანმრთელობის დაცვისთვისაა შემოღებული. მართალია, ხალხის დაყოლიება ძნელია, მაგრამ თუ რეგულაციები იქნება დაცული, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ხელ-ფეხი გავუხსნათ ეკონომიკას. ხელისუფლება და ხალხი, ამაში ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით. საკოორდინაციო საბჭო უკვე ფიქრობს კიდევ მეტად შემსუბუქებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცები თითქმის აღარც გვაქვს. როგორც ვადებშია გაწერილი, ვფიქრობ, ისე მოხერხდება შეზღუდვების გაუქმება“, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ.