ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული ოთხი მოთხოვნიდან სამი უკვე შესრულდა.
ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ.
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ.
შსს-მ გუმათში რკინის ჯებირების დემონტაჟი დღეს დაიწყო. ადგილზე დარჩება პოლიცია.