“დიდი მატერიალური და მორალური ზიანი მოგვადგა” – “სუხიშვილების” ამფითეატრი გაქურდეს

წყნეთში “სუხიშვილების” ამფითეატრი გაქურდეს. “ღია ტერასა ტყეში”, ასე ჰქვია ამფითეატრს, რომელიც ნინო სუხიშვილის ქმარმა, ბიზნესმენმა ზურაბ ლეჟავამ ააგო და სადაც სიმფონიური კონცერტებისთვისაც შესანიშნავი სივრცეა მოწყობილი და სხვა ტიპის მუსიკალური საღამოებისთვისაც.

სხვათა შორის, შარშან პანდემიისას, ამ სივრცეში, “კონცეპტარტმა”, ათამდე კონცერტი გამართა.

როგორც ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქურდებმა განათების გაყვანილობა წაიღეს.

“დაიჭირეს, ბოლომდე წაღება ვერ მოასწრო. დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა. მაგრამ წყნეთის პოლიციის უფროსს და მის მოადგილეს უღრმესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის. დანაშაულის ჩამდენი პირი მათ უკვე დააკავეს” – წერს ნინო სუხიშვილი.

მთავარი

/

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share